Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ გამდიდრდა „კოდაკი“?

by Forbes.ge
September 19, 2023
in ბიზნესი, ყველა სიახლე
0
როგორ გამდიდრდა „კოდაკი“?
0
SHARES
0
VIEWS

„კოდაკი“ ფოტოაპარატების გაყიდვით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, ჩამორჩება „სონის“, „ქენონს“, „ნიკონს“ და „ლაიფთაჩს“. 2022 წელს „კოდაკმა“ 1.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 26 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები – 2.3 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 350 მილიონი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 4 200 ადამიანი.

„კოდაკის“ სრული სახელწოდება Eastman Kodak Company-ია. ის ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, რომელსაც საფუძველი 1880 წელს, აშშ-ში, როჩესტერში ჩაეყარა, როდესაც ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯორჯ ისტმენმა და ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჰენრი სტრონგმა თანამშრომლობა დაიწყეს.1881 წელს მათ დააარსეს Eastman Dry Plate Company, რომელიც ფოტოაპარატებისთვის მშრალ ფირფიტებს ყიდდა. პირველ წლებში კომპანია ფირების წარმოების ტექნოლოგიის დახვეწით და განვითარებით გამოირჩეოდა. 1889 წელს 10 000 აქცია გაყიდა და ამ გზით 1 მილიონი დოლარი მოიზიდა.

კომპანიის მთავარი წარმატება და ისტორია 1988 წელს, პირველი ფოტოაპარატის გამოშვებით იწყება, რომელიც თავის პერიოდის კამერებთან შედარებით მსუბუქი იყო და ტარება შეიძლებოდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ფოტოაპარატი 25 დოლარი ღირდა და თუ მანამდე ის ფუფუნების საგნად ითვლებოდა, უფრო ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. კომპანია ასევე ყიდდა ფოტოების დაბეჭდვისთვის საჭირო მასალებს და მომსახურებას, მისი დევიზი იყო: „თქვენ დააჭირეთ ღილაკს, დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ“.

კომპანიას Eastman Kodak Company 1892 წლიდან ეწოდა. სიტყვა „კოდაკი“ არაფერს ნიშნავს. დამფუძნებლებს უბრალოდ სურდათ, რომ კომპანიას მოკლე, მარტივად დასამახსოვრებელი სახელი ჰქონოდა, რომელიც სხვა არაფერთან იქნებოდა დაკავშირებული.

მე-19 საუკუნის დასასრული და მე-20-ის დასაწყისი კომპანიისთვის წარმატებული იყო როგორც ფოტოაპარატებს ხარისხის გაუმჯობესების ასევე ცნობადობის ზრდის და სხვა ქვეყნებში გასვლის მხრივ. 1897 წელს ფილიალი გახსნეს საფრანგეთში.

კომპანიისთვის რევოლუციური იყო 1900 წელი, როდესაც „კოდაკ ბროუნის“ კამერა გამოუშვეს, რომელიც 1 დოლარი ღირდა, ხოლო კამერისთვის საჭირო ფირი – 15 ცენტი. ფოტოაპარატები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მაშინდელი 1 დოლარი დღევანდელ 40 დოლარს უდრის. 1907 წელს კომპანიას უკვე 5 000 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და პროდუქცია ევროპასა და სხვა ქვეყნებში გაჰქონდა გასაყიდად.

„კოდაკი“ მასალების წარმოებაში ვერცხლს იყენებდა. 1922 წელს აშშ-ში ვერცხლის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო ამერიკის ხაზინის შემდეგ. 1930 წელს „კოდაკი“ „დოუ-ჯონსის“ ინდექსში შეიყვანეს.

მე-2 მსოფლიო ომის დროს „კოდაკმა“ ტრადიციული პროდუქციის წარმოება შეწყვიტა და ჯარისთვის საჭირო ინვენტარს და აღჭურვილობას აწარმოებდა. ომის შემდეგ კომპანიის შემოსავლები სწრაფად გაიზარდა, 1962 წელს 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 1966 წელს – 2 მილიარდ დოლარს. 1963-1970 წლებში კომპანიამ 50 მილიონი ფოტოაპარატი გაყიდა.

„კოდაკი“ არის კომპანია, რომელმაც პირველი ციფრული ფოტოაპარატი გამოუშვა 1975 წელს.

1980-იანი წლებიდან ფოტოაპარატების ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, განსაკუთრებით – იაპონური კომპანიების მხრიდან. მაგალითად, „ფუჯიფილმი“ აშშ-ის ბაზარზეც სერიოზულ კონკურენციას უწევდა, რადგან ფოტოკამერების მიწოდება უფრო იაფად შეძლო, ვიდრე „კოდაკმა“. თუმცა, „კოდაკის“ შემოსავლები ზრდას აგრძელებდა და 1996 წელს 16 მილიარდ დოლარს მიაღწია. აშშ-ის ბაზრის 74%-ს ისევ „კოდაკი“ ინარჩუნებდა.

2000-იან წლებში კომპანია თითქმის სრულად გადავიდა ციფრული ფოტოაპარატების წარმოებაზე. 2005 წელს ციფრული კამერების გაყიდვით აშშ-ის ბაზარზე პირველი იყო და მხოლოდ მათი წარმოებით 6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა აზიური კომპანიებისგან კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა და 2007 წელს „კოდაკი“ აშშ-ში გაყიდვებით უკვე მე-4 იყო „ქენონის“, „სონის“ და „ნიკონის“ შემდეგ. 2010 წელს მისი წილი ბაზარზე 7%-მდე შემცირდა.

„კოდაკის“ გართულებულ მდგომარეობას 2008-2010 წლებში მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი დაერთო და 2012 წლის იანვარში კომპანია გაკოტრდა. გაკოტრებისგან თავის დასაღწევად კომპანიამ მილიარდობით დოლარის პატენტები და საწარმოები გაყიდა.

2013 წლის ბოლოს „კოდაკი“ ბაზარზე დაბრუნდა როგორც გაცილებით მცირე კომპანია, რომელიც ძირითადად ციფრულ ბეჭდვასა და ფილმების გადასაღები ტექნოლოგიის წარმოებაზეა ორიენტირებული. ბოლო 8 წელიწადში მისი შემოსავალი 1-2 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს, როდესაც 2000-იან წლებში 16 მილიარდ დოლარს აღწევდა.

Previous Post

საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის 50%-იანი ქეშბექ აქცია ბიზნესისმომხმარებლებისთვის 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

Next Post

რა არის ეკონომია მასშტაბზე?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რა არის ეკონომია მასშტაბზე?

რა არის ეკონომია მასშტაბზე?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result