Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

საქართველოს ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

by იზა გვარამაძე
October 26, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პარტნიორობის ფარგლებში KIU და საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირების პროგრამები, შესაბამისად, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისთვის კონკურსებისა და შეჯიბრებების, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას, მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთობლივად განვახორციელოთ სტუდენტებისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობები. ხელი შევუწყოთ მათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ უნივერსიტეტთან ასევე ვითანამშრომლებთ სასტიპენდიო პროექტის ფარგლებში და სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ ამ მიზნის შესრულებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც დაგვეხმარება“,-აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. 

 „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობა და სხვადასხვა პროფილის კერძო სექტორის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს ისეთი ორგანიზაცია შეემატა როგორიცაა საქართველოს ბანკი. თანამშრომლობის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მომავალში დასაქმდნენ კიდეც აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტში. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა საინტერესო იქნება ასევე პარტნიორი ორგანიზაციისათვის ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის კუთხით. მათ ჩვენ ვთავაზობთ კვალიფიცირებულ მოტივირებულ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ დასაქმდნენ ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი გაძლიერდეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ეკოსისტემა“, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ. S

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).

Previous Post

მრავალფეროვანი წამოწყებები

Next Post

სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.39%-ით გაიზარდა

იზა გვარამაძე

Next Post
სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.39%-ით გაიზარდა

სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.39%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result