Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

აფრიკის ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით

by Salo Papalashvili
September 4, 2023
in ეკონომიკა, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
აფრიკის ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

2022 წელს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, აფრიკის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო სეიშელის კუნძულებია. Statista-ს მონაცემებით, ქვეყანაში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობამ, $19,470-ს მიაღწია. თუმცა ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა კვლავ დაუცველი რჩება გლობალური პრობლემებისგან, რომლებმაც სექტორი 2008-2009 წლების რეცესიისა და პანდემიის დროსაც დააზარალა – 2009 და 2020 წლებში სეიშელის კუნძულების მშპ თითქმის 8%-ით შემცირდა.

ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით, აფრიკის ქვეყნების ლიდერთა სამეულში შედიან ეკვატორული გვინეა და გაბონი. ეკონომიკებში, რომელთა შემოსავლების დიდი ნაწილი ნავთობს უკავშირდება, 2022 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ეკვატორულ გვინეაში $10,000-ს, ხოლო გაბონში – $11,000-ს უტოლდებოდა.

ცნობისთვის, გაბონში გასულ კვირას სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რომელსაც 14-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტ ალი ბონგოს ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა. შედეგად, 30 აგვისტოს მონაცემებით, ნავთობის ფასები შედარებით გაიზარდა, რაც ერთგვარი შეხსენება იყო მსოფლიო ბაზრისთვის გეოპოლიტიკური რისკების საფრთხის შესახებ.

BRICS-ის ყოველწლიური სამიტის გასული კვირის მასპინძელი სამხრეთი აფრიკა, რომელიც, Statista-ს მონაცემებით, რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს. 2022 წელს სამხრეთ აფრიკაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $6,690-ით განისაზღვრა, რა მონაცემითაც, ქვეყანა, მავრიკისა ($10,120) და ბოტსვანას ($7,260) ჩამორჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები ერთ სულ მოსახლეზე მთლიან  შიდა პროდუქტს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის დასადგენად იყენებენ, ის არ ითვალისწინებს შემოსავლის უთანასწორობას, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის შიგნით არსებობდეს. მაგალითად, „ჯინის ინდექსზე“ დაყრდნობით, აფრიკის სახელმწიფოთა ნაწილი, სიმდიდრის გადანაწილების თვალსაზრისით, ყველაზე უთანასწორო ქვეყანათა შორის შედის.

აფრიკის ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით, 2022 წლის მონაცემები:

  1. სეიშელის კუნძულები – $19,470
  2. ეკვატორული გვინეა – $10,980
  3. გაბონი – $10,150
  4. მავრიკი – $10,120
  5. ბოტსვანა – $7,260
  6. სამხრეთი აფრიკა – $6,690
  7. ლიბია – $6,500
  8. ნამიბია – $4,750
Previous Post

აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა

Next Post

II კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა 15.2%-ით გაიზარდა

Salo Papalashvili

Next Post
II კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა 15.2%-ით გაიზარდა

II კვარტალში საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვა 15.2%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result