Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინფრასტრუქტურა – საქართველოს ეკონომიკის ძლიერი თუ სუსტი მხარე?

by Davit Tsiramua
August 3, 2023
in Forbes Infrastructure, ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ინფრასტრუქტურა – საქართველოს ეკონომიკის ძლიერი თუ სუსტი მხარე?
0
SHARES
0
VIEWS

ქვეყნის ინფრასტრუქტურა ეკონომიკის ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. ინვესტიციები სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს, რადგან ინფრასტრუქტურა ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში მონაწილეობს. ამასთან ერთად, ინფრასტრუქტურა საქონლის მიწოდების ხარჯებს ამცირებს, ადამიანებისა და პროდუქციის გადაადგილებას ამარტივებს, ზრდის წარმოების პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას. Global Infrastructure Hub-ის კვლევის მიხედვით, ინფრასტრუქტურაში ინვესტირება 1.5-ჯერ უფრო ეფექტიანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე სახელმწიფო ხარჯები ნებისმიერ სხვა სფეროში.

ადრე თუ ინფრასტრუქტურაში ძირითადად სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება იგულისხმებოდა, დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, თუნდაც – სატრანსპორტო გზების დიგიტალიზაცია. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება კი ორმაგ როლს თამაშობს: 1. ეკონომიკურს – წარმოებისთვის საჭირო იაფი და მდგრადი ენერგიის წყაროების გამოყენება და 2. პოლიტიკურს – სხვა ქვეყნებისგან მაქსიმალური ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა.

საქართველოსთვის ინფრასტრუქტურას იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ქვეყნისთვის მსოფლიოში. საქართველო სატრანსპორტო დერეფნებში მდებარეობს და ეს ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი პოტენციალია. შეიძლება ითქვას, ბუნებრივი რესურსია ანუ ბუნებრივად გვაქვს მდებარეობის გამო. საქართველოს მთავარი უპირატესობა შავ ზღვაზე გასასვლელი და ისეთ ქვეყნებთან მეზობლობაა, რომლებსაც შავ ზღვასთან დაკავშირება საქართველოს გავლით ურჩევნიათ. გარდა საერთაშორისო გადაზიდვებისა, ინფრასტრუქტურას ეკონომიკის ყველა დარგისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, ისე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში.

რა მდგომარეობაშია საქართველოს ინფრასტრუქტურა, ამის ზუსტი შეფასება არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა დაკვირვება უჩვენებს, რომ ჯერ შორს ვართ იმისგან, რასაც კარგი ინფრასტრუქტურა ჰქვია.

2020 წლამდე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს აქვეყნებდა, რაც პანდემიის გამო შეწყვიტა და ახალი ანგარიში ჯერ არ გამოუცია. ბოლო, 2020 წლის ანგარიში 2019 წლის რეალობას ასახავდა. ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განაპირობებენ. ინდექსში ცალკე არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურის დონე, რომელიც სატრანსპორტო და კომუნალურ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ინფრასტრუქტურის შესაფასებლად გამოყენებულია როგორც ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, ასევე მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვა. ბოლო რეიტინგი 141 ქვეყანას მოიცავს.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ხარჯები (ფინანსური აქტივების ზრდა), მილიარდი ლარი

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2019 წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზე იყო, ცალკე აღებულ ინფრასტრუქტურის რეიტინგში კი 73-ე ადგილზე იყო 67.6 ქულით (100 ქულიდან), რაც საშუალო პოზიციაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ 3 წელი გავიდა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ იქნება შეცვლილი.

ინფრასტრუქტურის დონის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 100 – ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობაში აქვს. ასევე მაღალი ქულა (97.1) აქვს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხსა და სასმელი წყლისადმი ხელმისაწვდომობაში (92.1 ქულა). სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან ყველაზე მაღალი ქულა საგზაო ქსელში აქვს – 77.1.

