Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოცულობით ქვეყნების მოსახლეობის რეიტინგი

by Salo Papalashvili
September 21, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოცულობით ქვეყნების მოსახლეობის რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

კრიპტოვალუტებით გადახდის პლატფორმა TripleA-ის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით, ციფრული აქტივების 420 მილიონზე მეტი მომხმარებელი აღირიცხება. კრიპტოვალუტები ყველაზე დიდი პოპულარობით კი ე.წ. „გლობალურ სამხრეთში“ სარგებლობს, სადაც, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობა მსგავსი ტიპის აქტივებში ინვესტირების ყველაზე მაღალი მოცულობითაც გამოირჩევა.

გლობალურად, კრიპტოვალუტის გამოყენების სიხშირის გეოგრაფიულად შეფასებისთვის, ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ბლოკჩეინის მონაცემთა პლატფორმა Chainalysis-მა ინდექსი შეიმუშავა. 0-დან 1-მდე სკალით, ინდიკატორი იმ ქვეყნების მოსახლეობას აფასებს, რომლებიც თავიანთი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს სწორედ კრიპტოვალუტაში აბანდებენ.

ინდექსის მეთოდოლოგია მარტივია და ხუთ ძირითად ქვეინდიკატორს ეფუძნება, ესენია: ცენტრალიზებული მომსახურების ღირებულება, საცალო ცენტრალიზებული მომსახურების ღირებულება, P2P სავალუტო ვაჭრობის მოცულობა, DeFi-ის მოცულობა, საცალო DeFi-ის მოცულობა. თითოეული ქვეინდექსი ქვეყნების მიერ სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტის სერვისების გამოყენებას ეფუძნება. საერთო ჯამში, Chainalysis-მა 154 ქვეყანა მოიცვა და რეიტინგის შედგენისას მათი ისეთი მახასიათებლებიც გაითვალისწინა, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა და მსყიდველუნარიანობა.

Chainalysis-ის ინდექსით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრული 1 ქულა დაიმსახურა და მოსახლეობის მხრიდან კრიპტოვალუტების ათვისების რეიტინგსაც ლიდერობს, ინდოეთია. შემდეგ მოდის ნიგერია (0.642), მესამე ადგილს კი ვიეტნამი (0.568) იკავებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აღნიშნული სამი ქვეყანა სცდება 0.5-იან შეფასებას, მათზე ბევრად დაბალი ქულით კი ხუთეულს ამერიკის შეერთებული შტატები (0.367) და უკრაინა (0.215) ასრულებენ. ცნობისთვის, უკრაინა ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც რეიტინგის ათეულში მოხვედრა მოახერხა.

ცნობისთვის, Chainalysis-ის რეიტინგში საქართველო 0.021 ქულით 51-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი, ქვეყნის სხვა მეზობლების ქულები კი შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი 0.013 ქულით 73-ე პოზიცია, სომხეთი 0.008 ქულით 88-ე პოზიცია, თურქეთი 0.142 ქულით მე-12 პოზიცია და რუსეთი 0.140 ქულით მე-13 პოზიცია.

Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების ათვისების ყველაზე მაღალი ხარისხით ცენტრალური და სამხრეთი აზია გამოირჩევა. რეალურად, ტოპ-10 ქვეყნიდან ექვსი სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. პლატფორმის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ბოლოს განვითარებული რთული მოვლენების შემდეგ, ამჟამად, კრიპტოს ათვისება საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, დაბალი-საშუალო შემოსავლის ქვეყნები, ამ მხრივ, სხვებთან შედარებით, ბევრად მაღალი აქტიურობით გამოირჩევიან.

ეს კი გარკვეულწილად ნიშნავს, რომ, მართალია, მსგავს ქვეყნებს განვითარებადი, დინამიკური ეკონომიკა ახასიათებთ, სამომავლოდ მათი როლი გლობალური ძალაუფლების გადანაწილებაში შესაძლოა, უფრო ძლიერიც კი გახდეს. ამ მომავლის ძირითადი მამოძრავებელი კი, ამ ქვეყნებში მომხმარებელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, Chainalysis-ის პროგნოზით, სწორედ კრიპტოვალუტა იქნება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ელ-სალვადორი უკვე ერთი ნაბიჯით წინაა, რადგან 2021 წლის სექტემბერში ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ ფასიან ქაღალდად გამოაცხადა და ადგილობრივ ბიზნესს კრიპტოვალუტის მიღებაზე ნებართვის გაცემა მოსთხოვა.

კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოცულობით ქვეყნების მოსახლეობის რეიტინგი:

  1. ინდოეთი – 1 ქულა
  2. ნიგერია – 0.642 ქულა
  3. ვიეტნამი – 0.568 ქულა
  4. ამერიკის შეერთებული შტატები – 0.367
  5. უკრაინა – 0.215 ქულა
  6. ფილიპინები – 0.208 ქულა
  7. ინდონეზია – 0.203 ქულა
  8. პაკისტანი – 0.164 ქულა
  9. ბრაზილია – 0.163 ქულა
  10. ტაილანდი – 0.145 ქულა
Previous Post

„ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან“ – განცხადება

Next Post

პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად ხომერიკისა და ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად ხომერიკისა და ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result