Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კაპიტალის უკუგების მშვიდი მუსიკა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
კაპიტალის უკუგების მშვიდი მუსიკა
0
SHARES
0
VIEWS

საფონდო ბირჟისთვის 2000-იანები დაკარგული ათწლეული იყო. S&P 500 მეოთხედით დაეცა. მაგრამ 2010 წლიდან საქმეები მშვენივრად მიდის. ახალი ათწლეულის დასაწყისიდან – დღემდე, ე.წ. ლურჯმა ჩიპებმა (დიდი, ლიკვიდური და საიმედო კომპანიების აქციები) 85%-იანი უკუგება აჩვენა, ხოლო ინდექსი 45%-ით მაღლაა 2000 წლის შედეგთან შედარებით. ჩნდება ეჭვები, რომ დინება შეიცვლება და ეს ეჭვები სულაც არ გახლავთ აზრს მოკლებული, რადგან, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ამიტომაც შეცდომაა რისკ- მენეჯმენტისთვის ნაკლები ყურადღების დათმობა.

სამწუხაროდ, რისკის გამოთვლის კონვენციური მეთოდები („ბეტა“ და სხვები) უბრალოდ სტატისტიკურ ანგარიშთა პომპეზური ბარათებია, რომლებიც აქციების ფასთა წარსული რყევებით ხელმძღვანელობენ. ისინი საერთოდ არ უწევენ ანგარიშს ფასის რყევის მიზეზებს. ამის ნაცვლად, ჩვენ რისკი უნდა შევაფასოთ იმ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომლებიც გავლენას ახდენენ სამომავლო ფასის ფორმირებაზე.

Fuller & Thaler Asset Management-ის წარმომადგენლების – რასელ ფულერის, რაიფ ჯოვინაზოსა და ინინგ ტუნგის კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა Journal of Portfolio Management- ში, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ავტორები დასაწყისშივე სათანადო პატივს მიაგებენ საკუთარი კაპიტალის უკუგების (ROE) კოეფიციენტს და კომპანიის წარმატების გასაზომად მას ძირითად ცვლადად მიიჩნევენ. ეს საღი აზრია: კომპანია $100-იანი კაპიტალით, რომელიც გამოიმუშავებს $20-ს, „უკეთესია“, ვიდრე მეორე, რომელიც გამოიმუშავებს $10-ს.

ფინანსური დაწესებულებები მოსალოდნელი უკუგების მაქსიმიზაციისა და მისი მერყეობის მინიმიზაციისთვის იბრძვიან. ფულერმა, ჯოვინაზომ და ტუნგმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია რისკზე მორგებული უკუგების მიღწევა S&P 500-ის ძლიერი ROE-ს მქონე აქციების აღებით, შემდეგ კი მოსალოდნელი უკუგების ოპტიმიზაციით დაბალი ვოლატილობის აქციების გამორჩევით. მე ეს მეთოდი გამოვიყენე Portfolio 123-ისთვის. დავაკვირდი მოწინავე 25%-ში მოხვედრილი აქციების ხუთწლიან საშუალო ROE-ს და აქციებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მერყევ 20%-ში ექცევიან. ამ ცხრილიდან ამოვარჩიე 10 საუკეთესო ღირებულება (კომპანიის ფასის შეფარდებით მოგებასთან). ამ ჰიპოთეტური პორტფოლიოს დატესტვამ გასულ ათ წელზე (ყოველ ოთხ კვირაში რებალანსირებით) 15.6%-იანი წლიური უკუგება აჩვენა, SPDR S&P 500 ETF (SPY,208)-ის 8.1%-თან შედარებით. იგი საშუალოდ 0.24%-ით სჯობნიდა SPY-ის აღმავალ თვეებში, მაგრამ 1.11%-ით – დაღმავალ თვეებში.

მაღალ და სტაბილურ ROE-ებთან ერთად, რამდენიმე კომპანიას კარგი ქეშ- ფლოუ ჰქონდა და ბარაქიან დივიდენდებს იხდიდა – მაგალითად, WAL-MART-ი (WMT, 78). უფრო პატარა დისკონტურ მაღაზიებთან კონკურენციისთვის, მან გააძლიერა ონლაინძალისხმევა და გახსნა შედარებით პატარა მაღაზიები, შედარებით ღარიბი სამეზობლოებისთვის. ამავდროულად კვლავ ნახულობდა ხეირს დიდი საოპერაციო მასშტაბის გამო. მსგავს კონკურენტულ საცალო მაღაზიათა კატეგორიაშია KOHL’S-ი (KSS, 72). კომპანია მეტ ნაციონალურ ბრენდს გვთავაზობს, ვიდრე იმავე საფასო კატეგორიაში მოქმედი სხვა ბრენდები. WHOLE FOODS MARKET-ი (WFM, 48) გრძნობს კონკურენციას როგორც პატარა, ადგილობრივი ორგანული საკვების მაღაზიებისგან, ისე სუპერმარკეტების დიდი ქსელებისგან. იგი იბრძვის სერვისის გაუმჯობესებით (სახლში მიტანა, ონლაინშოპინგი და ერთგულების პროგრამა) და შეთავაზებების გამრავალფეროვნებით.

ამასობაში, ObamaCare-მა ფასწარმოქმნის გამოწვევები გააჩინა სადაზღვევო კომპანიებისთვის, მაგრამ UNITED HEALTH-ი (UNH, 111), მომხმარებელთა ბაზას მაინც ზრდის. ინდუსტრიის დიდ გორილას, United Heath-ს, აქვს მასშტაბი, რომელიც უზრუნველყოფს დაბალ ფასებთან გამკლავებას, რაც, თავის მხრივ, მაღალი ROE-ს წინაპირობაა. ამასთანავე, Catamaran-ის შეძენის პროცესის დასრულება United Heath-ს საშუალებას მისცემს, ფარმაცევტულ ბიზნესშიც ისარგებლოს უპირატესობით.

ავტოდამზღვევი PROGRESSIVE-ი (PGR, 27) ააყვავა ისეთმა მოწინავე იდეებმა, როგორიცაა ფასის ონლაინდაწესება და ფასის შედარების სერვისი. კონკურენტები ცდილობენ იმიტირებას, მაგრამ Progressive-ი მათ ტოლს არ უდებს სხვა ინოვაციების დანერგვით, მაგალითად, სნეპშოტური დისკონტებით, რომელიც იყენებს უსადენო ტექნოლოგიას მძღოლთა მონიტორინგისთვის და შედეგად კარგ მძღოლებს უფრო იაფ პაკეტებს სთავაზობს.

Previous Post

რომელმა დარგებმა განაპირობეს 3.2%-იანი ეკონომიკური ზრდა

Next Post

იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35 პროცენტით გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 35 პროცენტით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result