Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დაიჭირე ინტერნეტი, გამოიჭირე კლიენტი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ინტერნეტი
0
დაიჭირე ინტერნეტი, გამოიჭირე კლიენტი
0
SHARES
0
VIEWS

სახლის მოკრძალებული რუტერი ვერ უძლებს ამდენ ხელსაწყოსა და ვიდეოს? Eero-ს შეუძლია, დაგეხმაროთ… გარკვეულ ფასად.

ნიკ უივერს ქალაქის ბინადართათვის კარგად ნაცნობი პრობლემა ჰქონდა: ინტერნეტი. Wi-Fi-ის რუტერი ოროთახიანი ბინის მისაღებ ოთახში დააყენა, საიდანაც წამში 80 მეგაბაიტი მიეწოდებოდა. რვა მეტრის მოშორებით, საძინებელში, სიგნალი 2 მბ-მდე ეცემოდა: Wi-Fi-ის სიგნალს ბათქაშის სქელი კედელი აკავებდა. რადგან ეს ყველაფერი სან-ფრანცისკოში ხდებოდა და რადგან უივერი სტენფორდში განათლებამიღებული 25 წლის ინჟინერი იყო, სატელეფონო კომპანიასთან დარეკვის მაგივრად, მან პრობლემის მოგვარება საკუთარი ფირმის დაარსებით გადაწყვიტა.

ორი წლის შემდეგ უივერი ამ სტარტაპის, Eero-ს, პირველი კლიენტი გახდა. მის საძინებელსა და მისაღებში Eero-ს ორი პატარა თეთრი ყუთია. მათი შვიდი ანტენა უახლეს, უსწრაფეს (802.11ac, თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ) ორსიხშირიან ინტერნეტს გამოსცემს. LED-შუქი ციმციმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყუთი დანარჩენებს ე.წ. მეშ-ქსელის მეშვეობით ესაუბრება. ქსელი ძლიერ სიგნალს ყველა მიმართულებით გადასცემს. Eero-ს მობილური აპლიკაცია ქსელს Cloud-ში აანალიზებს, გატყობინებთ, რა სიჩქარის ინტერნეტი გაქვთ და გირჩევთ, სად მოათავსოთ დანარჩენი ყუთები უკეთესი ხარისხის მისაღებად. კომპანიის რეკომენდაციაა ერთი ყუთი ყოველ 92 კვადრატულ ფუტზე. უივერი საცდელ ბაჭიად საკუთარ თავს იყენებს: ის ბინას სიგნალზე დახარბებული გაჯეტებით ავსებს – ტელევიზორის დეკოდერებით, კვამლის დეტექტორებით, დინამიკებით, ტელეფონებით, ვიდეოთამაშების მოწყობილობებით – რათა ტიპური სახლის იმიტაცია შექმნას (IDC-ის მონაცემებით, დღეს სახლებში, საშუალოდ, რვაზე მეტი მოწყობილობაა ჩართული). გაჯეტების რაოდენობის ან ჩასატვირთი ვიდეოების რეზოლუციის მატებასთან ერთად, რუტერებზე დატვირთვაც იზრდება. „ფიზიკის კანონების დაძლევა, ანუ, სიჩქარისა და სანდოობის გაზრდა, მხოლოდ რამდენიმე რუტერის დაყენებითაა შესაძლებელი, – ამბობს უივერი. – აი, ასე შეგიძლია, ბაზარი ერთ ღამეში გაასამმაგო: ერთის მაგივრად, სამი, ოთხი ან ხუთი მოწყობილობის გაყიდვით“.

