Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes: უმდიდრესი ადამიანები ქვეყნების მიხედვით

by Salo Papalashvili
October 9, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, საქართველო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: უმდიდრესი ადამიანები ქვეყნების მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკული Forbes-ის მიერ გამოქვეყებული ბოლო ანგარიშით, გლობალურად, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონება სულ მცირე $1 მილიარდს უტოლდება, 2,640 ადამიანს შეადგენს. ამავე მონაცემებით, კოლექტიურად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები $12.2 ტრილიონს ფლობენ.

Forbes-ის 2023 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ბოლო ანგარიშში მილიარდერები ჯამში 77 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები. მათგან ყველაზე მეტი – 735 წევრი სიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს – მათ შორისაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკიც. გამოცემის ბოლო ანგარიში ამერიკელ მილიარდერთა საერთო ქონებას $4.5 ტრილიონად აფასებს.

მილიარდერთა რაოდენობით მეორე ადგილზე ჩინეთია (მოიცავს ჰონგ-კონგსა და მაკაოს), რომლის 562 წარმომადგენელი ჯამურად $2 ტრილიონს ფლობს, შემდგომ კი მოდის ინდოეთი, 169 მილიარდერით და კოლექტიური $675 მილიარდით.

Forbes-ის რეიტინგით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელია. Tesla-ს და Spacex-ის დამფუძნებელი სიის სათავეში $259.9 მილიარდითაა. მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი ფრანგი ბერნარ არნოა – LVMH-ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი. არნოს წმინდა ქონება $185.4 მილიარდადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულში არნო ერთადერთი არაამერიკელი წევრია.

მასკისა და არნოს შემდეგ, ქვეყნების მიხედვით, უმდიდრესი წარმომადგენელი ინდოეთს ჰყავს – Reliance Industries-ის თავმჯდომარე მუკეშ ამბანი, ბოლო მონაცემებით, $89.6 მილიარდს ფლობს. მას მოჰყვება Inditex-ის დამფუძნებელი ესპანელი ბიზნესმენი ამანსიო ორტეგა, $86.8 მილიარდით. ქვეყნების მიხედვით, უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს კი, $85.8 მილიარდით, მექსიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი სლიმ ელუ ასრულებს.

სხვადასხვა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სია შემდეგნაირია:

