Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართული ლატარია – როცა მოგებული არავინაა

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
ქართული ლატარია – როცა მოგებული არავინაა
0
SHARES
0
VIEWS

ნუთუ შეიძლება, ლატარიის კომპანია წაგებიანი იყოს? თურმე შეიძლება და მისი სახელია შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია” – სახელმწიფოს მართვაში არსებული, ბაზრის მონოპოლისტი საწარმო, რომელიც წლებია, ზარალზე მუშაობს. მისი ისტორია 2009 წელს იწყება. დაფუძნებიდან ერთ თვეში ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება და ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას იღებს. იმ დროისთვის კომპანია 100%-ით კერძო იყო და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შპს „ლექსორ კაპიტალ კორპს“ ეკუთვნოდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებას თუ დავეყრდნობით, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ტენდერი რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალური ოდენობის თანხის გადახდის პირობით მოიგო. კერძოდ, წარდგენილი წინადადება ითვალისწინებდა 10 წლის განმავლობაში 4,248,129,000 ლარის ოდენობის მთლიან შემოსავალს და სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანს ჯამში 913,351,000 ლარის ოდენობით. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით, შემდგომი 10 წლის განმავლობაში კომპანიის დღიური შემოსავალი 1,163,870 ლარი უნდა ყოფილიყო, ე.ი. საქართველოს 15 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე (2009 წლის მონაცემებით) კვირაში ლატარიაში საშუალოდ 2.24 ლარს დახარჯავდა. ასეთი ოპტიმისტური გეგმებით დაიწყო ოპერირება კომპანიამ 2009 წელს, სანამ მოულოდნელად, 2011 წლის 9 აგვისტოს შპს „ლექსორ კაპიტალ კორპმა“ კომპანიის 70%-იანი წილი სახელმწიფოს, კონკრეტულად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გადასცა, ხოლო 30%-იანი წილი თავად დაიტოვა. სამინისტრომ კი რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიის მართვის უფლება საქართველოს ფოსტას გადაულოცა. მას შემდეგ საქართველოს ლატარიის კომპანიასა და საქართველოს ფოსტას საერთო დირექტორი ჰყავს.

მოგვიანებით, 2015 წლის ანტიკრიზისულ პაკეტში ლატარიის კომპანიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული 70%-იანი წილი საპრივატიზაციო ნუსხაში, ხოლო 2016 წლის 14 იანვარს ფინანსთა სამინისტროს ონლაინ-აუქციონზე გამოჩნდა. ვაჭრობას უხმაუროდ უნდა ჩაევლო, რომ არა ერთი გარემოება: ლოტის დაბალი საწყისი ფასი – 1000 ლარი. აუქციონის გვერდზე ეწერა, რომ კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 216,318,937 ლარს შეადგენდა, საიდანაც 62,634,927 ლარი მხოლოდ საურავი იყო. სხვა ინფორმაცია კომპანიის შესახებ გამოქვეყნებული არ იყო. ფინანსთა სამინისტრო დღემდე ასაიდუმლოებს სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსს, რამაც აუქციონის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის ფონზე, პროცესი შეჩერდა, ხოლო სახელმწიფოს გეგმები კომპანიასთან დაკავშირებით დღემდე უცნობია.

ზოგადად, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ლატარიას სახელმწიფო ატარებს. ეს მიდგომა ხშირად გვხვდება ევროპაში, სადაც სახელმწიფო ლატარიების ჩატარების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს და მათ მიმართ ნდობა დიდია. ზოგიერთ ქვეყანაში არა მხოლოდ ლატარია, არამედ სხვა ტიპის აზარტული თამაშებიც კი სახელმწიფოს ხელშია და სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. ამ მხრივ გამორჩეულია ფინეთი, სადაც აზარტული თამაშების ჩატარების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კომპანიას აქვს, რომელიც ქვეყნის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. აშშ-ში ლატარია შტატების დონეზე ტარდება. თითქმის ყველა შტატის მთავრობა ფლობს საკუთარ გათამაშებას და დიდ შემოსავლებსაც იღებს ამ გზით. 2009 წელს თერთმეტი შტატის ბიუჯეტში ლატარიიდან უფრო მეტი ფული შევიდა, ვიდრე მოგების გადასახადიდან. ზოგიერთი მკვლევარი სახელმწიფო ლატარიას გადასახადის ერთგვარ სახეობადაც კი განიხილავს. მიღებული თანხებით აშშ-შიც, ძირითადად, საჯარო განათლება ფინანსდება. თუმცა ლატარიისა და სხვა ტიპის გათამაშებების ბაზარი მონოპოლიზებული არ არის და მათი ორგანიზების უფლება, გარკვეული შეზღუდვებით, კერძო კომპანიებსაც აქვთ. მკვლევარების ნაწილი ამტკიცებს, რომ აზარტული თამაშები კერძო სექტორის ხელში გაცილებით მეტი თანხების მობილიზებას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტში, ვიდრე სახელმწიფო მმართველობის პირობებში.

 ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ლატარიის ქართულმა, ჰიბრიდულმა მოდელმა ვერ გაამართლა:

  • ვერ იხეირა სახელმწიფო ბიუჯეტმა – დაგეგმილზე 217 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო;
  • ვერ იხეირა თავად კომპანიამ – 2015 წლის მხოლოდ 3 კვარტალში ზარალი 55 მილიონი ლარი იყო;
  • ვერ იხეირა მომხმარებელმა – ჯამური საპრიზო ფონდი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 51%-ია, როცა კვლევების თანახმად, კერძო ლატარიებში ეს მაჩვენებლი 80%-ს აღწევს;
  • დაზარალდა კერძო სექტორი, შეიქმნა რა მონოპოლისტური მდგომარეობა.

ცალკე კრიტიკას იმსახურებს მართვის სტილი და პრაქტიკა, რომლის შედეგად კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა ამაზე პასუხი დღემდე არავის უგია, რაც სახელმწიფო კომპანიების ზოგადი სენია (ამ საკითხს შემდეგ ნომერში შევეხებით).

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა იმის თაობაზე, თუ საერთოდ რა ესაქმება სახელმწიფოს ლატარიის ბიზნესში. მაშინ, როცა ქვეყანაში სათამაშო ინდუსტრია სრულად კერძო სექტორის ხელშია, კონტექსტიდან ამოვარდნილია სახელმწიფო ლატარიის არსებობა, რომელიც აზარტული თამაშების რიგითი სახეობაა. ნათელია, რომ არსებული მოდელის შენარჩუნება მხოლოდ დროის გაყვანა და პრობლემაზე თვალის დახუჭვაა. არის თუ არა პრივატიზაცია გამოსავალი? – ალბათ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან დიდია რისკი იმისა, რომ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ვერც კერძო მმართველობის პირობებში იქნება წარმატებული გამომდინარე იქიდან, რომ მას მოუწევს როგორც დაგროვილი სოლიდური დავალიანების გასტუმრება, ისე მომავალში წარმოშობილი ვალდებულებების დაფარვა, თუ, რა თქმა უნდა, მთავრობა მათ ჩამოწერას არ აპირებს. აუქციონმა აჩვენა ისიც, რომ პრივატიზებით არც დიდი ოდენობით თანხა შევა ბიუჯეტში. ონლაინ-ვაჭრობაში ყველაზე მაღალი შეთავაზება 13 400 ლარით განისაზღვრა.

გამოსავალი არსებული სიტუაციიდან მარტივი და ბანალურია – ბაზრის დემონოპოლიზაცია და თავისუფალი კონკურენცია. შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ვერ შეასრულა ბიუჯეტის წინაშე 2009 წელს აღებული ვალდებულებები, რაც მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს. ლატარიის ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს ჯანსაღი კონკურენცია და ოპერირების უფლება უნდა მიეცეს ნებისმიერს.

უცნაური ფაქტია. სახელმწიფო გამალებით ეძებს მონოპოლისტებს კერძო სექტორში, ამ დროს კი თავად ქმნის ასეთებს. კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ ხელისუფლების ყველა ორგანოს უკრძალავს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ეკონომიკური აგენტისთვის მონოპოლიური მდგომარეობის მინიჭებას იწვევს… გარდა საქართველოს კანონებით დადგენილი გამონაკლისებისა. ლატარია გამონაკლისია.

Previous Post

მარტში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაიაფდა

Next Post

ლარის გამყარება სახელმწიფო ვალზე დადებითად აისახა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ლარის გამყარება სახელმწიფო ვალზე დადებითად აისახა

ლარის გამყარება სახელმწიფო ვალზე დადებითად აისახა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result