Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახალი ინდუსტრიული რევოლუცია. საფრთხე თუ შესაძლებლობა?

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ახალი ინდუსტრიული რევოლუცია. საფრთხე თუ შესაძლებლობა?
0
SHARES
0
VIEWS

დააკვირდით დისკუსიებს საქართველოს განვითარების შესახებ. ხშირად გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა: აღორძინება, ძველი დიდება, აღდგენა, განახლება და სხვა. მეტი დამაჯერებლობისთვის იშველიებენ საბჭოთა კავშირის დროინდელ სტატისტიკასაც და ქვეყნის მომავალს ნოსტალგიანარევი სენტიმენტებით აღსავსენი განიხილავენ. ისევ წარსულში ვიქექებით და იქ ვეძებთ წარმატების გასაღებს. ბევრ დროს ვხარჯავთ იმაზე ფიქრში, თუ რა იყო გუშინ და არა იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. ამასობაში მსოფლიო იცვლება. არავის აქვს მოლოდინი იმისა, რომ 21-ე საუკუნის ეკონომიკა და მისი სტრუქტურა ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის. ქრება ბევრი პროფესია, მთელი რიგი დარგებიც კი. თუმცა ჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი ტიპის სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო და აქტუალური თემებით. ასე იყო წელსაც. თუმცა, რომ არა ნავთობის ფასი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, წლევანდელი ფორუმის ცენტრალური თემა უეჭველად იქნებოდა ახალი ინდუსტრიული რევოლუცია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ფორუმზე დიდი დრო დაუთმეს. მათ უკვე დაიწყეს ფიქრი და მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე; სად იქნება მათი ქვეყნის ადგილი ახალ რეალობაში, ახალ მოცემულობაში, რომელსაც უკვე უწოდეს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია.

ყველაფერი ორთქლზე მომუშავე ძრავის შექმნით დაიწყო. თუ საუკუნეების განმავლობაში ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობა იყო, მე-18 საუკუნის ბოლოდან ადამიანის კუნთის ჩანაცვლება მანქანამ შეძლო და მისი შრომის პროდუქტიულობა გაზარდა. შედეგად, მრეწველობამ ნელ- ნელა დაიწყო ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტური ადგილის მოპოვება და ახალი ტიპის სამუშაო ადგილების გენერატორადაც იქცა. ამას მოჰყვა მეორე ინდუსტრიული რევოლუცია: ელექტროენერგიის გამოყენებით მასობრივ წარმოებას ჩაეყარა საფუძველი და ურბანიზაციის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. მესამე ინდუსტრიულმა რევოლუციამ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიდო სათავე, როცა ახალმა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა პროცესების ავტომატიზება გახადა შესაძლებელი. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ადამიანის ფუნქციები წარმოების პროცესში, თუმცა სრულად ვერ გამორიცხა მისი როლი.

დღეს კი ახალი, რიგით მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ჩანასახს ვხედავთ, რომელიც ძირეულად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას მომავალში. ექსპერტების პროგნოზით, მალე ვირტუალური ქსელის მეშვეობით თითქმის ყველა ელექტროხელსაწყო ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და ისინი ინტენსიურად გაცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები. კიბერფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული ე.წ. ჭკვიანი წარმოება (smart production) კიდევ უფრო გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას. მომხმარებლებისთვის გაჩნდება სრულიად ახალი ტიპის სერვისები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. ხელოვნური ინტელექტი არის ის, რითაც ახალი ინდუსტრიული ეპოქა გამოირჩევა და ეს უკვე რეალობაა.

რას ნიშნავს ახალი ინდუსტრიული რევოლუცია საქართველოსთვის? რამდენად მომზადებული ხვდება საქართველო ახალ გამოწვევებს? ჩვენ ხომ რეალურად ინდუსტრიული რევოლუციის წინა სამი ეტაპიდან არც ერთი არ გაგვივლია სრულყოფილად და მოვლენებს მხოლოდ შორიდან ვუცქერდით.

