Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

რა ქონებას ფლობს პრეზიდენტ ბაიდენი

by Salo Papalashvili
August 23, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რა ქონებას ფლობს პრეზიდენტ ბაიდენი
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქონება $10 მილიონს უტოლდება. მისი ქონება თანამდებობაზე მოსვლისას $8 მილიონს შეადგენდა. თუმცა, თეთრი სახლის ლიდერის ქონების ზრდას არანაირი კავშირი არ აქვს ბაიდენის ოჯახის ფართო ბიზნესთან და უმეტესწილად, უკანასკნელ ორ წელიწადში, თავად პრეზიდენტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფასის მატებითაა განპირობებული.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დელავერის შტატში ორ სახლს ფლობს. მათი საერთო ღირებულება $7 მილიონია — $1.8 მილიონით მეტი ვიდრე 2021 წლის ინაუგურაციამდე. ბაიდენის ყველაზე ძვირად ღირებული ქონება საზაფხულო სახლია, რომელიც მან 2017 წელს შეიძინა – ამავე წელს, ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და წიგნებითა და გამოსვლებით $11.1 მილიონიც გამოიმუშავა. იმავე წლის ნოემბერში კი სახლს $75,000-ის ღირებულების აუზიც დაამატა. შესყიდვის დროს, დელავერის საზაფხულო სახლის ღირებულება $1.7 მილიონს უტოლდებოდა, ახლა კი, $4.5 მილიონამდეა გაზრდილი.

აშშ-ის პრეზიდენტის მფლობელობაშია კიდევ ერთი, უფრო დიდი, თუმცა ნაკლებად ძვირად ღირებული სახლი ველინგტონის გრინვილის უბანში. ბაიდენმა თავდაპირველად, 1996 წელს, მხოლოდ მიწის ნაკვეთი, $350,000-ად შეიძინა. მოგვიანებით კი 636 კვადრატული მეტრი ფართობის კოლონიური სტილის სახლი, შემდეგ კი, 2005 წელს, 176.5 კვადრატული მეტრი ფართის კოტეჯი დაამატა.

წლების განმავლობაში ეს ბაიდენის ყველაზე ძვირად ღირებული აქტივი იყო, რომლის რეფინანსირებაც არაერთხელ მოახდინა. აღნიშნული საკუთრება დღეს $2.5 მილიონი, შესაბამისად ორი წლის წინანდელ ფასთან შედარებით, $700,000-ით მეტი ღირს. ჯამურად, ბაიდენის ორი სახლი, აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ქონების დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახის ქონებას, მამამისი, ჯო უფროსი, ავტომობილების დილერობამდე, რამდენიმე ბიზნესს ფლობდა. 1967 წელს, პირველ ცოლზე ქორწინებისას, შვილს 1967 წლის Corvette Stingray აჩუქა, რომელშიც იმ დროს $5,600 გადაიხადა (დღევანდელ დოლარში $51,000). მანქანა დღესაც პრეზიდენტის ავტოფარეხში რჩება და მისი ღირებულება დაახლოებით $100,000-ია.

1975 წელს, კიდევ უფრო დიდი სახლის შეძენის მიუხედავად, 929 კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე, რომელიც ერთ დროს დელავერის ოჯახს ეკუთვნოდა, ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი საკუთრება იყო ბაიდენისთვის. აღნიშნული ქონების გამო, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ბაიდენი კორუფციაშიც კი დაადანაშაულეს. თუმცა, სინამდვილეში, ბაიდენმა სასახლე კრედიტით იყიდა.

გარდა ამისა, იმ დროს, სენატორის რანგში დაახლოებით $43,000-იც გამოიმუშავა, $160,000 კი ისესხა და ეს ადგილი $185,000-ად შეიძინა. წლების განმავლობაში ბაიდენი უფრო მეტ ვალს იღებდა, ხოლო მაშინ, როდესაც ნაღდი ფული სჭირდებოდა, ქონების რეფინანსირებას ახდენდა.

1996 წელს, სასახლე ბაიდენმა $1.2 მილიონად გაყიდა და $350,000-ად, სწორედ ის მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც შემდგომ ველინგტონის სახლი და კოტეჯი ააშენა – რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, ქონების რეფინანსირებაც გააგრძელა. როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, საიდუმლო სამსახური ბაიდენს, კოტეჯების დასაქირავებლად წლიურად, $26,400-ს უხდიდა.

მიუხედავად ამისა, ბაიდენის ფინანსური პრობლემები კვლავ გრძელდებოდა, რაც თეთრი სახლის დატოვების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 2017 წელს $11.1 მილიონი, 2018 წელს – $4.6 მილიონი, 2019 წელს – $1 მილიონი, ხოლო 2020 წელს, $630,000 გამოიმუშავა. საერთო ჯამში, ვიცე-პრეზიდენტობიდან პრეზიდენტად არჩევის პერიოდამდე, ბაიდენის ქონება $2.5 მილიონიდან $8 მილიონამდე გაიზარდა.

ახლა კი, უძრავი ქონების წყალობით, ბაიდენი უფრო მდიდარია. გარდა ამისა, ის და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი, საერთო ფონდების წყალობით, ბაზარზე $310,000-მდე ინვესტიციას ფლობენ. ბევრად უფრო მეტი კი მათ საბანკო ანგარიშებზეა. პრეზიდენტის ყოველწლიური ხელფასი $400,000-ს უტოლდება, რასაც საპენსიო ანაზღაურების სახით, $250,000 ემატება.

Previous Post

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში

Next Post

ჩინელი მეწარმე ჩაის დამსახურებით მილიარდერი გახდა

Salo Papalashvili

Next Post
ჩინელი მეწარმე ჩაის დამსახურებით მილიარდერი გახდა

ჩინელი მეწარმე ჩაის დამსახურებით მილიარდერი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result