 ის, თუ რამხელაა ლატენტური მოთხოვნა უკეთეს Wi-Fi-ზე, კარგად გამოჩნდა, როცა Eero-მ თებერვალში წინასწარი შეკვეთები მიიღო და $2.5 მილიონად ორ კვირაში 25,000 მოწყობილობა გაყიდა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასწარი შეკვეთით ეს გაჯეტი $125 ღირს (სამერთეულიანი ნაკრები – $299), რაც Linksys-ის ან Netgear-ის რუტერებზე ორჯერ ძვირია. ზოგ ძველ ქომაგს პროდუქტი ჯერ კიდევ არ მიუღია. როგორც ყველა ტექნოლოგიური სტარტაპი, Eero-ც პრობლემებს აწყდება: საკმაოდ რთულია, ააწყო ასეთი კომპლექსური რაღაც, ყოველგვარი გაუმართაობის გარეშე. პროდუქციის დისტრიბუცია სამჯერ გადაიდო. ბოლო შეფერხების გამო თარიღმა შემდეგი წლის თებერვალში გადაინაცვლა – კრიტიკული საშობაო შოპინგ-სეზონის დასრულებამდე. ბოლოს პრობლემა ის იყო, რომ უხარისხო რეზინის გამო, რუტერის პლასტმასის გარსზე პატარა შავი ლაქები ჩნდებოდა. ერთი კვირის განმავლობაში, შანხაის მახლობლად, უივერი თავად ადევნებდა თვალს აწყობის საბოლოო პროცესს. აქ დღეში ათასამდე მოწყობილობას ამზადებენ და კვირაში ექვს დღეს მუშაობენ. „Facebook-ის მეთოდი – სწრაფად მუშაობა და ყველაფრის თავდაყირა დაყენება – მხოლოდ პროგრამების შემთხვევაში ამართლებს. შეგიძლია, გადაახვიო და მონაცემები თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნო. როცა საქმე მოწყობილობებს ეხება, ყველა გადაწყვეტილება სავალალოა. მეტი მუყაითობა და სიფრთხილეა საჭირო. ეს ჩემთვის რაღაც ახალია”.

უივერი ჩიკაგოს ჩრდილოეთით, უინეტკას მდიდრულ გარეუბანში გაიზარდა, სადაც მეზობლებს Wi-Fi-ს დაყენებაში ეხმარებოდა ხოლმე. მალე შეკვეთებს ქალაქის პატარა ბიზნესებისგანაც იღებდა. სტენფორდში ინჟინერიისა და მენეჯმენტის მეცნიერების სწავლის პარალელურად, ამ საქმიანობითაც იყო დაკავებული. უნივერსიტეტში კომპანიის თანადამფუძნებლები, ამოს შალიხი და ნეიტ ჰარდისონი, გაიცნო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უივერმა McKinsey & Co. მოსინჯა, თუმცა მალევე გადავიდა Menlo Ventures-ში. აქ ის ორი წელი კომპანიის პორტოფლიოში შემავალი ერთ-ერთი კომპანიისთვის, Roku-სთვის მუშაობდა. Roku ტელევიზიის ციფრული სიგნალის დეკოდერ top box-ებს და საკმაოდ კარგად დაიმკვიდრა თავი პროდუქციის ახალ კატეგორიაში. ამ პერიოდში უივერი ინდივიდუალურ Wi-Fi-ს ქსელებს აკეთებდა, თუმცა არსებული ალტერნატივებით მუდმივად იმედგაცრუებული იყო. ამიტომ, პრობლემის მოგვარება თავად გადაწყვიტა. Eero-მ, ბიზნესის დასაწყებად, $5 მილიონი მოიზიდა, მას შემდეგ კი კიდევ $40 მილიონი მოიზიდა ისეთი კომპანიებისგან, როგორიც გახლავთ Playground Ventures-ი (ანდროიდის შემქმნელის, ენდი რუბინის, ახალი ფირმა), Shasta Ventures-ი და Redpoint Ventures-ი.

