Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ედიტორიალი

ქალების ნარატივი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ედიტორიალი
0
ქალების ნარატივი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აშკარად მიმართლებს როგორც ახალბედა რედაქტორს. მიმდინარე თვის ორივე გამოცემის (Forbes Georgia და Forbes Woman) ყდაზე ქალბატონები არიან. ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულის მიზეზია. საბაბი, უპირველეს ყოვლისა, ციფრებში უნდა ვეძებოთ. ჩვენი ნომრები ხომ საერთო სტატისტიკის დევიაციად მოჩანს.

90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა 11%-ს არ აღემატება. საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების მხოლოდ 22% მუშაობს. კერძო კომპანიების კი მხოლოდ 20%-ს ხელმძღვანელობს ქალი (IDFI; საქსტატი).

ვერ ვიტყვით, რომ ამით ქვეყანა ბევრს იგებს. უფრო – პირიქით. ამასწინათ ვნახე Catalyst-ის კვლევა, რომელიც ამბობდა: კომპანიების მოგება, რომელთაც მმართველ რგოლში ქალების მაღალი წარმომადგენლობა აქვთ, 35%-ით მეტია.

ბუნებრივია, არც მოგება განისაზღვრება გენდერით, არც სქესის მატარებლის მენეჯერული ბაგაჟი. გასაღები მიზეზშედეგობრიობაშია: კომპანიები (და ქვეყნები) იმიტომ კი არ არიან წარმატებულნი, რომ მათ ქალები მართავენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მერიტოკრატიულ პრინციპს ეფუძნებიან და დამსახურებულ პროფესიონალებს, კარიერული წინსვლის გზაზე, უსამართლო ბარიერები არ ხვდებათ.

თუმცა ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ქალების დაბალი “კვოტა” მმართველებში ექსკლუზიურად განვითარებადი სამყაროს პრობლემა არ არის. ამაში დასარწმუნებლად Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის გადახედვაც კმარა. წლევანდელ სიაში ქალთა რაოდენობა რეკორდულია – 172, თუმცა ეს რაოდენობა უელიტარულესი კლუბის მხოლოდ 10%-ია. და რაც ყველაზე უარესია – 172 ქალი მილიარდერიდან მხოლოდ 32-ია ე.წ. სელფმეიდი.

ჩვენ მკაფიოდ ვაცნობიერებთ უთანასწორობის პრობლემას, მაგრამ Forbes-ის საგამომცემლო პოლიტიკა ვერასდროს დასთანხმდება მოსაზრებას, რომ გამოსავალი ბრმა კვოტირებაშია. ჩვენი რწმენით, გზა სოციალური თანასწორობისკენ ფინანსურ თანასწორობაზე გადის, ფინანსური წარმატება კი არა სახელმწიფო რეგულაციებით, არამედ კერძო ინიციატივით მიიღწევა. ამისთვის წარმატების მაგალითები უმნიშვნელოვანესია და მიმდინარე თვის Forbes Georgia-სა თუ Forbes Women-ის ყდები სწორედ მაგალითის მიმცემ ქალებს ეთმობა.

ბიზნესწრეებში ემახსოვრებათ მარკეტინგში წარმატებული ნუცა კოღუაშვილის პირველი ნაბიჯები ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან ქართულ სადაზღვევო კომპანია “ალდაგში”. 2015-ის მიწურულს კი იგი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” (GHG) შემავალი კომპანია “იმედი L”-ის გენერალური დირექტორია. ცალკე აღნიშვნის ღირსია GHG-ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პრემიუმ-ლისტინგში წარმატებით განთავსება, რამაც საქართველოში $100 მილიონის ოდენობის უცხოური საინვესტიციო კაპიტალი შემოიტანა. ნუცას წარმატებული მართვის გარეშე ეს სათუო იქნებოდა.

