Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

როგორ გამდიდრდა „მაზდა“?

by Forbes.ge
October 10, 2023
in ბიზნესი, ყველა სიახლე
0
როგორ გამდიდრდა „მაზდა“?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„მაზდა“ მსხვილი იაპონური კომპანიაა, რომელიც იაპონიაში მე-5 ადგილზეა გამოშვებული ავტომობილების რაოდენობით, ისეთი გიგანტების შემდეგ, როგორიცაა „ტოიოტა“, „ჰონდა“, „ნისანი“ და „სუზუკი“.

2022 წელს „მაზდას“ შემოსავალმა 25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგება კი მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7 მილიარდი დოლარია, ხოლო აქტივები 24 მილიარდ დოლარამდეა. „მაზდაში“ 49 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ავტომობილების წლიური გამოშვების რაოდენობა კი მილიონ ცალზე მეტია. ისინი მსოფლიოს 18 ქვეყანაში იწარმოება.

„მაზდა“ 1920 წელს იაპონელმა ბიზნესმენმა ჯუჯირო მაცუდომ დააარსა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში. კომპანიას თავიდან Toyo Cork Kogyo ერქვა და კორპის მასალას აწარმოებდა, ავტოინდუსტრიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. საქმიანობა წარმატებით არ მიდიოდა და 1931 წლიდან გადაწყვიტა ავტონაწილების წარმოება დაეწყო, კომპანიას კი ახალი სახელი Toyo Kogyo დაარქვა.

პირველი გადაადგილების საშუალება, რაც Toyo Kogyo-მ გამოუშვა, სამბორბლიანი სატვირთო მოტოციკლი იყო, რომელსაც „მაზდა“ ერქვა. „მაზდა“ ძველ აღმოსავლურ რელიგიებში სიბრძნეს ნიშნავს.

კომპანიაში თავიდანვე იაპონელებისთვის დამახასიათებელი სტანდარტი დაინერგა, არ შეიძლებოდა თუნდაც ერთ პროდუქტს ჰქონოდა რაიმე წუნი. 1932 წელს Toyo Kogyo-მ უკვე ჩინეთში გაიტანა ექსპორტზე თავისი სამბორბლიანი მოტოციკლები.

კომპანიამ ავტომობილების წარმოება 1940 წლიდან დაიწყო, რომლებიც მცირე ზომით გამოირჩეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეკვეთებზე მუშაობდა, ძირითადად საბრძოლო იარაღს აწარმოებდა. 1945 წელ ჰიროსიმაში აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ ატომურ ბომბს „მაზდას“ ქარხანა გადაურჩა.

1948 წლიდან იაპონიის ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, რაც Toyo Kogyo-ზეც აისახა. ამავე პერიოდში კომპანიაში ინერგება იაპონელებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი პრინციპი – „კაიძენის“ მეთოდი. „კაი“ ნიშნავს ცვლილებას და „ძენ“ სიბრძნეს. ჯამში, ეს ნიშნავს, რომ წარმოებაში სულ უნდა განხორციელდეს ჭკვიანური ცვლილებები.

1950-იანი წლებიდან იაპონიის ინდუსტრიული სექტორისთვის დამახასიათებელი იყო აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა და ტექნოლოგიების იმპორტი. საავტომობილო და ტექნიკის იაპონურმა კომპანიებმა ბევრი რამე გადმოიღეს ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან, მაგრამ დასავლურმა კომპანიებმაც ბევრი რამე ისწავლეს იაპონელებისგან, განსაკუთრებით კი მენეჯმენტის ნაწილში. 1950 წელს Toyo Kogyo-მ სატვირთო ავტომობილების წარმოებაც დაიწყო.

„მაზდამ“ და სხვა იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა 1970-იანი წლების სანავთობო კრიზისს (ნავთობის ფასი გაიზარდა 13-ჯერ) მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მასიური წარმოებით უპასუხეს, რომლებზეც მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა.

კომპანიას დღევანდელი სახელი Mazda Motor Corporation-ი 1984 წლიდან ეწოდა. 1987 წლისთვის „მაზდას“ უკვე 20 მლნ მანქანა ჰქონდა გამოშვებული. 1989 წელს გამოუშვა შემდგომში პოპულარული მოდელი Mazda MX-5. 1991 წლიდან სპორტული ავტომობილების გამოშვება დაიწყო, რომლებიც ავტორალებზე წარმატებით გამოდიოდა და კომპანიის პრესტიჟს და ცნობადობას ამაღლებდა. 2000 წელს Mazda MX-5 გინესის წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი ორადგილიანი სპორტული ავტომობილი, ერთ წელიწადში ნახევარი მილიონი გაიყიდა.

1974-2015 წლებში „მაზდა“ ამერიკულ „ფორდთან“ თანამშრომლობდა. „ფორდმა“ ჯერ „მაზდას“ 24.5% იყიდა, შემდეგ კი მისი წილი 33%-მდე გაზარდა. „მაზდამ“ და „ფორდმა“ ერთად რამდენიმე მოდელი გამოუშვა, თუმცა 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ „ფორდმა“ „მაზდას“ წილი თანდათან დათმო.

2011 წელს „მაზდამ“ 2 მილიარდი დოლარი მოიზიდა აქციების გაყიდვით. 2015 წლიდან კი „ტოიოტასთან“დაიწყო თანამშრომლობა. „ტოიოტა“ ამჟამად „მაზდას“ 5%-ს ფლობს. „მაზდას“ ყველაზე მსხვილი აქციონერი იაპონური ბანკებია The Master Trust Bank of Japan (15.6%) და Custody Bank of Japan Ltd. (5.1%).

2020 წლიდან „მაზდამ“ ელექტრო ავტომობილების წარმოება დაიწყო, პირველი მოდელი MX-30 იყო. ავტომობილების სხვა წამყვანი კომპანიების მსგავსად, „მაზდა“ მომავალში ძირითადად აქცენტს ელექტრომობილების წარმოებაზე აკეთებს.

Previous Post

რა არის ფულის გათეთრება?

Next Post

Forbes Georgia in English – Issue N30

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes Georgia in English – Issue N30

Forbes Georgia in English – Issue N30

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result