Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მე – მომხმარებელი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
მე – მომხმარებელი
0
SHARES
0
VIEWS

ამა თუ იმ თემაზე წერისას, ყოველთვის ვცდილობ, სათქმელი მარტივი, ყოფითი და ყველასათვის ნაცნობი მაგალითის მოშველიებით გადმოვცე, ეს მეც მიადვილებს საქმეს და მკითხველისთვისაც, ვფიქრობ, კომფორტულია.

არც ამჯერად დავარღვევ ტრადიციას და ყოფითი, ბანალური ისტორიით დავიწყებ – რამდენიმე კვირის წინ ჩემი საკმაოდ ასაკიანი, მაგრამ ერთგული ავტომობილი გაფუჭდა და გაფუჭდა ისე, რომ მრავალ „სპეციალისტთან“ თუ „ექსპერტთან“ კონსულტაციის შემდეგაც კი დაზიანების კერა და მიზეზი კვლავაც საჭოჭმანო იყო. ბოლოს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურა და ასევე ძვირად ღირებული ნაწილის გამოცვლა შემომთავაზეს იმედიანი პერსპექტივით, თუმცა ასპროცენტიანი გარანტიის გარეშე; საბედნიეროდ, არ ავჩქარდი, ცოტა დრო გამოვნახე, დაზიანების „სიმპტომები“ გავაანალიზე, ალტერნატიულ „ექსპერტს“ მივმართე დახმარებისათვის და ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა – მიუხედავად მძიმე სიმპტომებისა, დაზიანების მიზეზი იმდენად უმნიშვნელო და ბანალური აღმოჩნდა, რომ მის აღმოფხვრას „კაპიკები“ და სულ რაღაც ოცი წუთი დასჭირდა.

ნაცნობი განცდაა, ალბათ, ბევრისათვის; სწორედ ეს განცდა მქონდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებულ გამოსვლებს ვუსმენდი. ვუსმენდი პათოსს, რომ თურმე ამ ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვისათვის არც კანონმდებლობაა, არც მექანიზმებია, არც უფლება ჰქონია აქამდე მომხმარებელს რამის, ყველაფერი ცუდადაა ამ სფეროში და ხვალ, როდესაც პარლამენტი ამ კანონპროექტს კანონად აქცევს, ყველაფერი კარგად იქნება. ვინც ჩემსავით უსმენდით ამ ყველაფერს ან სარეკლამო რგოლის საშუალებით მოგისმენიათ რაიმე მსგავსი და, ჩემგან განსხვავებით, ზემოხსენებული პათოსით აღფრთოვანებულები დარჩით, ალბათ, იმედს გაგიცრუებთ ის,  რასაც ქვემოთ წაიკითხავთ:

ჩვენ ყველანი, როგორც მომხმარებლები, ათეულობით წვრილმან და ზოგიერთ მნიშვნელოვან გარიგებას ვდებთ ყოველდღიურად, ანუ ვიძენთ პროდუქტს ან მომსახურებას.

მაშ ასე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში „რაღაც“ არ გვაქვს და „რაღაც“ არ მუშაობს.

დავიწყოთ იმით, რაც არ გვაქვს – ჩვენ არ გვაქვს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და ეს სიმართლეა, რადგან ასეთი კანონი 2012 წელს გაუქმდა, მაგრამ ეს მხოლოდ „ნაწილობრივი სიმართლეა“ – კანონი გაუქმდა, რადგან ის ჩაანაცვლა ბევრად მოცულობითმა და მნიშვნელოვანმა – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსმა, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს ადგენს, არამედ უზრუნველყოფს ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციის თავისუფალ მიმოქცევას, კონკურენციას და, რაც მთავარია, მომხმარებლისათვის ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობას.  

