Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ იქცა Master Chief-ი Microsoft-ის კვლევისა და განვითარების შეფად

by Forbes.ge
February 28, 2021
in ინტერნეტი
0
როგორ იქცა Master Chief-ი Microsoft-ის კვლევისა და განვითარების შეფად
0
SHARES
0
VIEWS

თამაშების ბიზნესს დიდი მოგება არ მოაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

ღამეა, 11:50, ცივი ოქტომბრის ორშაბათი, მეხუთე ავენიუზე ბნელა. სიცოცხლის ერთადერთ ნიშანწყალს რაიონის ახალი შენაძენი ამჟღავნებს. ეს Microsoft-ის ფლაგმანი სავაჭრო პუნქტია, რომელიც ამ დილას გაიხსნა და ახლა იქიდან ხმამაღალი მუსიკა და შუქი გამოდის. ფეხით მოსიარულეები ფანჯრებში იჭვრიტებიან და რამდენიმე ასეულ აღტაცებულ კლიენტს ხედავენ. ეს უკანასკნელნი, მაღალტექნოლოგიურ საბრძოლო ჯავშნებში გამოწყობილ მსახიობებთან ერთად, მაღაზიის გახსნას აღნიშნავენ.

27 ოქტომბრის შუაღამე Halo 5: Guardians-ის გამოშვების თარიღი გახლდათ და ხალხიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რიგში ჩადგა, რათა ბლოკბასტერული სამეცნიერო ფანტასტიკის ვიდეოთამაშების ფრანშიზაში ამ თამაშის უახლესი ვერსია შეეძინა. Microsoft-ი ფლობს და უშვებს Halo-ს სერიებს თავისი Xbox-ის სათამაშო მოწყობილობებისთვის, ხოლო როცა მისი აღმასრულებელი დირექტორი ასეთი პროდუქტის გამოსვლის მომსწრე ხდება, სიამოვნებისგან აღელდება ხოლმე. „მინდა, რომ ხალხი Windows-ის ხმარებიდან მის სიყვარულზე გადავიდეს, და, ჩემი აზრით, სწორედ ამის ირგვლივ დგას Xbox-ი“, – თქვა სატია ნადელამ ინტერვიუში, ივნისში გამართულ E3-ის ვიდეოთამაშების კონვენციაზე. ეს რვა წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი ინდუსტრიის უდიდეს ღონისძიებას ესწრებოდა. „ფანები, ენთუზიაზმი… ეს ისეთი რაღაცებია, რამაც მინდა, კომპანიის სხვა კუნჭულებიც შეაღწიოს“.

აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გატარებულ წელიწად-ნახევარში გაირკვა, რომ ნადელა თამაშების ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონია. მოკლედ, არაფრით ჩამოუვარდება Halo-ს პროტაგონისტს, სუპერჯარისკაც Master Chief-ს. ნადელამ თამაშებში დიდი ინვესტიცია გააკეთა, მათ შორის $2.5 მილიარდი Minecraft-ის უკან მდგარი შვედური კომპანიის პროდუქტის – ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვადი კომპიუტერული თამაშის, Mojang AB-ის შესაძენად. მან ძალა არ დაიშურა, რომ Xbox-ის განყოფილება (რომელიც, ერთ დროს, Microsoft-ის მთავარი კამპუსისგან მოშორებით, ქალაქის სხვა მხარეში მდებარე სატელიტურ ოფისზე იყო მიბმული) კომპანიის მთავარ საქმიანობებში უფრო სიღრმისეულად ყოფილიყო ინტეგრირებული. და მართალია, ნადელა Microsoft-ის ფოკუსირებას უფრო საწარმოო ბიზნესზე ახდენს და სხვა სამომხმარებლო განყოფილებათა რაოდენობას ამცირებს (როგორიცაა, მაგალითად, Nokia-ს აქტივების $7.6-მილიარდიანი შემცირება), ის Xbox-ს სულ უფრო და უფრო ისე ექცევა, თითქოს Microsoft-ის ბირთვი იყოს.