ნინო ზამბახიძე შედარებით ცნობილია საზოგადოებისთვის, რადგან ის საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და მის ხელმძღვანელობას მეტ დროს უთმობს, ვიდრე საკუთარ ბიზნესს. ბანალურად გულწრფელი ისტორია თბილისელ გოგონაზე, რომელმაც ყველაზე რისკიან სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვიტა საქმიანობა და დღეს რამდენიმე წარმატებული ბიზნესის მეპატრონეა. დაწვრილებით აღარ მოვყვები. “ფერმერზე დიდი ქალაქიდან” Forbes Women-ის დეკემბრის გამოცემაში წაიკითხავთ. ამისთვის ჩემი კოლეგა, რედაქტორი ანა ერისთავი შრომობდა გუნდთან ერთად.

თუმცა ისეც ნუ იფიქრებთ, რომ დეკემბერში მხოლოდ წარმატებულ ქალებზე ვკონცენტრირდებით. წელი სრულდება და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეიტინგის გამოქვეყნების დროა. ვინ იყვნენ წელს პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანები? შედეგი ჩვენთვის არასახარბიელოა. პირველ ადგილს ვლადიმირ პუტინი იკავებს. ძალაუფლებისაკენ გზა მან სუკის ჩინოვნიკობიდან გაიკვლია და მას შემდგომ, რაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, რუსეთის ყველაზე უფრო რთულ, საშიშ და შეუვალ ბატონად მოგვევლინა იოსებ სტალინის შემდეგ.

არასახარბიელოა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობაც, რომელსაც UNFPA-ის მოსახლეობის სიტუაციის ანალიზის წამყვანი ავტორი, რალფ ჰაკერტი აღწერს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გასაღები არა შობადობის მატების უაზრო სპონსირებაში, არამედ ეკონომიკურ ზრდაშია: აღმოჩნდა, რომ საქართველოს ევროპაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და მოსახლეობის შემცირების მიმდინარე ტენდენცია ქვეყანაში – განსაკუთრებით ეკონომიკურად აქტიურ ეპოქაში – გამოწვეულია არა ახალშობილების სიმწირით, არამედ იმ ფაქტით, რომ უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში ხალხი კვლავ საზღვარგარეთ მიდის.

გამორჩეულად საინტერესოა ბესო ნამჩავაძის, გიორგი გიგოლაშვილისა და ვანო გოგელიას საავტორო სვეტები. პირველი განიხილავს, რატომ ვერ ვითარდება საქართველოში საფონდო ბირჟა, მეორე – რატომ განვითარდება კერძო სადაზღვევო ბაზარი, მესამე კი 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე ჩაიარა და რომელიც მთავარს – კერძო საკუთრების დაცვას ეხება.

მოკლედ, სისტემური პრობლემა ბევრია, თუმცა წარმატების ცალკეული მაგალითები გვარწმუნებს, რომ ჯანსაღ სამეწარმეო ჟინსა და კერძო ინიციატივას დიდი ძალა აქვს. საქართველოს ეკონომიკის მთავარი რესურსი სწორედ წარმატებული ადამიანები არიან.

“განავითარო შენი კომპანია, ნიშნავს განავითარო შენი ქვეყანა”, – გვითხრა ნუცა კოღუაშვილმა და ფაქტია, დღეს ქართული კერძო სექტორი პოლიტიკას უგებს – გამორჩეული წარმატების მაგალითები პირველში მეტია. ვისურვებდით, არა თუ პარლამენტარი ქალები, არამედ კაცებიც ჩვენი დეკემბრის ნომრების გმირებს ჰგავდნენ. ამგვარად რეგულაციებსაც უკეთესს მივიღებდით, საკანონმდებლო ინიციატივებსაც და შედეგად – ქვეყანასაც.

Previous Post

Forbes Woman Georgia. 2015 წლის დეკემბრის ნომერი

Next Post

ჭრელი ქსოვილები და ფოჩებიანი ჩექმები 2015 წლის ზამთრისათვის

მაგდა დოლიძე

Next Post
ჭრელი ქსოვილები და ფოჩებიანი ჩექმები 2015 წლის ზამთრისათვის

ჭრელი ქსოვილები და ფოჩებიანი ჩექმები 2015 წლის ზამთრისათვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result