Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბიტკოინის მომპოვებელი ტოპ-10 ქვეყანა და მათი განახლებადი ელექტროენერგიის მიქსი

by Salo Papalashvili
ოქტომბერი 16, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ბიტკოინის მომპოვებელი ტოპ-10 ქვეყანა და მათი განახლებადი ელექტროენერგიის მიქსი
0
SHARES
0
VIEWS

მაშინ როდესაც სამყარო განახლებად ენერგიაზე გადასვლას ჩქარობს, ბიტკოინის მაინერები წელიწადში დაახლოებით 348 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ. იმის დასადგენად, თუ საიდან იღებენ ბიტკოინები ენერგიას, Visual Capitalist-მა კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრისა და კლიმატზე ორიენტირებული ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის მონაცემები გამოიყენა.

ჰეშრეიტის (გამოთვლითი სიმძლავრის საზომი) მიხედვით, ბიტკოინის მაინინგის ტოპ-10 ქვეყანა მთლიანი ქსელის 93.8%-ს წარმოადგენს. მათგან სამეულში არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ყაზახეთი. კოლექტიურად პირველმა სამმა ქვეყანამ, 2021 წლის ბოლოს, ქსელის თითქმის სამი მეოთხედი შეადგინა.

ერთ დროს ჩინეთი ბიტკოინის მაინინგის მიხედვით წამყვანი სახელმწიფო იყო, 75%-ით, თუმცა ზეწოლის შედეგად, ჩინეთის მაჩვენებელი 2021 წლის ზაფხულისთვის, რამდენიმე თვეში ნულამდე დაეცა.

ამის შემდეგ ბიტკოინის მაინერთა დიდმა ნაწილმა ყაზახეთი აირჩია მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იაფი ელექტროენერგიის, გამარტივებული რეგულაციებისა და „სტაბილური“ პოლიტიკური კლიმატის გამო, ნაწილმა კი არჩევანი ამერიკის შეერთებულ შტატებზე შეაჩერა.

ბიტკოინის მოპოვების მიხედვით, ტოპ-10-ის ბოლოში არიან ირლანდია, სინგაპური და ტაილანდი, რომლებიც ერთად, ქსელის 4.9%-ს წარმოადგენენ. გერმანიის მსგავსად, მონაცემებში ირლანდიის წილი რეალურთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რადგან მაინერები, ნამდვილი ლოკაციის დასაფარად, ხშირად სწორედ ამ ტერიტორიებს იყენებენ.

ეროვნულ დონეზე, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ყაზახეთის განახლებადი ენერგიის წილები, შესაბამისად, 22.5%, 30.2% და 11.3%-ია. კონტექსტში, განახლებადი ენერგიის წყაროები, მსოფლიოში, 2022 წელს ელექტროენერგიის წარმოების 30%-ს შეადგენს (ატომური ენერგიის გამოკლებით).

ყაზახეთის განახლებადი ენერგიის დაბალი წილი ქვეყნის ქვანახშირზე დამოკიდებულებითაა (60%) გამოწვეული – ქვანახშირი აზიის ქვეყნისთვის წამყვანი საექსპორტო საქონელია. ამავდროულად, ქვანახშირი ჩინეთისთვისაც ელექტროენერგიაში ანალოგიურ წილს იკავებს (61%), თუმცა მისი განახლებადი ენერგიის საერთო წილი უფრო მაღალია ქარისა და მზის ენერგიის წარმოების განვითარების ხარჯზე.

ბიტკოინის მოპოვების მიხედვით ტოპ-10 ქვეყანა:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – 37.8% (ჰეშრეიტი); 22.5% (განახლებადი ელექტროენერგია)
  2. ჩინეთი – 21.1% (ჰეშრეიტი); 30.2% (განახლებადი)
  3. ყაზახეთი – 13.2% (ჰეშრეიტი); 11.3% (განახლებადი)
  4. კანადა – 6.5% (ჰეშრეიტი); 69.7% (განახლებადი)
  5. რუსეთი – 4.7% (ჰეშრეიტი); 18.5% (განახლებადი)
  6. გერმანია – 3.1% (ჰეშრეიტი); 43.0% (განახლებადი)
  7. მალაიზია – 2.5% (ჰეშრეიტი); 19.1% (განახლებადი)
  8. ირლანდია – 2.0% (ჰეშრეიტი); 38.6% (განახლებადი)
  9. სინგაპური – 2.0% (ჰეშრეიტი); 2.4% (განახლებადი)
  10. ტაილანდი – 1.0% (ჰეშრეიტი); 15.5% (განახლებადი)
  11. დანარჩენი სამყარო – 6.3% (ჰეშრეიტი); 30.1% (განახლებადი)
Previous Post

Panta Rhei — მთავარი რედაქტორის წერილი

Next Post

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Salo Papalashvili

Next Post
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result