Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ და ტრანსფორმაციულ ბანკად დასახელდა — ინტერვიუ გიორგი ვახტანგიშვილთან

by იზა გვარამაძე
September 11, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ და ტრანსფორმაციულ ბანკად დასახელდა — ინტერვიუ გიორგი ვახტანგიშვილთან
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკმა გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Global Finance-ისგან მორიგი აღიარება მოიპოვა. იგი ახლახან 2023 წლის საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის, 20 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა, მათ შორის, მიიღო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ყველაზე ინოვაციური და ტრანსფორმაციული ბანკის ტიტულიც. ამ აღიარების შესახებ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი გვესაუბრება.

“ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიის 20 ქვეკატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. ჩვენი ძალისხმევის აღიარება ისეთი გლობალური გამოცემის მიერ, როგორიც Global Finance-ია, ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ციფრული სერვისები თუ პროდუქტები ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე გამორჩეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგების სფეროს ჩამოყალიბების პროცესში. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები და არ გავჩერდეთ”, — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

იგი აღნიშნავს, რომ ოც კატეგორიაში საქართველოს ბანკის გამარჯვებულად დასახელება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მოწინავე ადგილს იკავებს ბანკის ციფრული არხები, პროდუქტები და გამოცდილება არა მარტო საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

ცვლილებები

ამ აღიარებამდე ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მათ შორის იყო მობილბანკის ტრანსფორმაცია ფინანსური Super-App-ის მიმართულებით.

გიორგი განმარტავს, რომ ეს გულისხმობს მომხმარებლებისთვის არა მარტო საბანკო სერვისების შეთავაზებას ციფრული არხებით, არამედ მათ საჭიროებებზე მორგებული სხვა ფინანსური და არაფინანსური სერვისების გაჩენას. ესენია სადაზღვევო პროდუქტების აქტივაციის შესაძლებლობა, ყოველდღიური შეთავაზებები თუ ფასდაკლებები, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობა, სახელმწიფო სერვისების პირდაპირ მობილ ბანკიდან მიღება და სხვა. ამას ემატება საქართველოს ბანკის სხვადასხვა ციფრული არხის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთიანი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, რაც Single-Sign-On-ის გაჩენით გამოიხატება.

“თუ აქამდე სხვადასხვა არხში დამოუკიდებელი პროცესები არსებობდა გარკვეული სერვისის თუ პროდუქტის აქტივაციის ჭრილში, დღეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ერთი Flow შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ციფრულ არხს ისე, რომ მომხმარებელი ამას ვერც აცნობიერებდეს და მისთვის საუკეთესო გამოცდილებას იღებდეს”, — ამბობს გიორგი.

ცვლილებებისა და ინოვაციების კუთხით, გიორგი იმ დიდ ნაბიჯებსაც გამოყოფს, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების კუთხით გადაიდგა. მისი თქმით, ეს ციფრულ არხებში მომხმარებელზე მორგებულ UX პროცესებში გამოიხატება, მაგალითად, ასეთებია: პერსონალიზებული და რელევანტური შეთავაზებების მიღება, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური კუთხით; ფიზიკურ ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით რეგისტრაცია; ჩატბოტი სწრაფი მხარდაჭერისთვის და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სერვისებს საკუთარი არხების მიღმა, ქართულ ციფრულ პლატფორმებზეც აწვდის. მაგალითისთვის, ბიზნეს მომხმარებლებს შეუძლიათ საქართველოს ბანკის ავტორიზაციის გამოყენება, ასევე მრავალფეროვანი გადახდის მეთოდების ჩაშენება ელექტრონული კომერციის საიტებზე, მათ შორის ნაწილ-ნაწილ გადახდის, ციფრული განვადებისა და სხვა პროდუქტების შეთავაზება საკუთარი მომხმარებლებისთვის.

“ამ ყველაფერმა მოგვცა ის, რომ ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს ჩვენს ციფრულ არხებს და მათი კმაყოფილება ძალიან მაღალ ნიშნულზე, 90 ქულაზე მეტია”, — ამბობს გიორგი.

ცვლილებები შეეხო ბიზნეს მიმართულებასაც, ფინტექ ინდუსტრიას და ბიზნესებს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამარტივებისა და გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობები შესთავაზა.

