Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ბიზნესი სტრატეგიები

ვისკის რისკი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
ვისკის რისკი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უძველესი დროიდან ქართულ მეღვინეობა-მევენახეობას ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ფოლკლორის დედაბოძად მოიხსენიებენ. ამ სტატუსის საფუძვლიანობას უამრავი საბუთი ამტკიცებს. თუმცა, ღვინის პრიორიტეტმა არ უნდა დაგვავიწყოს, რომ საქართველოში ყველა პირობა არსებობს ალკოჰოლური სასმელების თითქმის მთელი სპექტრის წარმოებისთვის. ძირითადი ფაქტორები: ჰავა; სასმელების, მეხილეობისა და მარცვლეული კულტურების მდიდარი ტრადიციები; ძლიერი სასტარტო პოზიცია რეგიონში (ჩვენს არც ერთ მეზობელს, კლიმატური თუ კულტურული მიზეზებით, ალკოჰოლურ სასმელებში მსგავსი წინაპირობები არა აქვს).

ამ ფაქტორების მიუხედავად, ქართულმა ინდუსტრიამ ალკოჰოლური სასმელების სექტორში ჯერჯერობით უამრავი ნიშის ათვისება “არ” ან “ვერ” ინება. მას შემდეგ, რაც ამ ტექსტის დაწერა დავაპირე, ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიმიპატიჟეს. მადლობელი ვარ იმ მომხსენებლების, რომლებმაც ჩემი დიდი ხნის წუხილი – ქართული ბიზნესელიტის ინოვაციებში არსებული რისკისადმი ზედმეტი შიში – საჯაროდ განიხილეს. ამ მომხსენებლების დამსახურებაა, რომ გავბედე, ტექსტი დიდწილად ქართული წარმოებისთვის სრულიად არატრადიციული სასმელისთვის, ვისკისთვის დამეთმო.

131 წლის წინაც ალბათ ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ დიდი ქართველი მეცენატისა და მეცნიერის, დავით სარაჯიშვილის წამოწყება – ტრადიციული ფრანგული სასმელის საწარმოს საქართველოში დაარსება – ქვეყანაში ერთ–ერთ ყველაზე მყარად ფესვგადგმულ ბიზნესად გადაიქცეოდა. დღეს “ქართული კონიაკი – ქართული ბრენდის” გარეშე ქართული მეღვინეობის სურათი არასრულყოფილი იქნებოდა. ყველაფერი ოდესღაც გაბედული პირველი ნაბიჯით დაიწყო.

მჯერა, რომ იგივე ლოგიკა შეიძლება ჩემს საყვარელ შემაგრებულ ალკოჰოლურ სასმელსაც დაუკავშიროთ. ის, ვინც ვისკის კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ ორგანოლეპტიკური დიაპაზონითა თუ სიმდიდრით, ბრენდების მრავალფეროვნებითა თუ გავრცელება- წარმოების გეოგრაფიით, ღვინოსა და ბრენდის არც ისე ჩამოუვარდება (რიგი მახასიათებლით, უსწრებს კიდევაც). ვისკის სამყაროს სპექტრი 500-ზე მეტ ბრენდს ითვლის. მსოფლიო ბაზრის მომწოდებელთა უმაღლეს ეშელონს შოტლანდია, ირლანდია, აშშ, კანადა და იაპონია წარმოადგენს.

 მეორეს საფრანგეთი, ავსტრალია და ინდოეთი მიეკუთვნება. მესამე ეშელონის ქვეყნებია: ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, დანია, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი, ინდონეზია, მალაიზია.

არის თუ არა საქართველოს ადგილი ამ ექსკლუზიურ კლუბში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვისკის წარმოების ტექნოლოგიას მოკლედ გაგაცნობთ (აქვე მოგახსნებთ ვისკის წარმოებისათვის საჭირო 5 ძირითად “ელემენტს”).

1. ქერი, ხორბალი თუ სიმინდი – ამ ნედლეულის იმპორტს თავად შოტლანდიაც კი ეწევა. (აბა, საიდან ამ პატარა ქვეყანაში ნახევარი მსოფლიოსათვის სამყოფი სპირტისათვის საჭირო მარცვლეული?)

2. ალაოს მიღების პროცესისათვის საჭირო საშრობი საწვავი მასალა – ნახშირი, ტორფი თუ მერქანი.

