Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინვესტირების ახალი ფილოსოფია

by Forbes.ge
February 28, 2021
in მენეჯერები
0
ინვესტირების ახალი ფილოსოფია
0
SHARES
0
VIEWS

იმ ფონზე, როდესაც ქართულ საბანკო სექტორში ფულადი სახსრების დონემ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომ ბანკები დეპოზიტებში 3-4 პროცენტზე მეტი სარგებლის გადახდით აღარ არიან დაინტერესებული, კვლავაც რჩებიან კლიენტები, რომელთაც შემოსავლების მაქსიმიზაციისთვის თავისუფალ თანხებზე 6-7-ან მეტპროცენტიანი სარგებელი სჭირდებათ. ამ მიზნის მისაღწევად ბაზარზე ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა არიან ფინანსური ინსტიტუტები და ადამიანები, რომლებიც არსებულ მოთხოვნას ამჩნევენ და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამენ.

საქართველოში პირველად, მსოფლიო სტანდარტების, ინვესტიციების პროფესიონალური მართვის სერვისი ინერგება, რომელიც მიმზიდველი იქნება კლიენტებისთვის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც – მოწინავე ქვეყნებში, სადაც საქმე კიდევ უფრო რთულადაა დეპოზიტების არამოგებიანობის თვალსაზრისით.

საინვესტიციო სახსრების ეფექტიანი განთავსების მიზნით შერჩეულია მოქნილი სტრუქტურა – დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში, ევროპული კანონმდებლობისა და საინვესტიციო რეგულაციების შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი. ფონდი საინვესტიციო დაბანდებას განახორციელებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნებში. დაბანდება გახორციელდება მხოლოდ ობლიგაციებსა და სასესხო ვალდებულებებში, რაც მინიმალურ საინვესტიციო რისკიანობას უზრუნველყოფს. “თიბისი ბანკთან” ერთად ფონდს თემო ჭეიშვილი და ვასილ რევიშვილი უხელმძღვანელებენ.

ფონდის შექმნის იდეა საინვესტიციო სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე თემო ჭეიშვილსა და ვასილ რევიშვილს ეკუთვნით. ისინი ამ იდეას “თიბისი ბანკთან” პარტნიორობით ახორციელებენ, რადგან ბანკს გააჩნია მსხვილი კლიენტების ყველაზე მოცულობითი ბაზა, რომელსაც ფონდი ბანკისავე პერსონალური ბანკირების მეშვეობით დაუკავშირდება და საკუთარ საინვესტიციო პროდუქტებს შესთავაზებს.

ვასილ რევიშვილი 2004 წლიდან უმსხვილეს შვეიცარიულ საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. მან კომპანიის რისკების მმართველის პოზიციით დაიწყო, გააგრძელა როგორც საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში USD120 მილიარდი ღირებულების პორტფელის რისკის მართვით და დაასრულა უფროსი საინვესიტიციო მენეჯერის პოზიციით, სადაც 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მართავდა. 2008 წლიდან საქართველოში დაბრუნებული “საქართველოს ბანკის” აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ხოლო ამჟამად ის “თიბისი ბანკის” საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს რეალობაში სრულიად ახალი სიტყვაა.

კიდევ უფრო მდიდარია თემო ჭეიშვილის გამოცდილება ინვესტიციების მართვაში. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო კომპანია ING-ში 2000 წლიდან მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე მუშაობდა. იგი თავიდან საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა 2009 წლიდან ინსტიტუციური ინვესტიციების ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა, სანამ “თიბისი ბანკის” საინვესტიციო ფონდის თანახელმძღვანელობას გადაწყვეტდა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგია, რომ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ამასთან დაკავშირებით არაერთი საათი ესაუბრა “თიბისი ბანკის” პერსონალურ ბანკირებს, მაინც მონდომებით ხატავს ფურცელზე ახალი კონცეფციის საინვესტიციო ფონდის ფუნქციებს, რათა ამიხსნას, რა განასხვავებს მას უკვე არსებული, მსგავსი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტებისგან. თემო ჭეიშვილმა ეს ყველაზე კარგად იცის, რადგან 15 წელი იმუშავა ING-ში, მსოფლიო ოთხეულიდან ერთ-ერთში, რომელსაც თავადაც აქვს ასეთი ტიპის ფონდი.

