Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ADB: ცხოვრების გაზრდილი ხარჯი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის აღმოფხვრას აფერხებს

by Forbes.ge
August 24, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ADB: ცხოვრების გაზრდილი ხარჯი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის აღმოფხვრას აფერხებს
0
SHARES
0
VIEWS

ცხოვრების გაზრდილი ხარჯის გამო შექმნილი კრიზისი, რაც გასულ წელს მაღალი ინფლაციით იყო განპირობებული, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებთან ერთად აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს უკიდურესი სიღარიბისკენ უბიძგებს, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

გასულ წელს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაახლოებით 155.2 მილიონი ადამიანი, ანუ რეგიონის მოსახლეობის 3.9% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, ნათქვამია დღეს გამოცემულ ანგარიშში — აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 2023 წლის მთავარი ინდიკატორები. ანგარიშის მიხედვით რიცხვი 67.8 მილიონით მეტია იმასთან შედარებით, რაც პანდემიისა და ცხოვრების გაზრდილი ხარჯის გარეშე იქნებოდა. უკიდურესი სიღარიბე განისაზღვრება დღეში 2.15 აშშ დოლარზე ($) ნაკლებით ცხოვრებით და საფუძვლად უდევს 2017 წლის ფასები, რომლებიც დაკორექტირებულია მსყიდველობითი უნარისა და ინფლაციის მიხედვით.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი კოვიდ-19-ის პანდემიისგან აღდგენას ახერხებს, მაგრამ გაზრდილი ხარჯით გამოწვეული კრიზისი სიღარიბის აღმოფხვრას აფერხებს,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებითა და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშეწყობით, რაც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის, რეგიონის მთავრობებს მდგომარეობის შეცვლა შეუძლიათ.“

ცხოვრების გაზრდილი ხარჯით გამოწვეული კრიზისით ყველაზე მეტად ღარიბი მოსახლეობა ზარალდება, რადგან მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გაზრდილი ფასებით შეიძინონ სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათი და საწვავი. ძირითადი მოხმარების საქონელსა და სერვისებზე ფასების ზრდა ბევრ ღარიბს საშუალებას არ აძლევს გააკეთოს დანაზოგი, გადაიხადოს ჯანდაცვის ხარჯები ან დააბანდოს ფული განათლებაში, არც სხვა შესაძლებლობები აქვთ საკუთარი მდგომარეობის ხანგრძლივ ვადაში გასაუმჯობესებლად.

შექნილი მდგომარეობა სავარაუდოდ არაპროპორციულად აზარალებს ქალებს, რადგან ისინი როგორც წესი, ნაკლებს გამოიმუშავებენ და ხშირად არანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ.

ღარიბი მოსახლეობა არა მხოლოდ ნაკლებს გამოიმუშავებს, არამედ მეტსაც იხდის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებსა და სერვისებში, რადგან იძულებით არჩევანს აკეთებს და ხანგრძლივ ვადაში შესაძლოა ეს უფრო ძვირი ღირდეს, ნათქვამია ანგარიშში. მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ხშირად იძულებული არიან ფართო მოხმარების საქონელი მცირე რაოდენობით იყიდონ, რაც შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე დიდი მოცულობით ყიდვისას. ასევე შესაძლოა იძულებულნი იყვნენ არაფორმალურ დასახლებებში იცხოვრონ, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მეტია, იზრდება მათი ჯანდაცვის ხარჯები და შესაძლოა ასევე უწევდეთ უფრო ხანგრძლივი და ნაკლებად მოსახერხებელი მგზავრობა.

ADB-ის 2021 წლის გამოთვლით 2020 წელს კოვიდ-19-მა, პანდემიამდელ მოლოდინებთან შედარებით დამატებით 75-დან 80 მილიონამდე ადამიანს უბიძგა უკიდურესი სიღარიბისკენ. მაშინ უკიდურესი სიღარიბე განისაზღვრებოდა $1.90-ზე ნაკლებით ცხოვრებით, 2011 წლის ფასებზე დაყრდნობით.

ანგარიშის პროგნოზით განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკები სიღარიბის წინააღმდეგ პროგრესს განაგრძობენ. მიუხედავად ამისა 2030 წლისათვის რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 30.3% ანუ დაახლოებით 1.26 მილიარდი ადამიანი კვლავ ეკონომიკურად მოწყვლადი იქნება, რაც 2017 წლის ფასებზე დაყრდნობით დღეში $3.65-დან $6.85-მდე თანხით ცხოვრებით განისაზღვრება.

გაზრდილი ცხოვრების ხარჯით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობებს შეუძლიათ გააძლიერონ სოციალური დაცვის სისტემები, გაზარდონ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, გააუმჯობესონ ადამიანების წვდომა ფინანსურ სერვისებზე, პრიორიტეტული გახადონ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ბიძგი მისცენ ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ხაზგასმულია ანგარიშში.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Previous Post

ავიაკატასტროფას ტვერში სავარაუდოდ ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა

Next Post

ADB: Increased Cost-of-Living Crisis Undermines Progress on Poverty Alleviation in Asia and Pacific

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ახალი პრემიუმ ბარათი ბიზნესისთვის – Visa Signature Business საქართველოს ბანკისგან

ახალი პრემიუმ ბარათი ბიზნესისთვის - Visa Signature Business საქართველოს ბანკისგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result