Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს საბანკო სექტორმა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა

by Salo Papalashvili
September 21, 2023
in საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
საქართველოს საბანკო სექტორმა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა
0
SHARES
0
VIEWS

ეროვნულმა ბანკმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში აღსრულდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სებ-მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა რომ ქართული ფინანსური სექტორი სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით მოქმედებს და საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის მსგავსი სანქციების დაწესების პირველი პრეცედენტია და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლითაც ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან. ბანკებს, კონკრეტულად ფარცხალაძის შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნების დაცვას სანქციებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება “ბაზისბანკს”, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნასაც გულისხმობს. „ლიბერთი ბანკის“ განცხადებით კი, ფარცხალაძე მათი კლიენტი არ არის და არც სანქციების დაწესების პერიოდში ყოფილა, რის გამოც, საკითხთან დაკავშირებით ამჟამად კომენტარს ვერ გააკეთებენ.

საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკების გადაწყვეტილებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა. თურნავას განცხადებით, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს მარეგულირებლის ბრძანებას, რადგან ის საქართველოს კანონმდებლობით ხელმძღვანელობს.

„სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აცხადებს თურმანიძე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ლეჟავამ გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკვე მიმართა. უცნობია, უკავშირდება თუ არა ლეჟავას გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბერს მიღებულ ცვლილებებს. ლეჟავას შემდეგ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმაც.

Previous Post

ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ შეტაკებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

Next Post

Neuralink-ი ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

Salo Papalashvili

Next Post
Neuralink-ი ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

Neuralink-ი ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result