Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჩვენი აორთქლებული თავისუფლებები

by Forbes.ge
February 28, 2021
in ედიტორიალი
0
ჩვენი აორთქლებული თავისუფლებები
0
SHARES
0
VIEWS

ტირანია კონტროლს გულისხმობს. დემოკრატიებშიც კი, თუ არ შეაჩერე, სახელმწიფოს ბუნებრივი მიდრეკილება აქვს, ძალაუფლება გაიფართოოს და თავისი საცეცები მოქალაქეთა ცხოვრების ყველა ასპექტში ჩაყოს… ცხადია, მოქალაქეთა დახმარების მიზეზით და სახელით. კონტროლი – ეს არის ადამიანებისთვის არჩევნის გაკეთების შესაძლებლობათა ჩამორთმევა და მოქმედების თავისუფლების მასშტაბების შეზღუდვა. საკუთარი ნების ამარა დარჩენილები, ბიუროკრატები ყველაფერს აგიკრძალავდნენ, მათგან თუ არ გექნებოდათ ნებართვა აღებული. ჩვენს დამაარსებლებს ესმოდათ, რომ სწორედ წვრილ-წვრილი, ტირანიული შეზღუდვების აკუმულირებას მივყავართ თავისუფლების საბოლოო დაკარგვამდე.

პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელებული ტირანიის ნიმუშს FDA-ის ბოლოდროინდელი დადგენილება წარმოადგენს, რომელიც პრემიუმ-სიგარების წვრილ მეწარმეებსა და ელექტროსიგარეტის ხელსაწყოთა მწარმოებლებს ეხება. რამდენიმე წლის წინ კონგრესმა დიდი ძალაუფლება მისცა FDA-ს თამბაქოს ინდუსტრიის დასარეგულირებლად, ვითომდა ტინეიჯერებში სიგარეტის მოწევასთან გამკლავების მიზნით.

FDA-ის წესების მასიური ნუსხა მაისში გამოიცა, ხოლო აგვისტოში ამოქმედდა კიდეც. ჯანმრთელობის დაცვაზე გაუთავებელი ლაყბობის საპირისპიროდ, ამ ყველაფრის შედეგი ის იქნება, რომ დიდი კომპანიები იხეირებენ, ვინაიდან მათ პატარა მეტოქეებს ახალი და ძვირი კანონების დაცვა დააწვებათ ტვირთად და გაიჭყლიტებიან კიდეც. და რაც ყველაზე საზარელია: ტრადიციული სიგარეტების ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივის – უთამბაქოო ელ-სიგარეტის – დაკოჭლებით, რეგულაციები საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ავნებს.

• ელ-სიგარეტები

ისინი ნამდვილი წყალობა აღმოჩნდა მილიონობით მწეველისთვის, ვინც მანამდე წარუმატებლად ცდილობდა სიგარეტისთვის თავის დანებებას. არსი ისაა, რომ ელექტროსიგარეტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეისუნთქოს ნიკოტინი (ინგრედიენტი, რომელიც მწეველს სიამოვნებას ანიჭებს), მაგრამ არა კანცეროგენები, რის გამოც ტრადიციული სიგარეტი ასეთი საწამლავია. ამავე გზით, ის მილიონობით ახალგაზრდას არიდებს ჩვეულებრივ სიგარეტს, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, სწორედ სიგარეტის მოწევას დაიწყებდნენ. სანდო მონაცემები ნამდვილად არ არსებობს, რომ ელ- სიგარეტები ტრადიციული სიგარეტებისგან თავდაღწევის საშუალებაა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, მათ პროფილაქტიკური ფუნქცია აქვთ. და მაინც, ჰაერივით საჭირო ინდუსტრიას FDA-მ მუცელში დანა ჩაასო.

2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ დამზადებულმა ყველა ხელსაწყომ ახლა FDA-ის სანქცია უნდა გაიაროს – საოცრად ძვირი და დროის წამღები პროცესი. თანაც, სააგენტოს მიკერძოებულ დამოკიდებულებებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მწარმოებლებმა ლიცენზია მაინც ვერ მიიღონ. ამასობაში კი მათ, ვისაც სიგარეტისთვის თავის დანებება უნდა… მათთვის ეს ძალიან ცუდი ამბავია.

და თარიღად 2007 წელი რატომ აირჩიეს? პირობითად. ამ წელს კონგრესმა საკანონმდებლო აქტი აამოქმედა, რითაც FDA-ს ახალი ძალაუფლება მისცა თამბაქოს ინდუსტრიის გასაკონტროლებლად.