თუკი პერსონალური ბანკირები VIP კლიენტებს სთავაზობენ დეპოზიტების განთავსებას სხვადასხვა ვალუტაში, ხოლო ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, “თიბისი კაპიტალი” – ობლიგაციებსა და აქციებს, ახალი საინვესტიციო ფონდის ფუნქცია ინვესტიციების მართვა იქნება რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციით.

“ჩვენ შევთავაზებთ კლიენტებს მომსახურების სხვადასხვა სახეს, რაც გულისხმობს ფასიან ქაღალდებში დაბანდებას. დეტალური ანალიზის შედეგად ვიღებთ ობლიგაციებისა და სასესხო ვალდებულებების კალათას, რომელიც საშუალოდ გვაძლევს კლიენტისთვის სასურველ სარგებელს და ვაბანდებთ მასში, ანუ თუ ერთი ობლიგაცია არამოგებიანი აღმოჩნდა საბაზრო პირობების გამო, კლიენტი თანხას არ კარგავს, რადგან მას აქვს დივერსიფიცირებული პორტფელი, რომელიც შედგება წინასწარ კარგად შესწავლილი და გამოკვლეული კომპანიების ობლიგაციებისგან”, – განმარტავს თემო ჭეიშვილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფონდი თავისი საქმიანობით კონკურენციას უწევს “თიბისი ბანკს” ან “თიბისი კაპიტალს”, ის ერთ-ერთი ალტერნატივაა ბანკის მიერ საკუთარი კლიენტებისთვის შეთავაზებულ დაბანდების ინსტრუმენტებს შორის.

“თიბისის” პოზიციაა, რომ განვითარდეს როგორც ფინანსური ინსტიტუტი და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზარდოს შეთავაზებების ასორტიმენტი, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთ დამატებით ინსტრუმენტს ვთავაზობთ. თუკი ბანკი საკუთარ კლიენტს აძლევს ყველანაირ საშუალებას, ფინანსები წარმართოს სხვადასხვა მიმართულებით, კლიენტი კმაყოფილი იქნება”, – განმარტავს ვასილ რევიშვილი.

აქ მთავარი პრინციპი რისკის დივერსიფიცირებაა, ანუ არ შეიძლება ფონდის კაპიტალის 10%-ზე მეტი განთავსდეს ერთი ქვეყნის ან ერთი სექტორის აქტივებში, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მკაცრი წესი არსებული რისკების დასაზღვევად. ვინაიდან ფონდი დასავლეთ ევროპაშია დარეგისტრირებული, ის მკაცრად რეგულირდება ევროკავშირის კანონმდებლობით.

“ამ გადაწყვეტილებით ჩვენს თავს ძალიან მკაცრი რეგულაციები დავუწესეთ, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი ნდობა გვექნება კლიენტების მხრიდან”, – ამბობს ვასილ რევიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვნად გასცდება “თიბისი ბანკის” უკვე არსებულ კლიენტურას და აუცილებლად მოიზიდავს ახალ კლიენტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ევროპული რეგულაციის გამო ფონდს საქმიანობის სტრუქტურაც საკმაოდ რთული ექნება: მოზიდული ფული განთავსდება ევროპული მაღალი რეპუტაციის მქონე დეპოზიტარ ბანკში, მმართველი ფონდი დეპოზიტარ ბანკს დადებული შეთანხმებებისა და პროსპექტუსში გაწერილი წესების საფუძველზე მიაწვდის ინფორმაციას, თუ სად და რამდენი გადაიტანოს, ხოლო მესამე მხარე, ადმინისტრატორი ბანკი, ყველა ტრანზაქციას დაითვლის, რათა ნებისმიერი უზუსტობა გამოირიცხოს. ამ პროცესის თითოეული რგოლის საქმიანობას და განხორციელებულ ოპერაციებს კი საბოლოოდ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო აუდიტორი შეამოწმებს. ეს ინვესტორთა ინტერესების დაცვის ყველაზე დახვეწილი სისტემაა, რომელსაც მსოფლიოში ყველა წამყვანი საინვესტიციო ფონდი იყენებს.