2012 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული სურსათის უვნებლობის კოდექსის სახით, რომელიც კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნებს, სტანდარტებს აწესებს იმ პროდუქციისათვის, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიძენთ; ჩვენ, ასევე, გვაქვს ცალკე კანონები, ბრძანებები, დადგენილებები – ათობით დოკუმენტი, რომლებიც ადგენს, როგორი უნდა იყოს ეტიკეტირება, რეკლამა, როგორი პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს და რისი გაყიდვაა აკრძალული, გვაქვს სამოქალაქო კოდექსი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რისი უფლება მაქვს მე, როგორც მომხმარებელს. თუ, მაგალითად,  გამყიდველი წუნიან ნივთს „შემომატყუებს“, ეს გამყიდველი ვალდებულია, უსიტყვოდ დაიბრუნოს წუნიანი საქონელი და ამინაზღაუროს მისი ღირებულება.

უფრო სიღრმისეულად თუ დავყვებით სამართლებრივ ნიუანსებს, აღმოჩნდება, რომ ზემოთ ხსენებული „ნაწილობრივი სიმართლის“ ფორმალური მდგომარეობა, ფაქტობრივად, ტყუილია – ანუ მე და თქვენ, მომხმარებლებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლებები და ამ უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფო კი ამ ყველაფერზე ახორციელებს კონტროლს ცალკეული უწყებებისა და მომხმარებელთა ომბუდსმენების მეშვეობით იმ მიმართულებებზე, რომლებიც ყველაზე სენსიტიურია და სადაც კონკურენცია შედარებით ნაკლებია (მაგალითად, ენერგოომბუდსმენი ენერგეტიკის სფეროში).

საკმარისია კი ეს ყველაფერი?  – მოდი, შევადაროთ ის, რაც გვაქვს იმას, რაც აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, მომხმარებელს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკა ევროკავშირში ათ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული და ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. „იყიდე რაც გინდა და სადაც გინდა“ (ანუ არჩევანის თავისუფლება)  – აქვს ქართველ მომხმარებელსაც;
  2. „დააბრუნე, თუ არ მუშაობს“ (ნაკლის მქონე შენაძენის დაბრუნების უფლება) – აქვს ქართველ მომხმარებელსაც;
  3. მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები სურსათსა და სხვა სამომხმარებლო საქონელზე – გვაქვს საქართველოშიც;
  4. „იცოდეთ, რას მიირთმევთ“  –   ინფორმაციას პროდუქტის შესახებ იღებს ქართველი მომხმარებელიც;
  5. კონტრაქტი უნდა იყოს სამართლიანი – აქვს ქართველ მომხმარებელსაც;
  6. მომხმარებელმა ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს აზრი (შენაძენის დაბრუნების უფლება, მხოლოდ დისტანციური გარიგების ანუ ე.წ. „ონლაინშოპინგის“ და ქუჩაში დადებული ხელშეკრულების დროს) – აქვს ქართველ მომხმარებელს ნაწილობრივ, მხოლოდ ქუჩაში დადებული ხელშეკრულებების დროს;
  7. ფასების შედარების შესაძლებლობა (ანუ ფასების ნათლად, გასაგებად და ერთეულების მიხედვით მითითება) – გვაქვს საქართველოშიც;
  8. მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის (შეცდომაში შემყვანი რეკლამა) აკრძალვა – გვაქვს საქართველოშიც;
  9. ტურისტული პაკეტის შეძენის შემთხვევაში შესაბამისი გარანტიები – აქვს ქართველ მომხმარებელსაც;
  10. ევროკავშირის შიდა საზღვრებს შორის დავების გადაჭრის ერთგვაროვანი მექანიზმი და ეფექტიანი კომპენსაცია – აქტუალური იქნება ქართველი მომხმარებლისათვის მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ;

როგორც ვხედავთ, ქართველ მომხმარებელს ძირითადად და თითქმის იგივე უფლებები აქვს, რაც მის ევროპელ „კოლეგას“. მაშინ იბადება სრულიად ბუნებრივი კითხვა – რა „არ მუშაობს“ ჩვენთან?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი მხოლოდ მეორე კითხვის მეშვეობითაა შესაძლებელი – თუ რაიმე „არ მუშაობს“, რატომ არ მუშაობს ის?

