Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ომი ნაღდი ფულის წინააღმდეგ

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes
0
ომი ნაღდი ფულის წინააღმდეგ
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო დროს ყურადღებას იპყრობს ერთი იდეა, რომელიც დოლარისა და ევროს დიდი კუპიურების მოსპობაში მდგომარეობს. ეს მოსაზრება გრაფიკულად ასახავს დღევანდელი ლიბერალური ეკონომიკის პოლიტიკის შემქმნელებისა და ეკონომისტების გამაოგნებელ სიბრიყვეს… და ინტელექტუალურ გაკოტრებასაც. ყოფილი სახელმწიფო ხაზინადარი და ჰარვარდის პრეზიდენტი, ლარი სამერსი აშშ-ს აქეზებს, რომ $50- და $100-იანი კუპიურები გავაუქმოთ. ბევრი მითქმა-მოთქმაა €500-იანი კუპიურის აკრძალვის შესახებაც.

გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ ეს, ვითომდა, დაგვეხმარება ტერორისტებთან, მექრთამეებთან, ნარკოდილერებსა და გადასახადებისგან თავის ამრიდებლებთან ბრძოლაში. ასე, თითქოს, ცუდ ბიჭებს გადაადგილებასა და ბოროტი გზებით მოპოვებული ფულის შენახვაში პრობლემებს შევუქმნით.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სავალუტო კუპიურა ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულებითაა და ის ბრუნვაში 10 მილიარდზე მეტია. მოსაზრება, რომ ისეთ ბოროტმოქმედებს, როგორიცაა მექსიკური ნარკოკარტელები და ISIS-ი, სერიოზული დაბრკოლებები შეექმნებათ “ბენჯამინის” არარსებობის შემთხვევაში („ოჰ, ფულის ტომრები ახლა ზედმეტად მძიმეა. მოდი, დავნებდეთ!“), იმდენად კომიკურია, რომ კაცი იფიქრებს, სამერსი და კომპანია Saturday Night Live-ის სკეტჩებისთვის კასტინგს გადიანო.

სავალუტო ექსპერტი სეთ ლიპსკი ლაკონიურად აღნიშნავს New York Post-ში: “როცა კრიმინალები იარაღს იყენებენ, დემოკრატებს უნდათ, იარაღი კანონმორჩილ ხალხს ჩამოართვან. როცა ტერორისტები ასდოლარიანებს იყენებენ, ლიბერალებს უნდათ, დანარჩენ სამყაროს “ბენჯამინები” აგვიკრძალონ”.

თუ ობამას ადმინისტრაციას მართლაც სურს, ტერორისტებს რესურსები შეუზღუდოს, მაშინ რატომ აბრუნებს ათობით მილიარდ დოლარს პლანეტის ტერორიზმის ცენტრში, ირანში?

ნამდვილი მიზეზი ნაღდი ფულის წინააღმდეგ გამოცხადებული ომისა, რომელიც დიდი კუპიურებით იწყება და მერე თანდათან ქვემოთაც ჩამოვა, „დიდი მთავრობის“ მხრიდან ძალაუფლების ჩაბღაუჭების მახინჯ მცდელობაში მდგომარეობს. ადამიანების კონფიდენციალურობა შეიზღუდება: ელექტრონული ვაჭრობა „დიდ ძმას“ უადვილებს, გაიგოს, რას ვაკეთებთ, და შესაბამისად, უადვილებს, ხელი შეუშალოს იმ აქტივობებს, რომლებიც არ მოსწონს, როგორიცაა, მაგალითად, მარილის, შაქრის, გაზიანი სასმელების დიდი ბოთლებისა და ბიგ-მაკების ყიდვა.

ნაღდი ფულის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი ეკონომიკური კომისრების ფანტაზიას კვებავს, რომ ისინი თითქოს შეძლებენ, უკეთ აკონტროლონ ეკონომიკა. ვაშინგტონში, ტოკიოსა და ევროკავშირში, პოლიტიკის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ მათი სტაგნაციაში შესული ეკონომიკების მიზეზი ისაა, რომ ხალხი ისე არ ხარჯავს ფულს და ისეთ კაპიტალდაბანდებებს არ აკეთებს, როგორც საჭიროა. როგორ ვაიძულოთ ეს ბნელი, ურჩი არსებები გააკეთონ ის, რაც უნდა გააკეთონ? ჩვენი ფეოდალების უახლესი ყოვლისშემძლე წამალი უარყოფითი საპროცენტო განაკვეთებია. თუ ადამიანები თავიანთი ფულის შესანახად საკომისიოებს იხდიან, როგორც ამას თავიანთი ნივთების შემნახველ საშუალებებში მოთავსებისას აკეთებენ, მაშინ, ღმერთმანი, ხომ უფრო მოწადინებულნი იქნებიან, რომ დახარჯონ! ნაღდი ფულის დაგროვების შესაკავებლად (როცა იაპონიამ გამოაცხადა, რომ უარყოფითი საპროცენტო სარგებლების დაწესებას აპირებდა, სეიფების გაყიდვები საოცრად გაიზარდა), ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი კუპიურების თავიდან მოშორება მოუნდებათ.

არ ვხუმრობთ. მეტად ავტორიტეტულმა ავტორმა, რომელიც ერთ ნაშრომში დიდი კუპიურების აკრძალვის ქომაგად მოგვევლინა, განაცხადა: “უარყოფითი საპროცენტო სარგებლის შემოღება ძლიერი სტიმული იქნება, ანაბრების შენახვა ნაღდ ფულში მოხდეს. დიდი კუპიურების გაუქმება, რომელიც ნაღდი ფულის შენახვას მოუხერხებელს გახდის, ამ პრობლემას შეამსუბუქებს”.

ფულის ღირებულებით მანიპულაცია და საპროცენტო სარგებლის, ანუ ფულის ფასის, კონტროლი არასდროს მუშაობს. ღირებულებას თავად ფული ზომავს. ეს არის უფლება სერვისებზე და ვაჭრობისა და ინვესტიციის გამარტივების იარაღი.

მიზეზი, რატომაც მსოფლიო ეკონომიკები შავ დღეში არიან, – რაც ცეცხლს უნთებს სიბრაზეს, უკმაყოფილებასა და მახინჯ პოლიტიკას – გახლავთ სტრუქტურული, მთავრობების მიერ შექმნილი ბარიერები: არასტაბილური ფული, სულის შემხუთველი რეგულაციები და გადასახადების ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

 

 

Previous Post

Forbes Georgia. 2016 წლის აპრილის ნომერი

Next Post

Apple-ი ჩინეთის ბაზარზე ლიდერის პოზიციას კარგავს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Apple-ი ჩინეთის ბაზარზე ლიდერის პოზიციას კარგავს

Apple-ი ჩინეთის ბაზარზე ლიდერის პოზიციას კარგავს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

Recent News

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result