Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დაესწარი LEAF-ის საკონსულტაციო შეხვედრებს, შეავსე ჩივნინგის აპლიკაცია და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 6, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დაესწარი LEAF-ის საკონსულტაციო შეხვედრებს, შეავსე ჩივნინგის აპლიკაცია და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
0
SHARES
0
VIEWS

უკვე 10 წელია, რაც საქართველოს ბანკი ბრიტანული სასტიპენდიო პროგრამის, ჩივნინგის პარტნიორია – ამ ხნის განმავლობაში მრავალი ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი გაემგზავრა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

საქართველოდან სწავლის დიდ ბრიტანეთში გაგრძელება არც ისე მარტივად გასავლელი გზაა. ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში გამორჩეულად ძლიერი და კონკურენტუნარიანი სასწავლო სივრცეა, ამიტომაც ქართული რეალობიდან გზა მსოფლიო დონის უნივერსიტეტებამდე ბევრი დაბრკოლების, შიშის, წინასწარი სწორი თუ არასწორი მოლოდინების გადალახვისა და დაძლევის გზაცაა.

ამ რთული პროცესის უფრო მეტად გასამარტივებლად, სწორი და სანდო ინფორმაციის მიღება-დამუშავებისთვის და ქართველი სტუდენტებისთვის რეალობასთან ყველაზე უფრო ახლოს მდგარი ინფორმაციის მიღებისთვის – საქართველოს ბანკი „საგანმანათლებლო კონსულტანტს“ და საუკეთესო მრჩეველს ამ დარგში, კომპანია LEAF-ს დაუმეგობრდა.

„საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა და უკვე 10 წელია, ხელს უწყობს სტუდენტებს საუკეთესო ხარისხის განათლების მიღებასა და წარმატებული მომავლის შექმნაში. წელს ამ პროცესს LEAF-იც შეუერთდა. ცენტრის ჩართულობა ამ პროცესში აისახება საკონსულტაციო შეხვედრების სერიებით.

შეხვედრები გაამარტივებს აპლიკაციის სწორად და ეფექტურად შევსების პროცესს. კურსის ფარგლებში დაგაკვალიანებენ ყველა საკითხში: კონკურსის პირობები, აპლიკაციის შევსება, რეკომენდაციები, საჭირო დოკუმენტების შეგროვება. და LEAF-ის გუნდი გიდობას გაუწევს ყველა აპლიკანტს მთელი პროცესის განმავლობაში. მსურველებს შეეძლებათ დასვან კითხვები და შეიტყონ სიახლეები კურსის ფარგლებში და ასევე სოციალური მედიის საშუალებით.“ – ამბობს საგანმანათლებლო ცენტრ LEAF-ისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დამფუძნებელი, გიორგი ჩავლეიშვილი. სწორედ გიორგი გაუძღვება საკონსულტაციო კურსს ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებს:

„ჩივნინგი, რომელიც 1983 წელს დაარსდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ეს არის იდეალური შესაძლებლობა არა მხოლოდ აკადემიური განვითარებისთვის, არამედ პროფესიონალური და პიროვნული ზრდისთვის. პროგრამის ფარგლებში თქვენ გექნებათ საშუალება, გაიმყაროთ თქვენი ლიდერობის თვისებებიც.

მსოფლიოს 118 ქვეყნიდან ჯამში 55 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია, რაც კიდევ უფრო მეტად მომხიბლავს ხდის ამ უნიკალურ პროგრამას, რადგანაც კურსდამთავრებულების „network” პროგრამის დამთავრების შემდეგაც აუცილებლად გამოგადგებათ.“

პირველი საკონსულტაციო შეხვედრა 2 ოქტომბერს უკვე გაიმართა და წარმატებითაც ჩაიარა. როგორც გიორგი ჩავლეიშვილი გვიყვება, სულ ჩატარდება 6 შეხვედრა და მომდევნო 5 შეხვედრა ონლაინ გაიმართება. ყველა შეხვედრა დაეთმობა სააპლიკაციო პროცესის განსხვავებულ ეტაპს, შესაბამისად, მაქსიმალური ეფექტისთვის, სასურველია ყველა შეხვედრაზე დასწრება. თუმცა, ყველა შეხვედრაზე დაეთმობა დრო განვლილი ინფორმაციის მიმოხილვას. თუ ვერ მოახერხეთ პირველ შეხვედრაზე დასწრებას, გიორგი მაინც გირჩევთ, რომ დანარჩენ შეხვედრებზე შემოუერთდეთ მის კურსს:

„შეხვედრებზე თქვენ შეძლებთ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია იმისთვის რომ წარმატებულად გაართვათ თავი ჩივინინგის სააპლიკაციო პროცესს. ჩვენ დეტალურად გავივლით როგორც დედლაინებს, ასევე საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს, სააპლიკაციო ფორმას, ესეებს, და ინტერვიუს. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ რომ დასვათ შეკითხვები.“

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ LEAF ამ სფეროში და საქართველოს სივრცეში გამორჩეულად კარგი საგანმანათლებლო ცენტრია, უკვე საკმაო გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით.

„ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF უკვე 15 წელია, College Counseling-ს სთავაზობს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს. ამ პერიოდში უკვე დავეხმარეთ ასობით მსურველს წარმატებით ჩაებარებინათ მათ სასურველ უნივერსიტეტში.

მე გახლავართ ცენტრის დამფუძნებელი და იდეის ავტორი. ცენტრის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც მე ჩემით გავიკვლიე გზა ამერიკაში 2000 წელს. 2008 წელს დავბრუნდი საქართველოში და დავაარსე LEAF იმ ადამიანებთან ერთად ვინც იზიარებს იმ ღირებულებებს რომ მაღალი დონის განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ცენტრის დაარსების შემდეგ, ჩვენს გუნდა დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და მზად ვართ ეს გამოცდილება თქვენ გაგიზიაროთ.“

პირველს საკონსულტაციო შეხვედრას 140-მდე დაინტერესებული ახალგაზრდა დაესწრო და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის, გასავლელი ეტაპების და აპლიკაციის შევსების პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრა 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, აბაშიძეზე მდებარე „ტერმინალში“ გაიმართა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს ბრიტანეთი საელჩოს წარმომადგენელი ვიქტორია ზამთარაძე და საქართველოს ბანკის სტიპენდიატები, გასული წლების Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულები: ფიქრია ელიზარაშვილი და ლევან ფავლენიშვილი პასუხობდნენ.

ლევანს მოპოვებული აქვს ოპერაციათა კვლევის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტში, ხოლო ფიქრია1 კვირაა დაბრუნდა დიდი ბრიტანეთიდან სადაც საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში — Strathclyde, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით სწავლობდა.

მომდევნო შეხვედრებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

ისეთი რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაა, ახალგაზრდა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს ყოველმხრივ ინფორმირებული და თავიდან ბოლომდე ჰქონდეს სწორი, ადეკვატური განწყობა – პირველ ეტაპზე ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სწორედ ამიტომ დაუმეგობრდა ჩივინინგის პროგრამის პარტნიორი საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ცენტრ LEAF-ს.

Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება.

მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ვებგვერდს.

S

Previous Post

SEC-ი ილონ მასკს Twitter-ის შესყიდვის საქმეზე უჩივის

Next Post

ExxonMobil-ი Pioneer-ის $60-მილიარდად შესყიდვას განიხილავს

იზა გვარამაძე

Next Post
ExxonMobil-ი Pioneer-ის $60-მილიარდად შესყიდვას განიხილავს

ExxonMobil-ი Pioneer-ის $60-მილიარდად შესყიდვას განიხილავს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Recent News

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result