Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 16, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ყველა სიახლე
0
Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით, მთლიანობაში, მსოფლიოს თერთმეტი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ამ სეზონში 995 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს (გადასახადებისა და აგენტების გადასახადის გარეშე).

Forbes-ის განახლებულ რეიტინგში შემავალი ფეხბურთელების მიერ გამომუშავებული თანხა, გასული სიის წევრების მიერ მიღებულ შემოსავალს 53%-ით აჭარბებს. მაშინ ათმა მოთამაშემ ანაზღაურების სახით ჯამურად რეკორდული $652 მილიონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის პრო-ლიგის მოთამაშეებმა წელს Forbes-ის სიაში ოთხი ადგილი მოიპოვეს და ტოპ-11-ის მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარზე მეტი სწორედ მათზე მოდის, დიდწილად მოედანზე მოგებიანი გარიგებების წყალობით.

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 2021 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სიას ლიდერობდა, 2023 წლის რეიტინგშიც პირველ ადგილზეა, 260 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნავარაუდევი შემოსავლით. ვარაუდობენ, რომ რონალდუ მოედანზე 200 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა, როგორც ცნობილია, მისი გარიგება მოიცავს თამაშისთვის გამოყოფილ ხელფასს, ასევე შემოსავალს მისი კლუბის, Al Nassr-ის მიერ ხელშეწყობილი კომერციული ხელშეკრულებებიდან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს კვლავ აკავშირებს თანამშრომლობა Nike-სა და Jacob & Co-სთან, რისი წყალობითაც ის ყოველწლიურად $60 მილიონს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რონალდუ საუდის არაბეთის პრო-ლიგაში მიმდინარე წლის დასაწყისში, Manchester United-იდან კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების შემდეგ გადავიდა, რამაც, შესაძლოა ითქვას, სამეფოში ფეხბურთის ვარსკვლავების შედინებას სათავე დაუდო.

რონალდუსგან განსხვავებით საუდის არაბეთში თამაშის სანაცვლოდ რეკორდულ შეთავაზებაზე უარი თქვა ფეხბურთში მისმა მთავარმა ოპონენტმა, ლიონელ მესიმ. 36 წლის არგენტინელმა, რომელსაც Al Hilal-ი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სეზონში დაახლოებით $400 მილიონს სთავაზობდა, კარიერის გაგრძელება აშშ-ის MLS-ში, Inter Miami-ში ამჯობინა. მესი Forbes-ის წლევანდელ სიაში მე-2 ადგილს იკავებს, 135 მილიონი აშშ დოლარით. აქედან $65 მილიონი – მოედანზე, ხოლო $70 მილიონი მოედანს მიღმა გამომუშავებულ თანხაზე მოდის.

Forbes-ის სიაში მესისა და საუდის არაბეთის პრო-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გარდა, რომელთა შორის რონალდუსთან ერთად არიან ქარიმ ბენზემა (Al-Ittihad), სადიო მანე (Al Nassr) და ნეიმარი (Al Hilal), მოთამაშეები ევროპის ტოპ-ლიგებიდანაც მოხვდნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ფრანგული PSG-ის ფეხბურთელი, კილიან მბაპე, რომელიც გასული წლის პირველი ნომრიდან წელს სიაში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. თუმცა წლევანდელ რეიტინგში მბაპე ევროპულ კლუბებში მოთამაშეებს შორის ლიდერია, 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლით.

2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები:

#1. კრიშტიანუ რონალდუ – $260 მილიონი

ასაკი: 38 წელი/ კლუბი: Al Nassr / ქვეყანა: პორტუგალია /  შემოსავალი მოედნიდან: $200 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $60 მილიონი

#2. ლიონელ მესი – $135 მილიონი

ასაკი: 36 წელი/ კლუბი: Inter Miami / ქვეყანა: არგენტინა / შემოსავალი მოედნიდან: $65 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $70 მილიონი

#3. ნეიმარი – $112 მილიონი

ასაკი: 31 წელი / კლუბი: Al Hilal / ქვეყანა: ბრაზილია / შემოსავალი მოედნიდან: $80 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $32 მილიონი

#4. კილიან მბაპე – $110 მილიონი

ასაკი: 24 წელი / კლუბი: PSG / ქვეყანა: საფრანგეთი / შემოსავალი მოედნიდან: $90 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $20 მილიონი

#5. ქარიმ ბენზემა – $106 მილიონი

ასაკი: 35 წელი / კლუბი: Al-Ittihad / ქვეყანა: საფრანგეთი / შემოსავალი მოედნიდან: $100 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $6 მილიონი

#6. ერლინგ ჰაალანდი – $58 მილიონი

ასაკი: 23 წელი / კლუბი: Manchester City / ქვეყანა: ნორვეგია / შემოსავალი მოედნიდან: $46 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $12 მილიონი

#7. მოჰამედ სალაჰი – $53 მილიონი

ასაკი: 31 წელი / კლუბი: Liverpool / ქვეყანა: ეგვიპტე / შემოსავალი მოედნიდან: $35 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $18 მილიონი

#8. სადიო მანე – $52 მილიონი

ასაკი: 31 წელი / კლუბი: Al Nassr / ქვეყანა: სენეგალი / შემოსავალი მოედნიდან: $48 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $4 მილიონი

#9. კევინ დე ბრუინი – $39 მილიონი

ასაკი: 32 წელი / კლუბი: Manchester City / ქვეყანა: ბელგია / შემოსავალი მოედნიდან: $35 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $4 მილიონი

#10. ჰარი კეინი – $36 მილიონი

ასაკი: 30 წელი / კლუბი: Bayern Munich / ქვეყანა: ინგლისი / შემოსავალი მოედნიდან: $26 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $10 მილიონი

#11. რობერტ ლევანდოვსკი – $34 მილიონი

ასაკი: 35 წელი / კლუბი: FC Barcelona / ქვეყანა: პოლონეთი / შემოსავალი მოედნიდან: $24 მილიონი / შემოსავალი მოედნის მიღმა: $10 მილიონი

Previous Post

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Next Post

კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

იზა გვარამაძე

Next Post
კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result