ფონდი, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთია საქართველოში, აპირებს, კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე.

“ჩვენ ჩვენს დასავლურ გამოცდილებას მოვარგებთ რეგიონის ცოდნას. ეს კომბინაცია საკმაოდ იშვიათი რესურსია და სწორედ ამას გვინდა დავეყრდნოთ კონკურენტულ გარემოში”, – ამბობს ვასილ რევიშვილი.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძენს კლიენტებისთვის. საუბარია მსხვილ კლიენტებზე, რომლებიც ახალ ალტერნატივას ეძებენ, ან არსებული ალტერნატივები უკვე იციან, ერკვევიან და აინტერესებთ. მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდის შექმნით “თიბისი ბანკს” საშუალება ეძლევა, რომ ახალი ფული მოიზიდოს არა მაღალპროცენტიანი სარგებლის გადახდის ხარჯზე, არამედ მისგან დამოუკიდებლად, საკომისიო შემოსავლის სახით, რაც არ იქნება დამოკიდებული ბანკის შიდა პოლიტიკაზე.

“ეს არის ბანკისთვის ურისკო შემოსავალი. ბევრი ინვესტორი, რომელიც აბანდებს “თიბისის” აქციებში, აკვირდება, თუ რა წილი აქვს მთლიან შემოსავლებში ურისკო შემოსავლებს. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით დადებითად მოქმედებს ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, რადგან ბანკის ურისკო შემოსავალზე ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ არ აისახება”, – განმარტავს ვასილ რევიშვილი.

ახალი ფონდი საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარებაშიც, რამდენადაც საქართველოში ჯერ არ არის ბევრი პროფესიონალი ინვესტორი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ “თიბისი ბანკის” საინვესტიციო ფონდი აუცილებლად შეიძენს ქართულ ობლიგაციებსაც, გარკვეულ პროფესიონალიზმს შეიტანს ბაზრის მოთამაშეებს შორის.

“ჩვენი მართვის სტილი ემოციურ ყიდვა-გაყიდვას არ ემყარება. ყველაფერი იქნება გათვლილი და გაანალიზებული, ისე როგორც ამას მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები ითხოვენ. დისციპლინირებული საინვესტიციო პროცესი და ბაზარზე გამუდმებული დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, დავაკმაყოფილოთ ყველაზე მომთხოვნი ინვესტორის კრიტერიუმები და შევქმნათ ხარისხიანი ფასიანი ქაღალდების საინვესტიციო კალათა”, – ამბობს თემო ჭეიშვილი, რომლის აზრს ვასილ რევიშვილი აგრძელებს: “და თუ ბაზარზე არის სუბიექტი, რომელიც რაციონალურად ყიდულობს ობლიგაციებს, რა თქმა უნდა, კომპანიებიც ინტერესდებიან ობლიგაციების გამოშვებით. ანუ საშუალებას ვაძლევთ ქართულ კომპანიებს, დამატებითი სახსრები მოიზიდონ”.

კიდევ ერთი გავლენა, რასაც ფონდი ბაზარზე მოახდენს, მისი მმართველების აზრით, კონკურენციის გაზრდაა, რადგან, სავარაუდოდ, სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც დაინტერესდებიან მსგავსი ფონდების შექმნით.

სრული დატვირთვით მუშაობას ფონდი, სავარაუდოდ, ნახევარი წლის ვადაში შეძლებს, პირველ ეტაპზე მისი მმართველები “თიბისი ბანკის” კლიენტებთან თანამშრომლობით დაიწყებენ, ორი წლის შემდეგ მსხვილ საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გავლენ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ფონდში კაპიტალის სახით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უნდა მოგროვდეს.

Previous Post

თურქული ლირას კურსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Next Post

ივნისში ლარი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც გაუფასურდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ივნისში ლარი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც გაუფასურდა

ივნისში ლარი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც გაუფასურდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result