Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მწვანე წყალბადის როლი ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენებისათვის

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 18, 2023
in მოსაზრება, ყველა სიახლე
0
მწვანე წყალბადის როლი ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენებისათვის
0
SHARES
0
VIEWS

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე ენერგეტიკაში მწვანე წყალბადის როლზე საუბრობს:

„საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის რესურსების რაციონალურად და ოპტიმალურად ათვისება-გამოყენება. ვინაიდან ქვეყანა არ არის მდიდარი ნახშირწყალბადოვანი რესურსებით და ძირითადად დამოკიდებულია ცვლად განახლებად რესურსებზე (ჰიდრო, ქარი, მზე და ა.შ.), მწვანე წყალბადი წარმოადგენს მათი ოპტიმალურად ათვისების ეფექტიან ტექნოლოგიას, ცვლადი რესურსების გამოყენების მოქნილი ფორმების გათვალისწინებით.

წყალბადის პოლიტიკა უნდა იყოს სინერგიაში ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. მწვანე წყალბადს შეუძლია უზრუნველყოს  ენერგეტიკული უსაფრთხოების შემდეგ გამოწვევებთან გამკლავება:

  • ენერგორესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სეზონური დეფიციტის აღმოფხვრა და ჭარბი რესურსის დაღვრის თავიდან აცილება;
  • ენერგორესურსების დივერსიფიკაცია და ტრანსპორტირების (მათ შორის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის) პირობების გაუმჯობესება;
  • თბოსადგურების სიმძლავრის ეფექტიანად გამოყენება ბაზისურ თუ დაბალანსების რეჟიმებში.
  • იმპორტირებული გაზისა და გაზის სატრანსპორტო სისტემის მაღალეფექტური გამოყენება.

მნიშვნელოვანია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკული სისტემის დეკარბონიზაცია კლიმატისა და ენერგეტიკული ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკური სარგებლის მიღება ვაჭრობიდან და მწვანე წყალბადის ტრანზიტიდან, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ტექნოლოგიური და მეცნიერული წინსვლა – ცოდნის დაგროვება, გარემოსდაცვითი და სხვა გარე ფაქტორები.

ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის უპირატესი ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიით წყლის ელექტროლიზის ან ბიოგაზის რეფორმირების ან ბიომასის ბიოქიმიური გარდაქმნის გზით მიღებულ წყალბადს. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა ხაზგასმულია განახლებადი ენერგიის მოქმედ ევროდირექტივაში (EU) 2018/2001 (RED II), რომლის ტრანსპოზიციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს კანონში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ და შემდგომ აღმავალ განვითარებას პოვებს აღნიშნულ დირექტივაში  2021 წელს ინიციირებულ ცვლილებებში (RED III).

წყალბადის ეკონომიკა საქართველოში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს, კერძოდ 2020 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) ხელი მოაწერა ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მწვანე წყალბადზე საინვესტიციო მოთხოვნების განსაზღვრისა და ტრანსპორტირების პირობების დადგენის მიზნით. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვეყანაში მწვანე წყალბადის განვითარების მიზნით, რასაც 2023 წელს მოყვა პირველი საპილოტე პროექტის განხორციელების განცხადება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტში საქალაქო ტრანსპორტში მწვანე წყალბადის გამოყენების თაობაზე (წარმოება-მოხმარების სრული ტექნოლოგიური ჯაჭვის დანერგვის პირობებში).

2022 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით დაიწყო „ენერგიის დამგროვებლებისა და მწვანე წყალბადის განვითარების“ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებული ინსტიტუციების ცოდნისა და შესაძლებლობების ამაღლებას და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ქვეყანაში ჩამოყალიბდა „წყალბადის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის კომიტეტი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მასში ჩართულია, როგორც შესაბამისი უწყებები, ასევე კერძო სექტორი და აკადემიური წრეები. ამჟამად მომენტისათვის მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს მწვანე წყალბადის სტრატეგიის კონცეფციაზე“.

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, დეველოპერული პროექტის, „ორთაჭალა ჰილსის“ მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება

Next Post

წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი „Grand Jury Du Vin“ გაიმართება – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

იზა გვარამაძე

Next Post
წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი „Grand Jury Du Vin“ გაიმართება – ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი „Grand Jury Du Vin“ გაიმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result