ალბათ “ეკონომიკა 4.0” ჩვენი ქვეყნისთვის შანსსაც წარმოადგენს და საფრთხესაც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს საქართველო ამ ახალი გამოწვევის საპასუხოდ. თუ ჩვენ შევეცდებით ქვეყნის ეკონომიკა წარსულ გამოცდილებაზე დავაშენოთ, მაშინ მას მომავალი არა აქვს, რადგან ამ გამოცდილების ფასი თითქმის ნულის ტოლია. ჩვენ ასევე არ გვაქვს იმის დრო, რომ ვტკეპნოთ განვითარებული ქვეყნების ნაკვალევი, რადგან მაშინ ვერასდროს დავეწევით მათ. საქართველომ უნდა გაუსწროს დროს, მხარი აუბას უახლეს ტენდენციებს და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობები სხვა ქვეყნებთან შედარებით.

როგორც არ უნდა ვეცადოთ, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის გარეშე “ეკონომიკა 4.0” საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს. ამიტომ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. “ეკონომიკა 4.0” სრულად ეფუძნება ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების აქტიურობას. თუმცა მათ საკუთარი იდეების განვითარებისა და განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. უცხოური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად კარგი გზაა ტექნოლოგიური პარკების შექმნა, რაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი.

პიონერი ტექნოლოგიური პარკის შექმნის კუთხით იყო აშშ, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე გასული საუკუნის 50-იან წლებში ლეგენდარული სილიკონის ველი (Silicon Valley) დაარსდა. დღესდღეობით უკვე 400-ზე მეტი ტექნოპარკია მსოფლიოში და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. ამ კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერობენ ბელორუსი, რუსეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მინსკის High-Tech Park 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 144 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 55% უცხოელი ინვესტორების დაფუძნებულია. მათ შორის ყველაზე ცნობილი Viber-ია.

საქართველომ მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. 2010 წელს მიღებულ იქნა “საქართველოს კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ”, რასაც მომდევნო წელს მოჰყვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მცირე ზომის და საქართველოში პირველი ICT მიმართულების ბიზნესინკუბატორის შექმნა. 2014 წელს კი დაარსდა “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო”, რომელმაც 2016 წელს საქართველოში პირველი ტექნოპარკი გახსნა. ის დაინტერესებულ პირებს აძლევს თანამედროვე ინდუსტრიული ლაბორატორიების, ერთიანი სამუშაო სივრცისა და start-up კომპანიების განვითარების სხვა შესაძლებლობებს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი სამუშაო გველის. აუცილებელია რეფორმების გაგრძელება განათლების სფეროში და საგადასახადო კანონმდებლობის მორგება ICT სექტორზე. გადამწყვეტი როლი შეუძლია ითამაშოს უცხოურმა ინვესტიციებმა IT-სფეროში, რომლებიც, სამწუხაროდ, დღესდღეობით არცთუ ბევრია.

ბუნებრივია, რთულია იმის მტკიცება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები უპირობოდ იქცევა საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივად, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას შანსი ამ კუთხით აქვს. კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სისტემა, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა და ბიზნესის კეთების კომფორტული გარემო ამის კარგი წინაპირობა იქნება. ნიჭიერი ადამიანების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით. თუ დღესვე არ დავიწყეთ მომავალში ინვესტირება, შესაძლოა ვერც ინდუსტრიული რევოლუციის მორიგმა ტალღამ მოაღწიოს ჩვენამდე და საქართველომ სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი დაბალგანვითარებული, უპერსპექტივო ქვეყნების სიაში.

Previous Post

ტექნოლოგიური კორპორაციები მონაცემთა დაცვის ზომებს ამკაცრებენ

Next Post

რატომ მყარდება ლარი?

მაგდა დოლიძე

Next Post
რატომ მყარდება ლარი?

რატომ მყარდება ლარი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result