Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

რა შედეგები მოჰყვა მსოფლიო ლიდერების ისრაელში ვიზიტს?

by დავით ბერაძე
October 20, 2023
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
რა შედეგები მოჰყვა მსოფლიო ლიდერების ისრაელში ვიზიტს?
0
SHARES
0
VIEWS

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განახლებიდან ათი დღის შემდეგ, ისრაელს ოფიციალური ვიზიტით მსოფლიოს ლიდერები ეწვივნენ. 17 ოქტომბერს ისრაელში ვიზიტით გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იმყოფებოდა. 18 ოქტომბერს კი თელ-ავივში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა. გუშინ, 19 ოქტომბერს, ისრაელში უკვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გაემგზავრა. მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების ლიდერებამდე ისრაელში ახლო აღმოსავლეთში მრავალდღიანი ვიზიტით მხარეების პოზიციებისა და საჭიროებების მოსასმენად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. რეგიონში ვიზიტის სურვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთს მაშინვე ესტუმრება, როცა შესაბამისი დღის წესრიგი შედგება და საფრანგეთს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გაუჩნდება.

ბუნებრივია, მსოფლიო ლიდერების ვიზიტის მიზანი კონფლიქტის კიდევ უფრო მოსალოდნელი გაღრმავების თავიდან აცილება და მისი რეზოლუციის დაჩქარება გახლავთ. თუმცა, რა კონკრეტული შედეგებით დასრულდა ან სულაც გამოიღო თუ არა რაიმე შედეგი ისრაელში მათმა ვიზიტმა, ამაზე სტატიაში გესაუბრებით.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყველა ლიდერის ვიზიტის უმთავრესი ამოცანა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთისთვის შესვლის უფლების მოპოვებაა. ამისათვის ნიადაგი ჯერ კიდევ ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისისთან შეხვედრებისას მოამზადა. მოგეხსენებათ, ღაზის სექტორი სრულ საზღვაო და სახმელეთო ბლოკადაშია, ერთადერთი სახმელეთო საზღვარი კი, ისრაელის გარდა, ეგვიპტესთან აქვს. ეგვიპტე-ღაზის სექტორის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „რაფაჰთან“ ასობით დიდი ზომის სატვირთოა მობილიზებული, რომელიც ჰუმანიტარული პროდუქტებითაა დატვირთული. თუმცა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარულ ტვირთს სექტორში შესვლის უფლება არ მიეცა. ენტონი ბლინკენის მცდელობების მიუხედავად, ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

თუმცა, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტმა მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა. როდესაც ბორტი ნომერი 1 გერმანიაში საწვავის შესავსებად შეყოვნდა, ეგვიპტის პრეზიდენტმა სისიმ აშშ-ის პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ ღაზის სექტორში 20 სატვირთოს შეშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობა სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას იმ პირობით დათანხმდა, რომ ტვირთის შიგთავსი „ჰამასს“, მის მებრძოლებსა და მხარდამჭერებს არ მიეწოდებათ.

გარდა აღნიშნულისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორსა და დასავლეთის სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებს $100 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის. ამის პარალელურად კი აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ კონგრესს ისრაელისთვის „უპრეცედენტო დახმარების“ გამოყოფას მოსთხოვს „ჰამასთან“ დაპირისპირების ფონზე. თეთრი სახლის პრესოფისის განცხადებით, ბაიდენი ამერიკელ მოსახლეობას ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად დღეს მიმართავს.

საინტერესოა, რომ ისრაელში ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ისრაელში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა. რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად „ჰუმანიტარული პაუზის“ აღებას გულისხმობს. გარდა ამისა, რეზოლუცია გმობს „ჰამასის“ თავდასხმას და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ზემოთ აღნიშნული პრობლემის გარდა, მსოფლიო ლიდერების ვიზიტის ამოცანა პოტენციურ ლტოლვილებთან და ღაზის სექტორში ისრაელის სარაკეტო თავდასხმებით  გამოწვეული სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ისრაელის მთავრობასთან მოლაპარაკებაც გახლდათ.

გუშინ, ისრაელში ჩასულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან გამართა. როგორც ცნობილია, რიში სუნაკი მოგვიანებით ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებაც ისაუბრებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. რიში სუნაკი ისრაელის შემდეგ რეგიონის სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებსაც ეწვევა.

საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ დასავლური სახელმწიფოების ლიდერებს კონფლიქტის უფრო ფართომასშტაბიან, რეგიონულ დაპირისპირებაში გადაზრდის პრევენცია სურთ. მათი ვიზიტები და ესკალაციით დაინტერესებული მხარეების ლიდერებთან შეხვედრებიც სწორედ ამას მოწმობს.

Previous Post

უხილავი აზრი, ანუ „რის თქმა სურდა ავტორს“, ეკონომისტებისთვის

Next Post

ირლანდიური ვისკის მეორე ტალღა: Teeling Whiskey ქართულ ბაზარზე ბრუნდება

დავით ბერაძე

Next Post
ირლანდიური ვისკის მეორე ტალღა: Teeling Whiskey ქართულ ბაზარზე ბრუნდება

ირლანდიური ვისკის მეორე ტალღა: Teeling Whiskey ქართულ ბაზარზე ბრუნდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result