ელ-სიგარეტები საკმაოდ ახალი ტექნოლოგიაა. 2007 წელს ხელმისაწვდომი თითო-ოროლა პროდუქტი გაცილებით ჩამოუვარდებოდა დღევანდელებს როგორც კომფორტის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. კონკურენცია მომხმარებლებს უკეთეს და უკეთეს რამეებს სთავაზობს.

FDA კი დღევანდელ კარგ ხელსაწყოებს პრაქტიკულად ნაგვის ყუთში მოისვრის შედარებით უფრო დაბალხარისხიანი, თითქმის ათი წლის წინ შექმნილი პროდუქტების სასარგებლოდ.

• პრემიუმ-სიგარები

ყოველ წელს სიგარების ადგილობრივი, წვრილი მეწარმეები ახალ-ახალი ნაზავებისგან შემდგარ სიგარებს ამზადებენ. მათი დიდი ნაწილი ხელნაკეთია ან 1930-იანი წლების ვინტაჟ-მანქანებითაა დამზადებული. ასეთი სიგარები იაფი არ ღირს, თითო – $10 ან მეტი. ეს მეწარმეები სიგარების დარგში იმ მიკროსახარშების ეკვივალენტს წარმოადგენენ, რომლებმაც დღევანდელი ლუდების ხარისხი (რომ არაფერი ვთქვათ ფანტასტიკურად ფართო არჩევანზე) საოცრად გაამდიდრეს.

FDA-ის ახალი რეგულაციები კი ამ კომპანიებს ბიზნესს ჩამოაშორებენ, რადგან თითოეულ ახალ ნაზავს მეტად ხარჯიანი, გართულებული სალიცენზიო პროცესის გავლა მოუწევს, რაც 5,000-საათიან შემოწმებას გულისხმობს და ნებართვის მისაღებად, შესაძლოა, წლები გახდეს საჭირო. მწარმოებლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ყოველი ახალი სიგარა არის “მნიშვნელოვნად ეკვივალენტური”  (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა) იმ ნაზავებისა, რაც ადრე იყიდებოდა.

ლუდის ტრადიციულმა მწარმოებლებმა ალბათ უნდა იოცნებონ, FDA-მ რომ როგორმე იგივე რეგულაციები შემოიღოს მათი ნერვების მომშლელი მიკრომხარშველებისთვის.

• ჩიბუხის მოყვარულები

ბევრ მათგანს ახალ ნაზავებთან ექსპერიმენტირება უყვარს. თამბაქოთი მოვაჭრეებიც, ჩიბუხის მწეველთათვის საბედნიეროდ, ჩიბუხის სხვადასხვა თამბაქოს ერთმანეთში ურევენ. მაგრამ ამ სიამოვნებას ახლა რეგულაციურ ჩაქუჩს ურტყამენ. ახალი წესების თანახმად, თამბაქოთი მოვაჭრეებს, რომლებიც თავიანთ მაღაზიებში ჩიბუხის თამბაქოებს ერთმანეთში აზავებენ, დღეს FDA-ის სარეგისტრაციო პროცესის გავლა მოუწევთ, გეგონებათ, თამბაქოს მწარმოებლები იყვნენ.

რაც თამბაქოთი მოვაჭრეებისა და პრემიუმ-სიგარების მწარმოებლების თავს ხდება, მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ თუ ცოტათი მაინც აქტიური ხარ, თავიდან ვერ აირიდებ რეგულაციურ ტირანიას (არის გარკვეული ზეწოლა კონგრესზე, პრემიუმ-სიგარების დამამზადებლების FDA-ის ხაფანგიდან გასათავისუფლებლად, თუმცა განხორცილების შანსები უპერსპექტივოდ გამოიყურება). მაგრამ აი, რაც ელ-სიგარეტების ხელსაწყოებს დაატეხეს თავს, ეს უკვე ძალადობრივი სკანდალია.

ჩვენი დიდი, რეგულაციური სახელმწიფო საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი პროგრესული ეპოქიდან იღებს სათავეს, როცა ექსპერტებს სახელმწიფოს მიმართ ლამის რელიგიური რწმენა ჰქონდათ. მიმდევრები უგულებელყოფენ უხერხულ ჭეშმარიტებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს პოლიტიკისა და გავლენის ჯგუფებისგან ვერ გამოაცალკევებ.

FDA-ის ანტიპათია ელ-სიგარეტებისადმი არა ობიექტური მეცნიერებიდან, არამედ ანტიმწეველი ჯიჰადისტების ცრურწმენებიდან მომდინარეობს.

Previous Post

FINCA-ს საბანკო ტრანსფორმაცია

Next Post

ბანკების დამზღვევი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბანკების დამზღვევი

ბანკების დამზღვევი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result