Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes 400: აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

by Salo Papalashvili
October 4, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes 400: აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის სიაში აშშ-ის უმდიდრეს ადამიანთა საშუალო ასაკი 70 წელია, 40 წლამდე ასაკის მილიარდერთა რაოდენობა კი უკანასკნელ ორ ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მხოლოდ 1%-ს უტოლდება.

ამჟამად ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი Walmart-ის მემკვიდრე, 37 წლის ლუკას უოლტონია. ლუკასმა ქონება 2005 წელს, მამამისის, ჯონ უოლტონის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. გასულ წელს უოლტონი სიის მხოლოდ მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, თუმცა დანარჩენმა ოთხმა რეიტინგში პოზიციები სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგა. მათ შორის იყვნენ ბობი მერფი და ევან შპიგელი, Snapchat-ის დამფუძნებლები, რომელთაც კომპანიის აქციების ფასის ვარდნასთან ერთად Forbes 400-ის სიაც დატოვეს და აწ უკვე გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებლები სემ ბანკმენ-ფრიდი და გარი ვანგი, რომლებიც თაღლითობის ბრალდებით, სასამართლოს წინაშეც წარდგნენ.

Forbes-ის მიმდინარე წლის რეიტინგის 40-წლამდელთა სიის სხვა წევრებს შორისაა რეიტინგის ახალწვეული ჯოშ კუშნერი, ივანკა ტრამპის სიძე, რომელმაც ქონების უდიდესი ნაწილი ვენჩურული კაპიტალის წყალობით დააგროვა. 2023 წლის ახალგაზრდა მილიარდერთა სიაში მოხვდნენ Meta-ს მარკ ცუკერბერგი და Asana-ს დასტინ მოსკოვიცი. Facebook-ის თანადამფუძნებლები, სიაში პირველად მოხვედრისას, შესაბამისად 24 და 26 წლის ასაკისანი იყვნენ, ახლა კი ორივე მათგანი 39 წლისაა. ცუკერბერგი წლევანდელ ახალგაზრდა მილიარდერებს შორის ყველაზე მაღალი, $106-მილიარდიანი წმინდა ქონებით გამოირჩევა.

გარდა ამისა, Forbes-ის მიმდინარე წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერთა რეიტინგში მოხვდა უძრავი ქონების გაქირავების პოპულარული პლატფორმა Airbnb-ის სამივე დამფუძნებელი, ბრაიან ჩესკი, ნათან ბლეჩარჩიკი და ჯო გებია. კომპანიის აქციები გასულ წელთან შედარებით 28%-ითაა გაზრდილი, რის შედეგადაც, გებიას და ჩესკის ქონებას თითო-თითო მილიარდი დოლარი, ხოლო ბლეჩარჩიკის ქონებას თითქმის $2 მილიარდი შეემატა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ FTX-ის დამფუძნებლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის რეიტინგში ვხვდებით Airbnb-ის ყოფილ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერსა და კრიპტობირჟა Coinbase-ის დამფუძნებელ ბრაიან არმსტრონგს, რომელიც აქციების 26%-ის ზრდის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, წელს $1 მილიარდით მდიდარია.

საერთო ჯამში, წლევანდელი სიის თერთმეტი ყველაზე ახალგაზრდა, 42 წლამდე ასაკის წევრის წმინდა ქონება, სულ ცოტა, $3.6 მილიარდს შეადგენს  – $700 მილიონით მეტს $2.9-მილიარდიან ნიშნულთან შედარებით, რაც საჭირო იყო 2023 წლის რეიტინგში მოსახვედრად. კოლექტიურად, აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები კი $196 მილიარდის ქონებას ფლობენ.

ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები:

  1. ლუკას უოლტონი: $24.2 მილიარდი. ასაკი: 37. სიმდიდრის წყარო: Walmart
  2. ჯოშ კუშნერი: $3.6 მილიარდი. ასაკი: 38. სიმდიდრის წყარო: ვენჩურული კაპიტალი
  3. დასტინ მოსკოვიცი: $12.2 მილიარდი. ასაკი: 39. სიმდიდრის წყარო: Facebook
  4. მარკ ცუკერბერგი: $106 მილიარდი. ასაკი: 39. სიმდიდრის წყარო: Facebook
  5. ნათან ბლეჩარჩიკი: $9.5 მილიარდი. ასაკი: 40. სიმდიდრის წყარო: Airbnb
  6. ბრაიან არმსტრონგი: $3.7 მილიარდი. ასაკი: 40. სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტა
  7. სკოტ დუნკანი: $7.4 მილიარდი. ასაკი: 40. სიმდიდრის წყარო: მილსადენები
  8. ლინსი სნაიდერი: $6.7 მილიარდი. ასაკი: 41. სიმდიდრის წყარო: In-N-Out Burger
  9. სანჯიტ ბისვასი: $3.6 მილიარდი. ასაკი: 41. სიმდიდრის წყარო: სენსორული სისტემები
  10. ბრაიან ჩესკი: $10 მილიარდი. ასაკი: 42. სიმდიდრის წყარო: Airbnb
  11. ჯო გებია: $8.9 მილიარდი. ასაკი: 42. სიმდიდრის წყარო: Airbnb
Previous Post

თიბისი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-12 თბილისიმარათონი გაიმართა

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-12 თბილისიმარათონი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-12 თბილისიმარათონი გაიმართა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result