თითქოს სიგიჟეა, შეეჭიდო Wi-Fi-ის რუტერების $10-მილიარდიან ბაზარს, რომლის ზედა საფეხურზეც Linksys-ის, Netgear-ისა და Apple-ის მსგავსი ბრენდები, ქვედა საფეხურზე კი უამრავი იაფფასიანი ჩინური მწარმოებელი კომპანია ბატონობს. ახალი რუტერები და დაფარვის ზონის გამაფართოებლები ყოველწლიურად გამოდის. უახლესი სტანდარტები სიგნალის გაფართოებისკენაა მიმართული. და მაინც, ბაზარზე შეღწევა დიდ კომპანიებსაც კი უჭირთ. აგვისტოში Google-მა OnHub-ი გამოუშვა – ცილინდრული ქილა 13 ანტენით. მოწყობილობა ჩინურმა რუტერების მწარმოებელმა, TP-LINK-მა და ტაივანურმა ელექტრონიკის კომპანიამ, Asus-მა, დაამზადეს. Google-ის მიზანი იყო, მოწყობილობა ადვილი დასაყენებელი და ჭკვიანი ტელეფონის აპლიკაციით მარტივი სამართი ყოფილიყო – რაღაც იმის მსგავსი, რასაც Eero აკეთებს. უივერის თქმით, Google-ის მიდგომაში ახალი არაფერია. „ჩვენ ჩვენს პროდუქციას ვიღაც ტიპებს არ ვამზადებინებთ, რომლებიც წლების განმავლობაში უხარისხო საქონელს ქმნიდნენ, – ამბობს ის. – ჩვენ ყველაფერს ჩვენით ვამზადებთ. სხვანაირად ასეთი ფანტასტიკური გამოცდილების მიღება შეუძლებელია“.

მეშ-ქსელების მეთოდი Euro-ს მიგნებაა. აუდიომასალაში მეშს აქტიურად იყენებს Sonos-ი, უკაბელო დინამიკების მწარმოებელი, და მაღალხარისხიან ხმას მთელ სახლში ავრცელებს. სამაგიეროდ, Wi-Fi-მეშის შემთხვევაში, დიდია რისკი იმისა, რომ რუტერი ტალღებს შეაფერხებს და ბევრად იაფი დაფარვის ზონის გამაფართოებლებზე უკეთაც კი ვერ იმუშავებს, როგორც ABI Research-ის სემ როუზენი ამბობს. Eero-ს სინჯების მიხედვით, კომპანიის მოწყობილობა, ძველ აპარატურასთან შედარებით Wi-Fi-ს სამ-ოთხჯერ უფრო აჩქარებს, თუმცა პროდუქტის მთავარი უპირატესობა მაინც ისაა, რომ სიგნალი ე.წ. დუმილის ზონებშიც წარმატებით აღწევს.

Eero შეუმჩნეველი არც რუტერების სხვა მწარმოებლებისთვის დარჩენილა. „Eero რუტერების ახალი ნაკადის ნაწილია, – ამბობს მაიკ ჩენი, პროდუქტის მენეჯმენტისა და ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტი Linksys-ში. – ინდუსტრია თუ მონახავს გზებს, რომ პირობა შეასრულოს და დაფარვის ზონა გაზარდოს, მომხმარებლები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან“. კარგი იქნებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა, ამბობს სენდიპ ჰარპალანი, Netgear-ის პროდუქციის მენეჯმენტის უფროსი დირექტორი: „ეს, სინამდვილეში, უფრო საფუძვლიანი პრობლემაა, ვიდრე ის, რაზეც Google-ი მუშაობს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა Netgear-ის“.

Apple-ის ინჟინერიის ყოფილი აღმასრულებელი, ჯონ რუბინშტაინი, 1999 წლის ივლისს იხსენებს, როცა გამოვიდა პირველი iBook-ლეპტოპი, ჩამონტაჟებული Wi-Fi-თი. მისი კოლეგა, Apple-ის კიდევ ერთი აღმასრულებელი, ფილ შილერი, უკაბელო კავშირის დემონსტრირებისთვის, iBook-ით ხელში, სცენიდან ჩამოხტა. „გენიალური მომენტი იყო“, – იხსენებს რუბინშტაინი. რუბინშტაინი, რომელიც Apple-ის რუტერებზე მუშაობდა და Qualcomm-ისა და Amazon-ის საბჭოს წევრია, ახლა Eero-ს მრჩევლად მუშაობს. გაიგო თუ არა Eero-ს შესახებ, კომპანიის იდეით აღფრთოვანდა და საქმეში ჩართვა მოუნდა: „მგონია, რომ Eero-მ ზოგი ადამიანი გამოაფხიზლა“.

Previous Post

Flipagram-ი დიდია

Next Post

იანვარში 4.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
იანვარში 4.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

იანვარში 4.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result