3. დურდოს მისაღებად საჭირო წყალი. ხშირ შემთხვევაში, შოტლანდიის დაბლობის მდორე მდინარეების არცთუ უმაღლესი ხარისხის წყალი.

4. ამერიკული, ფრანგული თუ ესპანური მუხის კასრები.

5. დასაწყობების კლიმატური პირობები და ძვირფასი დრო. შოტლანდიური “ვისკის კანონის” თანახმად, ვისკი ეწოდება მხოლოდ იმ სასმელს, რომელმაც მუხის კასრში დიოგენესავით სულ მცირე 3 წელი დაჰყო.

მას მერე, რაც ქერის, ხორბლისა თუ სიმინდის ალაოსაგან დისტილირებულ სპირტს “გულს ამოაცლიან” (ანუ საჭირო სიმაგრის სპირტის ფრაქციას ამოიღებენ საერთო მოცულობიდან და მავნე მინარევებისაგან გამოათავისუფლებენ (ამ პროცესს “თავი-ბოლოს მოკვეთასაც” უწოდებენ), მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება: მუხის კასრებში სპირტის დაბინავება-დავარგება. აქვე აღვნიშნავ, რომ ვისკისთვის განკუთვნილი სპირტის დავარგება მხოლოდ მეორად: ღვინო-, პორტვეინ-, რომ- ან ბურბონგამოვლილ კასრებში ხდება. გამგები გაიგებს და აღნიშნავს, თუ რამდენად მდიდარია ქართული ღვინის ასორტიმენტი. განსაკუთრებულ ყურადღებას “ბრენდიგამოვლილ” (ე.წ. საკონიაკე) კასრებსაც მივაქცევდი. აქვე მოგახსენებდით შემოქმედებითი პროცესის – კუპაჟირების უკიდეგანო სივრცეს. კომპოზიციების რაოდენობას რა დათვლის?!

მაისის ბოლოს ეს აზრები მსოფლიოში აღიარებული შოტლანდიური ვისკის საგვარეულო სახლის წარმომადგენელსაც გავუზიარე. იდეა მოიწონა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ჰავა დავარგების პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ პასუხსაგებ პროცესში თავად ბუნებაც გვიწყობს ხელს, რადგან დავარგებისას ვისკის კასრი სურნელს გარემოსგანაც იძენს. თუ სასაწყობე მეურნეობას ზღვის განაპირა ზოლში მოვაწყობთ, ვისკი ზღვის მარილის, გაშენებული ხეხილისა თუ ყვავილოვანი მცენარეების დელიკატურ ნოტებს შეიძენს (მაგ.: დასავლეთი საქართველო – ციტრუსები და ევკალიპტი; მთაში კი მინდვრის ყვავილები და, სავარაუდოდ, სანელებლები).

დავუბრუნდეთ ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარს: ამჟამად საქართველოში იმპორტირებული სასმელების ამ კატეგორიის მნიშვნელოვან პორტფელებს ხუთამდე კომპანია ინაწილებს. ბაზარი როგორც იაფი, აგრეთვე პრემიალური კლასის პროდუქტით არცთუ ისე გაჯერებულია. ვისკის პრემიალურობა მხოლოდ გეოგრაფიითა და დავარგების ასაკით არ განისაზღვრება – მთავარი, ცხადია, გემოს მახასიათებელია. თუ ქართველი ენთუზიასტი ამ უკანასკნელს დააკმაყოფილებს, მაშინ საკუთარი პროდუქტით წარმატებული მეწარმის სტატუსის მოპოვება სრულიად რეალურია. ჩვენი სამეწარმეო კულტურიდან გამომდინარე, ეს ჯერ არშობილი პროდუქტი, სავარაუდოდ, საშუალო და პრემიალურ სეგმენტში დასამკვიდრებლად იბრძოლებს ¬ – “მასობრივი წარმოება ჩვენი საქმე როდია?!”

როგორც ქართველი, თავს ვალდებულად ვგრძნობ ჩვენი მეღვინეობის წინაშე და ბაზარზე პროდუქტის წარმოდგენის ჩემებურ ხედვას გაგანდობთ: დარწმუნებული ვარ, ქართული ვისკის პრეზენტაცია მის “მშობელ” ქართული ღვინისა თუ ბრენდის სახეობასთან ერთად იქნება საინტერესო (მშობელ სასმელში იმას ვგულისხმობ, რომლის კასრიც გამოიყენება ვისკის დასაძველებლად). ყურადღებას გავამახვილებდი ადგილობრივ ლუდსახარშებზეც, როგორც ნედლეულის პოტენციურ მომწოდებლებზე თუ საწარმოო პროცესის პირველი ეტაპის უზრუნველყოფის წყაროზე.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქტის მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ხარჯებია.

