Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს განვითარების ბანკი – გზა წარსულისკენ

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
საქართველოს განვითარების ბანკი – გზა წარსულისკენ
0
SHARES
0
VIEWS

საპარტნიორო ფონდში ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნასთან ერთად, მთავრობამ დაადასტურა ფონდის რეორგანიზაციისა და განვითარების ბანკად გარდაქმნის განზრახვა. მმართველი გუნდის ზუსტი გეგმები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მათ შესახებ გარკვეულ წარმოდგენას პარლამენტში 2014 წელს შესული საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის შესახებ კანონპროექტი გვაძლევს.

პროექტის მიხედვით, განვითარების ბანკი სააქციო საზოგადოება იქნება, ხოლო მისი მთავარი აქციონერი – სახელმწიფო, მინიმუმ 51-პროცენტიანი წილით. მასზე არ გავრცელდება ძირითადი საბანკო რეგულაციები და ის არ იქნება კლასიკური გაგებით ბანკი. მიუხედავად ამისა, ის გასცემს სესხებსა და გარანტიებს, შეასრულებს დაზღვევის ოპერაციებს, გამოსცემს ობლიგაციებს და მიიღებს მონაწილეობას საინვესტიციო პროექტებში. განმარტებით ბარათში წერია, რომ განვითარების ბანკის მიზანია „უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება, ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფოს მიერ კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დარგების განვითარება“.

სახელმწიფო ბანკის შექმნის პროექტი უკვე გახდა ქართველი ეკონომისტების კრიტიკის საგანი. მთავრობის განცხადებით, იდეა ახალი არ არის და ის ოპონენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე მიუთითებს. განვითარების ბანკის კონცეფცია მართლაც ძველია, შეიძლება ითქვას, მოძველებულიც კი. არსებობს ბევრი კვლევა, რომლებიც უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას და მის როლს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

საერთაშორისო ექსპერტთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ, როგორც წესი, სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიზების მაღალი დონით, გაუმჭვირვალობითა და არაეფექტიანი მენეჯმენტით გამოირჩევა. დევიდ სკოტის აზრით, პრობლემები ყველაზე ხშირად მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში იჩენს თავს. მკვლევართა ნაწილმა (თორსტენ ბეკმა და ლევინ როსმა) საერთოდ ვერ იპოვა კავშირი სახელმწიფო ბანკებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის, ხოლო აშშ-ის ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს მეცნიერი ანდრეი შლეიფერი ფიქრობს, რომ ისინი ამცირებენ ეკონომიკურ ზრდასა და პროდუქტიულობას. ასევე ამერიკელი მკვლევარი სერდარ დინჩი საკუთარ კვლევაში „პოლიტიკოსები და ბანკები: პოლიტიკის გავლენა სახელმწიფო ბანკებზე განვითარებად ქვეყნებში“ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბანკების მენეჯმენტი ადვილად ექცევა პოლიტიკური გავლენების ქვეშ და მათ მიერ კრედიტების გაცემა პირდაპირპროპორციულად იზრდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ეკონომისტი ჟერარ კაპრიო, თავის ნაშრომში „სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტების მომავალი“, აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სახელმწიფო ბანკების განკერძოების ტენდენცია გამოიკვეთა და გამონაკლისს მხოლოდ ის ქვეყნები წარმოადგენენ, სადაც ასეთ ინსტიტუტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა „განვითარების საფინანსო საერთაშორისო კლუბში“ (IDFC) არის გაერთიანებული. თუ მის წევრთა (ჯამში 23) სიას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ ტენდენციას, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები, ძირითადად, განვითარებული ან/ და დიდი ზომის ქვეყნების მიერაა დაფუძნებული, ხოლო მათ მცირე ნაწილს მულტინაციონალური/ რეგიონული ბანკები წარმოადგენენ. კლუბში დომინანტური როლი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ინსტიტუტს (KFW) უჭირავს. სწორედ ამ ბანკის მოდელის დანერგვა იგეგმება საქართველოში, თუკი მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებს დავეყრდნობით.

