Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 25, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში –  “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“.

ფორუმმა თავი მოუყარა პედაგოგებს, ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებს, მეცნიერებს და ტექნოლოგიების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმზე დისკუსიის თემა იყო ის გამოწვევები  და შესაძლებლობები, რაც მოიტანა ციფრულმა რევოლუციამ  განათლებაში და ხელოვნურმა ინტელექტმა, მისმა განვითარებამ. ფორუმის მიზანი იყო  გამოეკვლია თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად და მისი გარდაქმნისთვის. ასევე, ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილული იყო ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელების საუკეთესო სტრატეგიები საკლასო ოთახებსა და საგანმანათლებლო გარემოში.

ფორუმზე ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა, დარგის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად გამართეს  პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები. ჩატარდა ვორკშოპები, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. პანელურ დისკუსიაში – „განათლების მომავალი უმაღლეს სასწავლებლებში ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევები, შესაძლებლობები და გამოწვევები“ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა. მან  განათლებისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დარგის ასეთი მაღალი დონის ექსპერტებთან ერთად მესაუბრა ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიურ ბანკს, რომლის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა, ზუსტად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის  როლის გააზრება განათლებაში. ჩვენ თავად ვიყენებთ მანქანურ სწავლებას და  საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი თაობისთვის და არაერთ პროექტსაც ვახორცილებთ. იქნება ეს STEM სკოლა, STEM ბანაკი თუ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, პროექტის – Code IT-ის განხორციელება, რაც პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად 350-მდე მოსწავლის ჩართვას გულისხმობს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.  რამდენადაც ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილის შეცვლას, ცხადია, განათლებაც უნდა მოერგოს ამ ცვლილებებს და სწორედ ამ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პანელზე“,- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

„ორი დღის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს, სადაც ბიზნესის, მთავრობის, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის არსებულ რეალობას, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ახალი პროფესიების დაუფლების მხრივ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის კუთხით. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების თემებზე. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის და მოხარულია, უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს და შესაბამისი პლატფორმა შექმნას აქტუალურ და საჭირო თემებზე სადისკუსიოდ“, – აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მაგდა მაღრაძემ.

 

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).

S

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნესსამიტი გაიმართება

Next Post

რა შემოსავალი მიიღო Alphabet-მა 2023 წლის მესამე კვარტალში?

იზა გვარამაძე

Next Post
რა შემოსავალი მიიღო Alphabet-მა 2023 წლის მესამე კვარტალში?

რა შემოსავალი მიიღო Alphabet-მა 2023 წლის მესამე კვარტალში?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

Recent News

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result