მსოფლიოში ამ სასმელს მილიონობით მოყვარული ჰყავს. იშვიათი და ახალი ბრენდების დაგემოვნებისათვის ენთუზიასტები არც ფულს იშურებენ და არც ძალ-ღონეს. ინტერნეტსივრცეში ხშირად ვაწყდებით ონლაინმაღაზიებს, სხვადასხვა მწარმოებლისა თუ ინტერნეტგამოცემის ბლოგებს, ასევე ალკოჰოლური სასმელების გაცვლის პლატფორმებს, სადაც მოყვარულები, პროდუქტების გაცვლასთან ერთად, მათ დეტალურად აღწერენ. ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი მობილური აპლიკაციების განვითარებასაც მიუძღვის. დაბოლოს, ყოვლისმომცველი სოციალური ქსელი, სადაც მომხმარებელთან ურთიერთობა ინტერაქტიურ ხასიათს ატარებს. ყველა ზემოთ ხსენებული საკომუნიკაციო ხარჯების მინიმიზაციის საშუალებას იძლევა და შედარებით მცირე კაპიტალით დაწყებული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვისკის კლუბი

აქვე წარმოგიდგენთ კომუნიკაციის კიდევ ერთ საშუალებას. ადგილობრივი სამომხმარებლო კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინება ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. ამ საკითხში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან უკვე 18 წელია, რეკლამას ვემსახურები და ამავდროულად მესამე წელი “ვისკის მოყვარულთა პირველ კავკასიურ კლუბს” ვხელმძღვანელობ. ეს კლუბი ვისკის 25-მდე ადგილობრივ თუ უცხოელ ენთუზიასტს აერთიანებს. კლუბი ნახევრად დახურული საზოგადოების ფორმატში მუშაობს. ეს არა მხოლოდ შეხვედრის ადგილი, არამედ ერთგვარი ანალიტიკური პლატფორმაცაა. მსგავს კლუბებს მაღალი საკომუნიკაციო ღირებულება აქვთ, წევრების როგორც ე.წ. Opinion leader-ების მოღვაწეობის ხარჯზე. სამი წლის მანძილზე უკვე ასამდე ბრენდის, სიძველისა თუ წარმომავლობის (შოტლანდია, ირლანდია, კანადა, აშშ, ინდოეთი, იაპონია, ნიდერლანდები, საფრანგეთი) სასმელი დავაგემოვნეთ. ყოველი ჩვენგანი საკუთარ კოლექციასაც აყალიბებს. ცხადია, ჩვენს წევრებს სამეგობროში სასმელის შეძენამდე რჩევას ეკითხებიან.

ჩვენს ბაზარზე წარმოებისა და გემოვნების მაღალი სტანდარტის არაერთი ბრენდი ოფიციალურად იმპორტირდება, მაგრამ უკვე მეორე წელია, მოსვენებას არ გვაძლევს საკუთარი ვისკის გამოხდა- დავარგების სურვილი. ჩამოთვლილი ფაქტორების ხანგრძლივი ანალიზის შედეგად, საქართველოში შექმნილი ვისკის პერსპექტივებს საკმაოდ დადებითად ვაფასებთ. აგრეთვე სიხარულით ვაკვირდებით ვისკის ზომიერი მოხმარების კულტურის ზრდას. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ენთუზიაზმია, თუმცა შემაგრებული სასმელების ერთ-ერთი მსხვილი ქართველი იმპორტიორი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, დაგვეხმაროს პირველი, საცდელი კასრის გამოხდა-დავარგებაში. ვინ იცის, იქნებ ასე დაიწყოს ქართული ვისკის ისტორია.

Previous Post

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 პროცენტით შემცირდა

Next Post

ახალი მილიარდერები. კალიფორნიელი მეოცნებე

მაგდა დოლიძე

Next Post
ახალი მილიარდერები. კალიფორნიელი მეოცნებე

ახალი მილიარდერები. კალიფორნიელი მეოცნებე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result