Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: 2023 წლის ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები

by Salo Papalashvili
ოქტომბერი 17, 2023
in ბიზნესი, კულტურა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes: 2023 წლის ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო ტურნეებისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარჯების მიუხედავად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მიმდინარე წელს, 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მუსიკოსმა $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. მათგან მხოლოდ ტეილორ სვიფტმა, Eras Tour-ის ფარგლებში, $305 მილიონის შემოსავალი მიიღო, ორჯერ მეტი ვიდრე ბიონსემ, Renaissance-ის რეკორდული ტურნეს წყალობით.

სვიფტის საკონცერტო ტურნემ, რომელიც მარტში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა, აშშ-ის 20 ქალაქსა და მეხიკოში 56 შოუ მოიცვა და დაახლოებით $780 მილიონი გამოიმუშავა. განსაკუთრებით მძლავრი გავლენა აშშ-ის ეკონომიკაზე სწორედ სვიფტისა და ბიონსეს ტურნეებს ჰქონდა. მხოლოდ მესამე კვარტალში, Eras-ისა და Renaissance-ის ტურნეების წყალობით, აშშ-ის ეკონომიკას $5.4 მილიარდი შეემატა. აღსანიშნავია, რომ თავად ბიონსემ, Renaissance-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის ზაფხულში $145 მილიონი გამოიმუშავა.

ორივე სუპერვარსკვლავი მილიონების მიღებას ახლა უკვე მათი საკონცერტო ფილმების წყალობით გააგრძელებს. Swift’s-ი, რომლის წარმოებაც დაახლოებით $15 მილიონი დაჯდა, New York Times-ის პროგნოზით, მხოლოდ პრემიერის შაბათ-კვირას, შიდა სალაროებში $125 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს, დამატებით $60 მილიონს კი – საერთაშორისო მასშტაბით. Renaissance: A Film By Beyoncé-ს პრემიერა პირველ დეკემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე, კონცერტებზე დასასწრები ბილეთების უფრო მაღალი ღირებულება, აუცილებლად უფრო დიდ შემოსავალს სულაც არ ნიშნავს. პანდემიის შემდეგ სატვირთო და ტვირთების გადაზიდვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო ტურნე, როგორც წესი, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შოუების გამართვა აშშ-ში. თუმცა სვიფტის კონცერტის საშუალო ფასი $253-ს უდრიდა, რაც მომღერლისთვის, ერთ ღამეში, $10-$13 მილიონის შემოსავალს უზრუნველყოფდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სვიფტის Eras Tour-ი ჯერ არ დასრულებულა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნებამდე, აზიასა და ევროპაში კონცერტებით, ნოემბერში გაგრძელდება. Eras Tour-ი 2024 წელს დასრულება და დიდი ალბათობით პირველი ტურნე გახდება, რომლის შემოსავალიც $1 მილიარდს გადააჭარბებს.

სვიფტისა და ბიონსეს გარდა, სხვა წამყვან შემსრულებლებს შორის მოხვდნენ ედ შირენი და Coldplay, რომლებმაც მათი ტურნეების წყალობით, მიმდინარე წელს, შესაბამისად $110 მილიონი და $85 მილიონი გამოიმუშავეს. წელს დასრულდა ელტონ ჯონის 5-წლიანი გამოსამშვიდობებელი Yellow Brick Road-იც, რომელიც საერთო ჯამში გამომუშავებული $939 მილიონით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნედაც იქცა.

მეთოდოლოგია: მონაცემები წარმოადგენს 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გადასახადების დაფარვამდე, ტურნეს ფარგლებში მიღებულ შემოსავალს. თანხები არ მოიცავს წარმომადგენლობისა – მენეჯერები, ადვოკატები, აგენტები – და ტურნეების საოპერაციო ხარჯებს. რეიტინგის შედგენისას, ამერიკულმა Forbes-მა გამოიყენა Billboard-ისა და Pollstar-ის მონაცემები, ასევე ინტერვიუები ინდუსტრიის ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან.

 

2023 წლის ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები:

არტისტი ტურნე შოუების რაოდენობა ტურნეს მთლიანი შემოსავალი (2023) არტისტის შემოსავალი
ტეილორ სვიფტი The Eras Tour 56 $780 მილიონი $305 მილიონი
ბიონსე Renaissance 46 $460 მილიონი $145 მილიონი
ედ შირენი – +–=÷× (Mathematics) 41 $240 მილიონი $110 მილიონი
Coldplay Music of the Spheres 43 $275 მილიონი $85 მილიონი
P!nk Summer Carnival 37 $300 მილიონი $85 მილიონი
ჰარი სტაილსი Love On Tour 49 $227 მილიონი $70 მილიონი
ელტონ ჯონი Farewell Yellow Brick Road 63 $195 მილიონი $70 მილიონი
მორგან უოლენი One Night at a Time 30 $190 მილიონი $70 მილიონი
ლუკ კომბსი World Tour 30 $125 მილიონი $55 მილიონი
The Weeknd After Hours til Dawn Tour 30 $158 მილიონი $55 მილიონი

 

Previous Post

Tourism: Georgia and the Region

Next Post

სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის რეიტინგი 2017-2021 წლებში

Salo Papalashvili

Next Post
სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის რეიტინგი 2017-2021 წლებში

სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის რეიტინგი 2017-2021 წლებში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Топ особенностей Kraken Onion: безопасность и функционал маркетплейса

ივლისი 29, 2026

Анализ kraken зеркала: актуальные решения для доступа

ივლისი 29, 2026

Экспертный взгляд на slon11.at: современные решения для строительства

ივლისი 29, 2026

Проверенный метод: https://krkn-kra.com

ივლისი 29, 2026

Recent News

Топ особенностей Kraken Onion: безопасность и функционал маркетплейса

ივლისი 29, 2026

Анализ kraken зеркала: актуальные решения для доступа

ივლისი 29, 2026

Экспертный взгляд на slon11.at: современные решения для строительства

ივლისი 29, 2026

Проверенный метод: https://krkn-kra.com

ივლისი 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result