რთულია საქართველოში გერმანული სახელმწიფო ბანკის მოდელის წარმატებაზე საუბარი, თუ მის ისტორიასა და ამჟამინდელ საქმიანობას გავეცნობით. KFW-ის შექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა, როცა გერმანიაში კერძო საბანკო სექტორი ჯერ კიდევ არ იყო კარგად განვითარებული. მარშალის გეგმის ფარგლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებებს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში სწრაფი ინვესტირება სჭირდებოდა. სახელმწიფო ბანკს მხარი უნდა დაეჭირა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ხელი შეეწყო პერსპექტიული დარგების განვითარებისთვის. მოგვიანებით, ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, KFW-ის კონცეფცია შეიცვალა და დღეს ის უკვე ათწლეულების განმავლობაში აკუმულირებული მოგებით start up-ებს, საშუალო ბიზნესს, განახლებადი ენერგიის სექტორსა და ფილმწარმოებას აფინანსებს. KFW-ი, როგორც გერმანიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, განვითარებად ქვეყნებშიც აფინანსებს პროექტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ KFW-ს რამდენიმე ფინანსური სკანდალიც უკავშირდება. მაგალითად, ბანკის ხელმძღვანელობამ 2008 წელს გაკოტრების პირას მყოფ Lehman Brothers-ს 320 მილიონი ევრო გადაურიცხა, რაც სახელმწიფო ფულის გაფლანგვად შეფასდა.

განვითარების ბანკი რამდენიმე ისეთ ღარიბ და მცირე ზომის ქვეყანაშიც არსებობს, როგორიცაა პაპუა-ახალი გვინეა, რუანდა, უგანდა, განა და სხვა. არ მოიპოვება არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამ ქვეყნებში სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტის წარმატებას დაასაბუთებს. სანაცვლოდ, ახალი ამბების არქივში ბევრი სკანდალური ინფორმაციაა მათ შესახებ, რაც, ძირითადად, კორუფციასა და აფერას უკავშირდება. ბოლო ასეთი შემთხვევა 2014 წელს უგანდაში დაფიქსირდა. ამ ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უგანდის განვითარების ბანკის მენეჯმენტს დაახლოებით $15,000,000-ის გაფლანგვაში დასდო ბრალი.

დავუბრუნდეთ საქართველოს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო ბანკები ფუნქციონირებენ, ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ამოცანა სიღარიბის დაძლევაა, რაც მხოლოდ ეკონომიკის გაჯანსაღებითა და სწრაფი ეკონომიკური ზრდით თუ მიიღწევა. ამ ფონზე სახელმწიფო ბანკის შექმნა, რომელიც არამოგებიან და კერძო ბანკებისთვის არამიმზიდველ პროექტებს სახელმწიფოს ფულით დააფინანსებს, სრულიად ამოვარდნილია ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტიდან. ეფექტიანი დარგების ხარჯზე არამოგებიანი პროექტების დაფინანსება ეკონომიკას ვერ გაზრდის და მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს მშპ-ის ზრდაზე, რომლის 2015 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.

გარდა შინაარსისა, კრიტიკის საგანია ბანკის მენეჯმენტიც. გეგმის მიხედვით, საქართველოს განვითარების ბანკის საკონტროლო პაკეტის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ხელმძღვანელი – მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი ინსტიტუტების აღმასრულებელ გუნდში პოლიტიკოსების ყოფნა მაღალი რისკის შემცველია. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ბანკის პერსონალი პარტიული ნიშნით დაკომპლექტდეს და მისი საქმიანობა მმართველი ძალის კერძო ინტერესებს დაექვემდებაროს. აპრიორი ცხადია, რომ დაკრედიტების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგი და პოლიტიკური ნიშნით პრეფერენციების მინიჭების კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. გაიზრდება კორუფციის რისკიც.

ამბობენ, რომ სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო ჭკვიანები – სხვების შეცდომებზეო. სამწუხაროდ, საქართველოს არც საკუთარი შეცდომები აკლია ამ კუთხით და მით უმეტეს შეუძლია, სხვების მაგალითებზეც ბევრი ისწავლოს. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის უპირველეს ამოცანას ეკონომიკის გაჯანსაღება, რესურსების ოპტიმალური ალოკაცია და კონკურენტუნარიანი დარგების განვითარება წარმოადგენს, სახელმწიფო ბანკის შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლის მის განხორციელებას და იქნება დიდი ნაბიჯი წარსულისკენ.

Previous Post

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

Next Post

მსოფლიოს ტოპ 10 ნავთობმომპოვებელი ქვეყანა

მაგდა დოლიძე

Next Post
მსოფლიოს ტოპ 10  ნავთობმომპოვებელი ქვეყანა

მსოფლიოს ტოპ 10 ნავთობმომპოვებელი ქვეყანა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result