ცოტა ხნის წინ სწორედ ამ თემაზე მქონდა საუბარი ერთ ჩემს კოლეგასთან. როდესაც ვიკითხე, ბოლოს როდის დაირღვა მისი, როგორც მომხმარებლის უფლება, ვერც ზუსტი დრო და ვერც დეტალები ვერ გაიხსენა (უბრალოდ სჯეროდა, რომ მისი, როგორც მომხმარებლის, უფლება სისტემატურად ირღვეოდა), მაშინ მეორე კითხვა დავუსვი – თუ დაირღვა მისი უფლება,  ვის ან რომელ ორგანოს მიმართა, რა გააკეთა დარღვეული უფლების აღსადგენად?  – არაფერი, აი ეს იყო პასუხი.

თქვენ თუ ავტომობილი გყავთ, მაგრამ მისი მართვა არ იცით ან არ გინდათ, ეს ნიშნავს რომ პრობლემა ავტომობილშია? ან იქნებ ავტომობილის მართვის არცოდნა ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ შეიძლება ავტომობილის მფლობელი იყოთ?!

პასუხი ჩვენს მთავარ კითხვაზე სწორედ აქაა, ევროკავშირის მოქალაქესაც კი არა აქვს რაიმე „ჯადოსნური ჯოხი“, რომლის მეშვეობითაც დარღვეული უფლება ავტომატურად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღდგება, სამაგიეროდ აქვს ის, რასაც „მომხმარებლის ძალაუფლება“ ჰქვია; ის, რაც გულისხმობს თავის უფლებებში გარკვეულ და გათვითცნობიერებულ, თავისი უფლების დასაცავად მომართულ და მოტივირებულ მომხმარებელს.

მომხმარებლის ძალაუფლება ახალ-ახალი კანონებით არ ფორმირდება და ყოველი ახალი კანონი ისეთივე უსარგებლო იქნება, როგორიც მისი წინამორბედი, თუ მას არ გამოვიყენებთ.

ორიოდე თვის წინ რეგულაციის გავლენის ანალიზის საჭიროებაზე ვწერდი, ამ სისტემის გამართვას და შესაბამისი ჩარჩო-კანონმდებლობის მომზადებას ჯერჯერობით არავინ ჩქარობს; არადა მისი არსებობის შემთხვევაში, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის მიმართ აუცილებლად დაისმებოდა კითხვები – რატომ ვიღებთ ამ კანონს, რა არ მუშაობს, რატომ არ მუშაობს, რას შეცვლის ათეულობით კოდექსის, კანონის, დადგენილების და ბრძანების პარალელურად კიდევ ერთი ახალი კანონის მიღება, რომელიც ძირითადად მხოლოდ სხვადასხვა სამართლებრივ აქტში გაბნეული ნორმების არაორგანიზებული და „თარგმანში დაკარგული“ კრებულია და რაც ყველაზე მთავარია – რა დაუჯდება ეს სახელმწიფოს, რა დაუჯდება ეს გამყიდველს და საბოლოო ჯამში მომხმარებელს?!

ეს არაა რიტორიკული კითხვები, მათზე პასუხებს თავისი ფასი აქვს, ფასი, რომელიც ხუთ-, ექვს- და ხანდახან შვიდნიშნა  რიცხვებით განისაზღვრება და რომელსაც ჩვენ ყველა ვიხდით.

მსგავს კითხვებზე პასუხების არარსებობაა სწორედ პრობლემის სათავე და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში.

მე ვერ შევაკეთე ჩემი ავტომობილი მანამ, სანამ პრობლემის სათავეს ვერ მივაგენი, არადა „მქონდა შანსი“, საკმაოდ ძვირი დამჯდომოდა სხვადასხვა ექსპერიმენტისა და „ექსპერტის“ აყოლა.

პრობლემები ასე არ გვარდება.

ავტორი: ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაცია.

Previous Post

ჩრდილოვანი ბანკირი

Next Post

Forbes Georgia. 2016 წლის მაისის ნომერი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes Georgia. 2016 წლის მაისის ნომერი

Forbes Georgia. 2016 წლის მაისის ნომერი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result