ყველაზე დაბალი ქულა – 100-დან 6.7, საქართველოს დიდი გემების მიღების შესაძლებლობაში აქვს. 40.6 ქულა აქვს აეროპორტებში, 45.9 – საზღვაო პორტების მომსახურებაში, 46.2 – რკინიგზის სიმჭიდროვეში, 46.6 – საავტომობილო გზების ხარისხსა და 48.9 – სარკინიგზო მომსახურების ხარისხში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევა აჩვენებს, რომ ინფრასტრუქტურაში ყველაზე დიდი გამოწვევა ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის არარსებობაა. ანაკლიის პორტის მშენებლობა სწორედ 2019 წელს შეჩერდა და დღემდე არ განახლებულა. ამ დროს, როგორც აღვნიშნე, საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებაში საქართველოს მთავარი უპირატესობა შავ ზღვაზე გასასვლელია.

შედარებისთვის, სინგაპური, რომელიც მსოფლიოში მე-3 ადგილზეა ერთ მოსახლეზე შემოსავლით, ინფრასტრუქტურის რეიტინგში მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 100-დან 95.4 ქულა აქვს. რკინიგზის სიმჭიდროვეში და დიდი გემების მიღებაში სინგაპურს 100-100 ქულა აქვს. სინგაპურის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში, რომელსაც დღეს „სინგაპურის სასწაულს“ უწოდებენ, საზღვაო პორტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2021 წელს სინგაპურის პორტი ტვირთბრუნვით მსოფლიოში მეორე იყო, მხოლოდ შანხაის პორტს ჩამორჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სასურველისგან შორს არის, მაინც აქტიურად ხდება საქართველოს დერეფნის გამოყენება, განსაკუთრებით – რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. საქართველოსთვის განსაკუთრებით მოგებიანია საერთაშორისო მილსადენების ინფრასტრუქტურა, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის დასავლეთის ქვეყნებისთვის მიწოდებას ემსახურება. გარდა იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ევროპის ქვეყნებმა და მსხვილმა სანავთობო კომპანიებმა მილსადენი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საქართველოში მილიარდობით დოლარი ჩადეს, საქართველო დღემდე იღებს ყოველწლიურად სტაბილურ შემოსავალს გატარებული ნავთობისა და გაზის შესაბამისად. მაგალითად, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მილსადენებიდან 363 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს – 348 მლნ დოლარის. 2000 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი 5.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით მსხვილი პროექტები, ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძირითადი ნაწილი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შედარებით მცირე პროექტები – ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. ბოლო 10 წელიწადში, 2013-დან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ყველა დონის ბიუჯეტიდან ჯამში ინფრასტრუქტურაზე (ე.წ. არაფინანსურ აქტივებზე) 30.2 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ყველაზე მეტი, 5.9 მილიარდი, 2022 წელს დაიხარჯა. 2023 წელს 6.1 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხების 80% დასავლეთის ქვეყნების გრანტებსა და გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებზე მოდის.

თავის მხრივ, როდესაც ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ფული იხარჯება, ეს უკვე იწვევს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა ეს ხელოვნურად გამოწვეული ზრდაა და როდესაც ინფრასტრუქტურის ხარჯები კლებას იწყებს, ინფრასტრუქტურის შენებით მიღწეული ზრდის ტემპიც კლებულობს. ინფრასტრუქტურის მთავარი დანიშნულება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ზრდისთვის ხელშეწყობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე მილიარდობით ლარი იხარჯება, საკმარისი ინფრასტრუქტურა ჯერ მაინც არ გვაქვს და სასურველ დონემდეც ბევრი გვიკლია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთოს, როგორც ეს კეთდებოდა ანაკლიის პორტის შემთხვევაში. მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით და მხოლოდ სახელმწიფოს ინიციატივით, პროექტები დაგვიანდება და ყოველი დაგვიანებული წელი საქართველოს ეკონომიკის მილიარდობით ლარის დანაკლისია.

Previous Post

ქარის ბენზინად ქცევა – სიგიჟე თუ რეალობა

Next Post

იტალიის პრემიერი Placebo-ს ვოკალისტს ცილისწამებისთვის უჩივის

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
იტალიის პრემიერი Placebo-ს ვოკალისტს ცილისწამებისთვის უჩივის

იტალიის პრემიერი Placebo-ს ვოკალისტს ცილისწამებისთვის უჩივის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result