Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი — ერთ შენობაში გაერთიანებული ისტორია და ინოვაცია

by იზა გვარამაძე
October 3, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის სათავო ოფისი — ერთ შენობაში გაერთიანებული ისტორია და ინოვაცია
0
SHARES
0
VIEWS

„ამ შენობის დიზაინი ბევრ ისეთ გავრცელებულ სტერეოტიპს ამსხვრევს, რომელიც მიწერილი გვქონდა გვიანდელი საბჭოური არქიტექტურისთვის“, – ასე აფასებდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times 2007 წელს საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილ შენობას, რომელშიც დღეს უკვე საქართველოს ბანკის სათავო ოფისია განთავსებული.

თუკი საბურთალოს რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაგივლია, ეს შენობა შენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა. თითქმის ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი ნაგებობა დღესაც ისეთივე წარმოსადეგი და თანამედროვე ხასიათისაა, როგორც წინათ. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა არა მხოლოდ თბილისში ან საქართველოში, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნამუშევარია, რომელსაც ბევრ პრესტიჟულ სასწავლებელში აცნობენ ამ პროფესიის სტუდენტებს.

რა გამოარჩევს ამ შენობას? პირველ რიგში, ფორმა – პარალელეპიპედებისგან შექმნილი არაორდინარული ნაგებობა ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს, ამასთან, მიწის მინიმალურ ფართობს იკავებს და ხის ერთგვარ მოდელს ქმნის.

სამი კოშკით დაწყებული ისტორია

მაშინდელი საავტომობილო გზების სამინისტროსთვის შენობის აგება 1972 წელს დაიწყო. არქიტექტორები ზურაბ ჯალაღანია და გიორგი ჩახავა გახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ერთდროულად დამკვეთიც იყო და შემსრულებელიც, რადგან იმხანად მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

33 მეტრი სიმაღლის კლდოვან ფერდობზე შენობის აგება ადვილი ამოცანა არ იყო. ზურაბ ჯალაღანია ამბობს, რომ შენობა თბილისში მსგავს რელიეფზე შექმნილი პირველი მასშტაბური ნაგებობა იყო, მისი ფორმა კი არქიტექტორებს სწორედ ლანდშაფტმა უკარნახა.

თავდაპირველად, ადგილზე სამი სხვადასხვა სიმაღლის კოშკი აიგო — 17-სართულიანი, 13-სართულიანი და 7-სართულიანი. მოგვიანებით, კოშკებს შორის წინასწარ დამზადებული 2-სართულიანი „ხიდები“ გაიდო. შედეგად, უზარმაზარი ფართობის მქონე შენობამ მიწაზე თვალშისაცემად მცირე ადგილი დაიკავა; 16 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ნაგებობა დედამიწის ზედაპირს მხოლოდ 450 კვადრატულ მეტრზე ეხება.

შედეგად, 1975 წელს დასრულებულ პროექტში მაქსიმალურად იყო შენარჩუნებული ლანდშაფტის პირვანდელი იერსახე და მწვანე საფარი. ასე რომ, ეს ნაგებობა იმის მაგალითიცაა, თუ როგორ ჰარმონიულად, წონასწორობის დარღვევის გარეშე შეიძლება „ითანამშრომლონ“ ადამიანმა და ბუნებამ.

თუმცა, შენობას სხვა მნიშვნელობაც გამოარჩევს; არქიტექტორები ეპოქისა და რეჟიმის დაწესებულ ჩარჩოებს გასცდნენ, რის გამოც ნაგებობას თვალშისაცემი ინდივიდუალიზმი ახასიათებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა BBC-მ მსოფლიოში ბრუტალისტური მიმდინარეობის 10 საუკეთესო ნიმუშს შორისაც დაასახელა.

შუშის კუბი და ახალი სიცოცხლე

იაპონური მეტაბოლიზმი არქიტექტურული მიმდინარეობაა, რომელიც სივრცეში მცირე ფორმების ორგანულ განვითარებას გულისხმობს. როცა საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა 2007 წელს საქართველოს ბანკმა შეიძინა, რეკონსტრუქცია სწორედ იაპონური მეტაბოლიზმის პრინციპით გადაწყდა.

რეკონსტრუქციის პროცესში, საკონსულტაციო საკითხებში, ზურაბ ჯალაღანია აქტიურად იყო ჩართული, რათა შენობას თავდაპირველი სახე შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა, რომ ბანკის მისაღები სივრცე შენობისგან ოდნავ მოშორებით გაკეთებულიყო. ასე აიგო 11 მეტრი სიმაღლის შუშის კუბი, რომელსაც ბანკის სტუმრები და თანამშრომლები მიწისქვეშ, -1 სართულზე გადაჰყავს.

რადგან შენობა ისედაც ბუნებრივადაა დაყოფილი ბლოკებად, მასში ადვილად განთავსდა სხვადასხვა დეპარტამენტი. გარდა ამისა, მოეწყო ღია სივრცეები, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზები, კაფეტერია და სპორტული დარბაზიც კი. ამასთან, კვლავაც შენარჩუნდა მწვანე საფარი.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობის რეკონსტრუქცია 15 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2011 წლის ნოემბერში დასრულდა. ახლა ის ბანკის ასობით თანამშრომელსა და მომხმარებელს მასპინძლობს ყოველდღიურად. ამასთან, იგი კვლავ რჩება ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ნიმუშად. ნაგებობას საქართველოს მთავრობის მიერ უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.

„ეს შენობა დღემდეა ქართული არქიტექტურის განვითარებისთვის საეტაპო მნიშვნელობის ნამუშევარი”, – აღნიშნავს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დირექტორი, დავით აბულაძე.

წაიკითხეთ უფრო მეტი გიორგი ჩახავასა და საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ბმულზე.

S

Previous Post

McDonald’s-მა და Wendy’s-მა ბურგერის ზომასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგეს

Next Post

გაეროს მისია: ყარაბაღში 50-დან 1000-მდე ეთნიკურად სომეხი რჩება

იზა გვარამაძე

Next Post
თვითგამოცხადებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ არსებობას 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს

გაეროს მისია: ყარაბაღში 50-დან 1000-მდე ეთნიკურად სომეხი რჩება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result