Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კენგო კუმას კონცეფციით სილქ დეველოპმენტი ბათუმში სილქ თაუერსს ააშენებს

by იზა გვარამაძე
October 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
კენგო კუმას კონცეფციით სილქ დეველოპმენტი ბათუმში სილქ თაუერსს ააშენებს
0
SHARES
0
VIEWS

სილქ დეველოპმენტი სილქ თაუერსის პროექტის განსახორციელებლად ცნობილ იაპონელ არქიტექტორთან, კენგო კუმასთან თანამშრომლობს. კომპანიასა და კენგო კუმას სტუდიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. იაპონელი არქიტექტორი სილქ თაუერსის დიზაინზე, კონცეფციასა და გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობს.

გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. სილქ თაუერსის პროექტზე გამოჩენილი იაპონელი დიზაინერი კენგო კუმა მუშაობს, რომლის არქიტექტურული კონცეფცია ეყრდნობა ბუნებრივი ეკოლოგიური მასალების გამოყენებას და გარემოსთან ჰარმონიულ შერწყმას. მასთან თანამშრომლობით საუკეთესო პროდუქტი შეიქმნება. გვინდა, რომ სილქ თაუერსი, და მთლიანად ბათუმი რივიერა, გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი იყოს, რომელიც ბათუმის სანაპირო ზოლს დაამშვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად და ესთეტიკურად ჰარმონიული სილქ თაუერსის კომპლექსით ბათუმელებთან ერთად ვიამაყებთ.“

იუკი იკეგუში, „კენგო კუმა ენდ ესოშიეთსის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„სილქ თაუერსი ბათუმისთვის გამორჩეული არქიტექტურული კომპლექსი იქნება. ის სრულად თანხვედრაშია ქალაქის მრავალფეროვნებასთან, ხასიათთან, სანაპირო ზოლთან და კიდევ უფრო ამდიდრებს არსებული ლანდშაფტის კულტურულ და ბუნებრივ თავისებურებებს“.

სილქ დეველოპმენტის პროექტები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თანამედროვე ინოვაციური არქიტექტურით გამოირჩევა. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. თითოეული პროექტის განვითარება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

სილქ დეველოპმენტის შესახებ:

სილქ როუდ ჯგუფის ყველა პროექტი სილქ დეველოპმენტის მიერაა განვითარებული. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე „რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმრო წინანდალში და „პარკ ჰოტელ წინანდალი“, წინანდლის მამულის ვილები, კომპლექსი „რესპუბლიკა“, „ივერია ბიჩ კლუბი“, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“, სპორტული კომპლექსი „ნეპტუნი“ და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.

სილქ დეველოპმენტი წარმოადგენს სილქ რიალ ისთეითის (უძრავი ქონების პორტფელის მართვისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია) შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. სილქ რიალ ისთეითის აქტივების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. 2005 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

კენგო კუმას შესახებ:

კენგო კუმა ენდ ესოშიეთსს, რომელიც ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა კენგო კუმამ 1990 წელს დააარსა, ოფისები ტოკიოში, პარიზსა და პეკინში აქვს. კომპანიის პროექტები ამჟამად მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კენგო კუმა ცნობილია „ბუნებრივი არქიტექტურით“, რომელიც ბუნებას, ტექნოლოგიას და ადამიანებს შორის განსხვავებულ, ახლებურ კავშირებს აყალიბებს. ამას გარდა, მრავალი წელია, კენგო იაპონიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აკადემიურ საქმიანობას ეწევა, არის არაერთი ლიტერატურული და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. სხვა ღირსშესანიშნავ პროექტებთან ერთად, კენგო კუმას ეკუთვნის იაპონიის ეროვნული სტადიონის დიზაინი, რომელიც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის აშენდა. მისი კომპანიის ხედვა ითვალისწინებს მდგრად არქიტექტურას, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივი მასალების გამოყენებასა და გარემოში ჰარმონიულ ინტეგრირებაზეა ორიენტირებული. 

S

Previous Post

ბაკურიანსა და გუდაურში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში საგრძნობლად შემცირდა – Galt & Taggart

Next Post

ბაიდენი უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად კონგრესს $100 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

იზა გვარამაძე

Next Post
ბაიდენი უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად კონგრესს $100 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

ბაიდენი უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად კონგრესს $100 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result