Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორ გამდიდრდა „ბარბის“ მწარმოებელი კომპანია Mattel?

by Forbes.ge
August 8, 2023
in ბიზნესი, ყველა სიახლე
0
როგორ გამდიდრდა „ბარბის“ მწარმოებელი კომპანია Mattel?
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათამაშოს – თოჯინა „ბარბის“ კომპანია Mattel-ი აწარმოებს, რომელიც სათამაშოების მწარმოებელ მსოფლიოს უმსხვილეს 5 კომპანიაში შედის.

2022 წელს Mattel-ის შემოსავალმა 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 400 მლნ დოლარამდე იყო. კომპანიის აქტივები 6.2 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 7.2 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 34 ათასამდე ადამიანი.

Mattel-ის ისტორია 1945 წლის იანვარში, ამერიკის ქალაქ ლოს-ანჯელესში, ავტოფარეხში დაიწყო, ისე როგორც „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონის“ და სხვა ამერიკული კომპანიების ისტორია. ბიზნესმენმა ჰაროლდ მატსონმა და ცოლ-ქმარმა ელიოტ და რუთი ჰენდლერებმა კომპანია Mattel Creations-ი დააარსეს. სიტყვა “Mattel“ შედგება ჰაროლდ მატსონის მეტსახელიდან “Matt“-ს და ელიოტ ჰენდლერის სახელის პირველი ორი ასოსგან – “El“. კომპანიას დაარსების დღიდან 1975 წლამდე რუთი ჰენდლერი მართავდა.

კომპანიამ მუშაობა ფოტოსურათების ჩარჩოებისა და თოჯინების სახლების ავეჯის გაყიდვით დაიწყო. 1946 წელს ჰაროლდ მატსონი ავად გახდა და კომპანიის აქციების თავისი წილი ელიოტ და რუთი ჰენდლერებს მიჰყიდა. ჰენდლერებმა პირველი საკუთარი თოჯინა 1947 წელს გამოუშვეს, რომელიც იყო სათამაშო უკულელე (მცირე ზომის გიტარა) სახელად  “Uke-A-Doodle”. ამავე წელს, კომპანია ავტოფარეხიდან გაცილებით დიდ ფართში გადავიდა, ისევ ლოს-ანჯელესში. კომპანიის მომდევნო სათამაშოებიც მუსიკალური ინსტრუმენტები იყო.

წარმატებული სტარტის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან Mattel-მა აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო, მათ შორის, მიკი მაუსის პოპულარული სერიალის სპონსორი გახდა, რომელსაც მილიონობით ბავშვი უყურებდა. 1950 წელს გამოუშვა პოპულარული სათამაშო “Magic 8-Ball“. 1952 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

რთული სათქმელია, რამდენად წარმატებული და ცნობილი კომპანია იქნებოდა Mattel-ი, 1959 წელს თოჯინა „ბარბი“ რომ არ გამოეშვა. „ბარბი“ კომპანიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა რუთი ჰენდლერმა შექმნა. თოჯინას ინსპირაცია მისი შვილი ბარბარა იყო, რომელიც საათობით თამაშობდა ქაღალდის თოჯინებით. დღემდე მილიარდზე მეტი „ბარბის“ თოჯინაა გაყიდული, რომელიც კომპანიის ყველაზე მოგებიანი პროდუქტი გახდა და არამარტო სათამაშოებში, პოპკულტურაშიც კი თქვა თავის სათქმელი. პირველი „ბარბი“ 3 დოლარი ღირდა და პირველივე წელს 350 ათასზე მეტი გაიყიდა.

Mattel-ი სააქციო კომპანია 1960 წელს გახდა. აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაყიდა, რამაც კომპანიაში მოზიდული ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზარდა. 1960 წელს კომპანიის შემოსავალი 18 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 1969 წელს კი 12-ჯერ მეტი – 211 მილიონი დოლარი.

1961 წელს გამოვიდა „ბარბის“ მეგობარი ბიჭი „კენი“. „კენის“ სახელიც რუთ და ელიოტ ჰენდლერების შვილის სახელის გამო შეირჩა, რომელსაც კენეტი ერქვა. 1961 წელს „ბარბი“ უკვე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინა იყო.

Mattel-მა 1962 წელს გამოუშვა პირველი „ბარბის სახლი“, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. 1965 წელს, მთვარეზე ექსპედიციამდე 4 წლით ადრე გამოვიდა თოჯინა „ასტრონავტი ბარბი“.

პირველი შავკანიანი გოგონას თოჯინა „კრისტი“ Mattel-მა 1968 წელს გამოუშვა. ამავე წელს გამოვიდა კომპანიის კიდევ ერთი ცნობილი სათამაშო მანქანა “ Hot Wheels“-ი, რომელიც ელიოტ ჰენდლერმა შექმნა.

1978 წელს კომპანიამ საქველმოქმედო ფონდი Mattel Children’s Foundation-ი დააარსა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ღარიბ ბავშვებს ეხმარება.

თოჯინა „ბარბის“ სხვადასხვა ვერსია 1980 წლიდან გამოვიდა. 1985 წლიდან Mattel-მა ახალი კამპანია წამოიწყო ლოზუნგით: „ჩვენ, გოგონებს, ყველაფერი შეგვიძლია“. 1985 წლიდან გამოვიდა სხვადასხვა პროფესიის „ბარბები“, რომელიც გოგონებს აჩვენებდა, რომ შეუძლიათ იყვნენ კომპანიის მმართველები, მეცნიერები, ექიმები, იურისტები, პოლიტიკოსები და ა.შ.

1993 წელს Mattel-მა სათამაშოების მწარმოებელი ცნობილი კომპანია Fisher-Price-ი იყიდა, 1998 წელს კი კიდევ ერთი კომპანია American Girl-ი შეიერთა. 1997 წელს Mattel-ი სათამაშოების ბაზარზე მსოფლიოში მესამე კომპანია იყო.

2000 წელს Mattel-მა Warner Bros-ისგან ჰარი პოტერის ბრენდირებული სათამაშოების გამოშვების უფლება შეიძინა. ასევე დაიწყო ბეტმენის და სუპერმენის თოჯინების გამოშვება.

2010 წელს Mattel-მა თოჯინების ახალი სერია Monster High გამოუშვა, 2011 წელს კომპანია HIT Entertainment-ი შეისყიდა, 2014 წელს კი კომპანია MEGA Brands-ი.

2016 წლიდან „ბარბის“ თოჯინები მხოლოდ „კლასიკური სილამაზის“ გოგონებით აღარ გამოდის, გამოჩნდა სხვადასხვა ტანის ფორმის მქონე თოჯინებიც, რაც უფრო ახლოსაა რეალურ სამყაროსთან. 2019 წელს კი კომპანიამ პირველი გენდერულად ნეიტრალური თოჯინა გამოუშვა.

მიუხედავად უამრავი სიახლისა, სათამაშოების ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო 2010-იან წლებში Mattel-ის შემოსავალი 5-დან 6.5 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა.

2023 წელს Mattel-ის სპონსორობით გამოვიდა მხატვრული ფილმი „ბარბი“, რომელიც ბესტსელერი გახდა და კიდევ უფრო გაზარდა დაინტერესება „ბარბის“ თოჯინების მიმართ.

Previous Post

Paramount-მა გამომცემლობა Simon & Schuster-ი $1.62 მილიარდად გაყიდა

Next Post

სპორტული ფეხსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდები მსოფლიოში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სპორტული ფეხსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდები მსოფლიოში

სპორტული ფეხსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდები მსოფლიოში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result