Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ

by იზა გვარამაძე
November 7, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას.

სწორედ ამ მიზნით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადა გაიმართება.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.

ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ერთი გუნდი უნდა წარადგინოს, რომელიც ექვსი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. ამასთან, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რომელი მოსწავლე რომელ საგანში იასპარეზებს – გუნდიდან ერთი მოსწავლე უნდა იყოს ინფორმატიკის, ორი – ფიზიკის და სამი მათემატიკის მიმართულებით.

გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი მენტორი, რომელიც ამავე სკოლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება) ან სხვა (ინფორმატიკა, პროგრამირება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), ინჟინერია ან მსგავსი) საგნის მასწავლებელი იქნება.

ამასთან, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად 1 თვის განმავლობაში თითოეული გუნდის მენტორი გაეცნობა ტესტზე მოსალოდნელი კითხვების მსგავს სავარჯიშოებს და კონსულტაციებს გაივლის კომაროვის პროფესიონალებთან.

ოლიმპიადის ფარგლებში ორი – თეორიული და პრაქტიკული ტური გაიმართება, თეორიული ტური 19 იანვარს, ხოლო პრაქტიკული – მაისში ჩატარდება. ორივე ტური ფიზიკურ ფორმატში თბილისში, კომაროვის სკოლაში გაიმართება.

პირველ ეტაპზე, გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში მონაწილეობას სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი მიიღებს. თეორიული ტურის შედეგად თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები დაჯამდება და 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება, რომელიც ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდის მენტორების გადამზადების შემდეგ თითოეულ მონაწილეს ექნება წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც ფინალურ ტურზე იქნება საჭირო. 10 საუკეთესო გუნდის მენტორები კი სამთვიან უფასო გადამზადებას გაივლიან სფეროს სპეციალისტებისგან.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს სერტიფიკატი გადაეცემა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდებიან.

„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, ის უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და ამასთან, შეიქმნან STEM მეცნიერებების მიმართულებით მყარი ბაზისი, რათა მომავალში შეძლონ დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ამისათვის ჩვენ, კომაროვთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა ახალგაზრდებში STEM მიმართულებით ცნობადობა და ინტერესი, შევქმენით STEM ოლიმპიადა, რომელიც არა ფიზიკა-მათემატიკურ პროფილურ სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცენ განვითარების და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური მიმართულების სკოლებისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მქონე სკოლებს, გამოცდილების შეძენის მიზნით, შეუძლიათ წარმოადგინონ გუნდი, თუმცა აღნიშნული სკოლის გუნდები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ (მათი შედეგები არ შეფასდება).

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

S

Previous Post

G&T: 2024 წელს საქართველოში წლიური ინფლაცია 3.5% იქნება

Next Post

Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის გამო New Balance-ს და Skechers-ს უჩივლა

იზა გვარამაძე

Next Post
Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის გამო New Balance-ს და Skechers-ს უჩივლა

Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის გამო New Balance-ს და Skechers-ს უჩივლა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result