მიზეზი: თამაშები ინოვაციისა და განვითარების მამოძრავებელი ძალაა სხვა განყოფილებებისთვის, მათ შორის დესკტოპისთვის, მობილურისა და ქლაუდისათვის. შემოსავლების ყოველწლიური პროგნოზების თანახმად, Xbox-ის განყოფილებას მხოლოდ $6.5 მილიარდი მთლიანი შემოსავალი მოაქვს, Microsoft-ის ჯამური შემოსავლების მხოლოდ 7%, მოგება კი უმნიშვნელოა და წლიდან წლამდე იცვლება. მაგრამ უპირატესობები თავს ისეთ ფორმებში იჩენს, რასაც SEC-ის დოკუმენტებში ვერ ნახავთ. „პლატფორმები და პროდუქტიულობა – ეს უდავოდ არის Microsoft-ი, – ამბობს ნადელა. – მაგრამ კიდევ ერთი რამ, რაშიც Microsoft-ი რეალურად მაგარია, გახლავთ თამაშები… Xbox-ის სახით დიდი ბრენდი გვაქვს“.

დიდი ბრენდი? დიახ. ბაზრის ლიდერი? არა. გაყიდვების თვალსაზრისით, Sony-ის PlayStation 4-ი თითქმის 2:1 ანგარიშით ჯაბნის Xbox One-ს 2013 წლის ნოემბრიდან – ორივე მათგანის დებიუტიდან – მოყოლებული. Microsoft-ი უხეიროდ მოეპყრო სათამაშო მოწყობილობის გამოშვების პროცესს, რადგან კლიენტებს ძვირად ღირებული თანმხლები კამერის, Kinect-ის, შეძენაც მოსთხოვა, ამით კი საცალო ფასი $500-მდე ასწია, მაშინ როცა Sony-ი თავის სათამაშო მოწყობილობას $400-ად ყიდდა. აი, ამგვარი ვითარება ერგო ნადელას მემკვიდრეობით, როცა 2014 წლის თებერვალში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. „Xbox-ის ბიზნესზე დიდი დრო არ დაუკარგავს, – ამბობს Microsoft Game Studios-ის ყოფილი მენეჯერი, ფილ სპენსერი, რომელსაც ნადელამ Xbox-ის ბიზნესის მართვა ანდო. – მაგრამ მას Microsoft-ის პროდუქტებითა და სერვისებით გატაცებული მომხმარებლების იმედი ჰქონდა“.

რამდენიმე თვის შემდეგ, Microsoft-მა განაცხადა, რომ Xbox-ს Kinect-ის გარეშე გაყიდდა და PlayStation-ის ფასთანაც მოვიდოდა თანხვდენაში. დღეს ორივე უფრო იაფი ღირს – დაახლოებით $350, იმის მიხედვით, პაკეტს კიდევ რა მოჰყვება. ეს გაყიდვებს ნამდვილად წაადგა, თუმცა Microsoft-ი კვლავაც თავისი მეტოქის ჩრდილშია. VGCharts-ის კვლევების თანახმად, Sony-მ 26.5 მილიონი ერთეულით წაიწია წინ, მაშინ როცა ეს რიცხვი Microsoft-ისთვის 14.4 მილიონია (ჯერაც არგაყიდულ წინა თაობის სათამაშო მოწყობილობას უფრო მსუბუქ შეჯიბრში უწევს მონაწილეობა: Sony-მ 86 მილიონი PlayStation 3s გაყიდა, Microsoft-მა კი 85 მილიონი Xbox 360s).

მიუხედავად იმისა, რომ Sony-ის ჩამორჩებოდა, Xbox-ის გუნდს კულისებში ცეცხლი მაინც ჰქონდა გაჩაღებული. როცა 2014 წლის მარტში Electronic Arts-ის Titanfall-ი (რამდენიმე მოთამაშისათვის განკუთვნილი სროლების თამაში) გამოვიდა, ის Microsoft Azure-ის კომპიუტერული ქლაუდის სერვერების იმედად იყო, რათა მაღალი ხარისხის გრაფიკები ერთდროულად ასიათასობით მომხმარებლისთვის მიეწოდებინა. ეს სერიოზული გამოცდა გახლდათ, რამაც ქლაუდის ტიპური მომხმარებლის მოთხოვნები მარტივად გასაგები გახადა და Microsoft-ს დაეხმარა, Azure-ი სხვა მომხმარებლებისთვისაც გაეუმჯობესებინა. აქედან მოყოლებული, შემოსავლებმა Microsoft-ის Commercial Cloud-ის სეგმენტიდან მოზღვავება დაიწყო, ახალი პროგნოზების თანახმად კი ფისკალური 2016 წლის პირველი კვარტალისთვის შემოსავლები 70%-ით, $8.2 მილიარდამდე, გაიზრდება.