ქვეყანა სახელი წმინდა ღირებულება სიმდიდრის წყარო
ავსტრალია ჯინა რაინჰარტი $25.9 მილიარდი სამთო მოპოვება
ავსტრია მარკ მატეშიცი $37.8 მილიარდი Red Bull
ალჟირი ისად რებრაბი $4.6 მილიარდი კვების პროდუქტები
აშშ ილონ მასკი $259.9 მილიარდი Tesla, SpaceX
არაბთა გაერთ. საამიროები პაველ დუროვი $11.5 მილიარდი VK, Telegram Messenger
არგენტინა მარკოს გალპერინი $5.2  მილიარდი ელექტრონული კომერცია
ახალი ზელანდია გრემ ჰარტი $8.2 მილიარდი ინვესტიციები
ბანგლადეში მუჰამედ აზიზ ხანი $1.1 მილიარდი ენერგია
ბარბადოსი რიანა $1.4 მილიარდი კოსმეტიკა, მუსიკა
ბელგია ერიკ ვიტუკი $8.0 მილიარდი ინვესტიციები
ბელიზი კენეტ დარტი $2.2 მილიარდი ინვესტიციები
ბრაზილია ედუარდო სავერინი $17.7 მილიარდი Facebook
ბულგარეთი გეორგი დომუშჩიევი $2.1 მილიარდი ცხოველთა ჯანმრთელობა, ინვესტიციები
გაერთიანებული სამეფო ჯეიმს რეტკლიფი $20.7 მილიარდი ქიმიკატები
გერმანია დიტერ შვარცი $47.2 მილიარდი საცალო ვაჭრობა
გერნსი სტივენ ლენსდაუნი $2.3 მილიარდი ფინანსური სერვისები
დანია ანდერს ჰოლხ პოვლსენი $6.7 მილიარდი მოდის საცალო ვაჭრობა
ეგვიპტე ნასეფ სავირისი $6.8 მილიარდი მშენებლობა, ინვესტიციები
ესპანეთი ამანსიო ორტეგა $86.8 მილიარდი Zara
ესტონეთი კრისტო კაარმანი $1.6 მილიარდი ბანკინგი
ვენესუელა ხუან კარლოს ესკოტე $4.2 მილიარდი ბანკინგი
ვიეტნამი პამ ნატ ვუნგი $4.7 მილიარდი სხვადასხვა
ზიმბაბვე სტრაივ მასიივა $1.8 მილიარდი ტელეკომი
თურქეთი მურატ ულკერი $5.3 მილიარდი საკვები
იაპონია ტადაში იანაი $32 მილიარდი მოდის საცალო ვაჭრობა
ინდოეთი მუკეშ ამბანი $89.6 მილიარდი სხვადასხვა
ინდონეზია ლოუ ტაკ კვონგი $24.9 მილიარდი ქვანახშირი
ირლანდია შაფურ მისტრი $7.9 მილიარდი სხვადასხვა
ისლანდია თორ ბიორგოლფსონი $2.5 მილიარდი ინვესტიციები
ისრაელი ეიალ ოფერი 19 მილიარდი უძრავი ქონება, ტრანსპორტირება
იტალია ჯოვანი ფერერო $38.3 მილიარდი Nutella, შოკოლადები
კანადა დევიდ ტომსონი $54.6 მილიარდი მედია
კატარი ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანი $1.7 მილიარდი სასტუმროები, სხვადასხვა
კვიპროსი ჯონ ფრედრიკსენი $13.5 მილიარდი ტრანსპორტირება
კოლუმბია დევიდ ველესი $7.3 მილიარდი ფინტეკი
ლიბანი ტაჰა მიკატი $2.6 მილიარდი ტელეკომი
ლიხტენშტეინი კრისტოფ ზელერი $2.3 მილიარდი სტომატოლოგიური მასალები
მაკაუ ჰოი კინ კონგი $1.2 მილიარდი უძრავი ქონება
მალაიზია რობერტ კუოკი $10.3 მილიარდი პალმის ზეთი, ტრანსპორტირება
 მაროკო აზიზ ახანნუჩი $1.5 მილიარდი ბენზინი, სხვადასხვა
მექსიკა კარლოს სლიმ  ელუ $85.8 მილიარდი ტელეკომი
მეხიკო სტეფანო პესინა $6.7 მილიარდი აფთიაქები
მონაკო სტეფანო პასინა $6.7 მილიარდი აფთიაქები
ნეპალი ბინოდ ჩაუდარი $1.8 მილიარდი სხვადასხვა
ნიგერია ალიკო დანგოტე $10.3 მილიარდი ცემენტი, შაქარი
ნიდერლანდები შარლენ დე კარვალიო-ჰაინეკენი $12.8 მილიარდი Heineken
ნორვეგია ივარ ტოლეფსენი $7.4 მილიარდი უძრავი ქონება
ომანი სუჰაილ ბაჰვანი $2.3 მილიარდი სხვადასხვა
პანამა სტენლი მოტა $1 მილიარდი
პერუ ანე-მარიე სი პასტორი $1.4 მილიარდი ფინანსები
პოლონეთი მაიკლ სოლოოვი $6.3 მილიარდი ინვესტიციები
პორტუგალია მარია ფერნანდა ამორიმი $5 მილიარდი ენერგია, ინვესტიციები
რუმინეთი იონ ტირიაკი $2 მილიარდი ბანკინგი, დაზღვევა
რუსეთი ვლადიმირ ლისინი $24.8 მილიარდი ფოლადი, ტრანსპორტი
საბერძნეთი მარია ანჯელიკუსისი $5.6 მილიარდი ტრანსპორტირება
სამხრეთი აფრიკა იოჰან რუპერტი $9 მილიარდი ძვირად ღირებული საქონელი
სამხრეთი კორეა ჯეი ი ლი $8.2 მილიარდი Samsung
საფრანგეთი ბერნარ არნო $185.4 მილიარდი LVHM
საქართველო ბიძინა ივანიშვილი $4.9 მილიარდი ინვესტიციები
სენტ-კიტსი და ნევისი მაირონ ვენცი $1.3 მილიარდი ჯანმრთელობის პროდუქტები
სვაზილენდი ნათან კირში $5.5 მილიარდი საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება
სინგაპური ლი სიტინგი $13.8 მილიარდი სამედიცინო მოწყობილობები
სლოვაკეთი ივან ჩერენკო $1.6 მილიარდი უძრავი ქონება
სომხეთი რუბენ ვარდანიანი $1.2 მილიარდი საინვესტიციო ბანკინგი
ტაივანი ბარი ლამი $10.7 მილიარდი ელექტრონიკა
ტაილანდი დანინ ჩეარავანონტი $13 მილიარდი სხვადასხვა
ტანზანია მუჰამედ დევჯი $1.5 მილიარდი სხვადასხვა
უკრაინა რინატ ახმეტოვი $5.7 მილიარდი ფოლადი, ქვანახშირი
უნგრეთი სანდორ სანი $1.5 მილიარდი ფინანსები, უძრავი ქონება
ურუგვაი სერხიო ფოგელი $1.2 მილიარდი ფინტეკი
ფილიპინები მანუელ ვილარი $9 მილიარდი უძრავი ქონება
ფინეთი ანტი ჰერლინი $3.5 მილიარდი ლიფტები, ესკალატორები
ყაზახეთი ვლადიმირ კიმი $4.6 მილიარდი სამთო მოპოვება
შვედეთი სტეფან პერსონი $16.7 მილიარდი H&M
შვეიცარია ჯანლუიჯი აპონტე $29.2 მილიარდი ტრანსპორტირება
ჩეხეთის რესპუბლიკა რენატა კელნეროვა $16.2 მილიარდი ფინანსები, ტელეკომუნიკაცია
ჩილე ირინ ფონტბონა $20.7 მილიარდი სამთო მოპოვება
ჩინეთი ჭონგ შანშან $62.2 მილიარდი სასმელები, ფარმაცევტული საშუალებები
ჰონგ-კონგი ლი კა-შინგი $36.7 მილიარდი სხვადასხვა

Previous Post

თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

Next Post

NEXT-ის გეგმები ქვეყნის საზღვრებს გასცდა – ახალი პროექტი Next Coral-ი დუბაის კუნძულებზე

Salo Papalashvili

Next Post
NEXT-ის გეგმები ქვეყნის საზღვრებს გასცდა – ახალი პროექტი Next Coral-ი დუბაის კუნძულებზე

NEXT-ის გეგმები ქვეყნის საზღვრებს გასცდა - ახალი პროექტი Next Coral-ი დუბაის კუნძულებზე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result