ბიზნეს ინტერნეტ ბანკი, ბიზნეს მობილ ბანკი და ახლა უკვე ბიზნეს მენეჯერი ის ციფრული არხებია, რომლებიც ბიზნესების საჭიროებებს ფარავს.

ბიზნესს ახლა უკვე ციფრულად შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სერვისი ბიზნეს ინტერნეტბანკისა და მობილბანკის საშუალებით. ესენია ტრანზაქციული სერვისები, საბანკო პროდუქტების სრულად ციფრულად აქტივაცია, სახელფასო მართვის მოდული, ბიზნეს ფინანსური მენეჯერი, ციფრული რეგისტრაცია, ოპერაციების დადასტურება, უფლებების მართვა და სხვა მრავალი.

რაც შეეხება ბიზნეს მენეჯერს, ეს ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს: გადახდების მენეჯერს, Ads მენეჯერსა და API მენეჯერს.

“საოპერაციო ეფექტურობა, საკუთარი ბიზნესის თუ მომხმარებლების ანალიზი, გაყიდვების ზრდა თუ ახალი სერვისების შექმნა — ამ ყველა მიზნის მიღწევაში ბიზნეს მენეჯერს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების ყოველდღიურობაში” — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

ის ასევე გამოყოფს ბიზნესმენეჯერის გამორჩეულ მიმართულებას, API მენეჯერს, რომელიც ბიზნესებს საბანკო სერვისების საკუთარ ციფრულ პროდუქტებში ინტეგრაციაში ეხმარება.

“ყველა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადახდების მიღება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში. გადახდების API ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულ სივრცეში მრავალფეროვანი გადახდების საშუალება დანერგონ — ბარათით, პირდაპირ ანგარიშით, საქართველოს ბანკის ლოიალობის ქულებით, ნაწილ-ნაწილ, GooglePay-ით და ApplePay-ით”. ეს კი როგორც API მენეჯერის, ისე, ზოგადად, ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია.

ლიდერი ციფრულ ინოვაციებში

გიორგი ვახტანგიშვილის შეფასებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველოს ბანკის არაერთი მიმართულებით საუკეთესოდ დასახელება პრესტიჟულია ქვეყნისთვისაც. “მსგავსი ტიპის საერთაშორისო აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი დიდი გუნდისთვის, ასევე, ზოგადად, ქვეყნისთვის, რადგან ძალიან დიდი რესურსების მქონე ბანკებს ვუწევთ კონკურენციას  ფინანსური და ციფრული სერვისებით, რაც საამაყოა. ამავდროულად, ამ აღიარებით ვიპყრობთ ბევრი ინვესტორისა თუ ფინანსური ინსტიტუტის ყურადღებას. ისინი ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების რესურსი”, — ამბობს ის.

საქართველოს ბანკმა ძალიან დიდი ციფრული ტრანსფორმაციის გზა გაიარა. შედეგად კი, ის ციფრული ინოვაციების მიმართულებით ლიდერი გახდა. გიორგის შეფასებით, ამის გამოხატულებაა საქართველოში ყველაზე დიდი აქტიური ციფრული პლატფორმის არსებობა.

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება და მათთვის დროულად საჭიროებების დაკმაყოფილება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენს ციფრულ სერვისებს იყენებენ და ამავდროულად, პროდუქტების განვითარებაში ერთვებიან. ყოველდღიურად ვიღებთ მათ უკუკავშირს და მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი ციფრული არხები კიდევ უფრო გავამარტივოთ და მეტი შესაძლებლობებით თუ სიახლეებით გავაფართოოთ.

ამავდროულად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძლიერ გუნდს, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს და მუდმივად მზადაა, ახალი სიმაღლეები დაიპყროს. ეს კი საერთაშორისო მასშტაბითაც არ რჩება შეუმჩნეველი”, — ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი. S

Previous Post

მიწისძვრას მაროკოში 2,100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა | სამძებრო ღონისძიებები გრძელდება

Next Post

აგვისტოში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი გაიზარდა

იზა გვარამაძე

Next Post
აგვისტოში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი გაიზარდა

აგვისტოში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result