Kinect-ს, რომელიც ჟესტებისა და მეტყველების გამოყენებით, მოთამაშეებს თამაშების კონტროლის საშუალებას აძლევდა, მასობრივი აუდიტორია არ გამოუჩნდა, მაგრამ მისმა შექმნამ გამოსახულებისა და ხმის ამოცნობასთან დაკავშირებით ღირებულ მიგნებებს დაუდო სათავე, ამ მიგნებების განხორციელება კი ისეთ ახალ, საყოველთაოდ აღიარებულ პროდუქტებში მოხერხდა, როგორიცაა HoloLens-ი – რეალობის გამაძლიერებელი სათვალეები, რომლებიც მალე გამოვა, და Cortana – Siri-ს მსგავსი „პირადი ასისტენტი“. ამ ზაფხულს, Microsoft-მა კამერაზე მიმაგრებული HoloLens-ით გადაღებული Minecraft-ის ჭრელაჭრულა დემო-ვერსია აჩვენა – მოთამაშეების თვალწინ თამაშის გამოსახულების პროეცირება მოხდა, თუმცა ტექნოლოგიის გამოყენება ბიზნესდანიშნულებითაც შეიძლება – მაგალითად, ვიდეოკონფერენციისთვის. მოწყობილობის პირველ ვერსიას დეველოპერები 2016 წლის დასაწყისში მიიღებენ, სამომხმარებლო ვერსიას კი კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. რაც შეეხება Cortana-ს, მეტყველების ამოცნობა მოთამაშეთა ისეთი ბრძანებების მოსმენით მოხდა, როგორიცაა „Xbox, Titanfall-თან მიდი“ და „Xbox, ხმას აუწიე“. Cortana Windows-ის ახალი მობილური ვერსიის მთავარი ხიბლი იქნება (თუმცა, ეს არაა გარანტია, რომ ფართო აუდიტორიას მოიხვეჭს).

ნადელას სურს, Xbox-ი Microsoft-ის ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად აქციოს. ახალი Windows 10-ის დესკტოპის ოპერატიულ სისტემას Xbox-ის აპლიკაცია მოჰყვება, რაც Xbox Live-ის ანგარიშის მქონე მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, ნახონ, რას თამაშობენ მისი მეგობრები თავიანთ მოწყობილობებზე და დაელაპარაკონ მათ. Windows 10-ს ისიც კი შეუძლია, რომ Xbox One-იდან თამაშები პირდაპირ დესკტოპზე ან ტაბლეტზე გადაიტანოს. 12 ნოემბერს Microsoft-ი Xbox One-ის პროგრამულ უზრუნველყოფას სერიოზულად განაახლებს. ეს აპდეიტი ინტერფეისის იოლად გადმოტანას უზრუნველყოფს და მას თავსებადს გახდის Xbox 360-ის უფრო ძველ თამაშებთან. გარდა ამისა, მას ერთი მეტად მნიშვნელოვანი სიახლეც ემატება: წვდომა „უნივერსალურ აპლიკაციებზე“, რაც Windows PC-ზეც იქნება შესაძლებელი, ტელეფონზეც და Xbox One-ზეც. „სამომხმარებლო ბაზარზე შეღწევის კუთხით, Microsoft-ს მასშტაბური გამოწვევები აქვს… გარკვეულწილად, აბსურდია, Xbox-ი საწარმოს იმ „საყველპურო“ პლატფორმასთან რომ ინტეგრირდეს, რომელიც Microsoft-ის დნმ-ად რჩება, მაგრამ ნადელას შეზღუდული არჩევანი აქვს“, – ამბობს დენიელ აივსი, FBR Capital Markets-ის მმართველი დირექტორი.

Previous Post

საქართველოს ეკონომიკის 56 პროცენტი თბილისზე მოდის

Next Post

Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი

Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

Recent News

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result