Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მომავლის ხედვა ახალი დირექტორისგან

by ელენე კვანჭილაშვილი
March 26, 2021
in ინტერვიუ
0
მომავლის ხედვა ახალი დირექტორისგან
0
SHARES
0
VIEWS

“საქართველოს ბანკს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კახა კიკნაველიძე 22 წლის შემდეგ ისევ საქართველოში და იმ ბანკში ბრუნდება, სადაც პროფესიული კარიერა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო.

კახა კიკნაველიძეს “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში ვხვდები. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ექსკლუზიურად Forbes Georgia-სთან გასაუბრება მაინც შეძლო. ცოტა დრო გვაქვს. ინტერვიუს იმ გზის გახსენებით ვიწყებთ, რამაც კახა კიკნაველიძე საქართველოს წამყვანი ბანკის გენერალურ დირექტორობამდე მიიყვანა. ღიმილით ამბობს, რომ 1994 წელს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პირველი ინგლისურად მოლაპარაკე თანამშრომელი იყო, რომელმაც საქართველოში Western Union-ის შემოყვანაში მიიღო მონაწილეობა. უცხოეთის გადარიცხვების დეპარტამენტში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ამერიკაში წავიდა, ემორის უნივერსიტეტი დაამთავრა, ბიზნესადმინისტრაციის ხარისხი აიღო და ათ-ათი წელი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ლონდონში იმუშავა. ამ პერიოდში რამდენიმე დარგს ფარავდა: მეტალურგიას, ელექტროენერგეტიკას, მოგვიანებით კი ხუთი წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის სექტორს. 2007 წელს ლონდონში საინვესტიციო ფონდი „რიონი კაპიტალი“ დააარსა, რომელიც კლიენტებისა და ინვესტორების თანხებს სხვადასხვა სექტორში აბანდებდა, მათ შორის, საკმაოდ აქტიურად – საბანკო სფეროშიც. 2008 წლიდან საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა და მას შემდეგ ბანკის ნახტომისებურ განვითარებაში უშუალოდ მონაწილეობდა.

კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ 22 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება მისთვის ემოციურად დატვირთული მომენტია. იგი ბოლომდე ათვითცნობიერებს და იზიარებს “საქართველოს ბანკის” მთავარ ფილოსოფიას, რომელსაც ყველაზე უკეთ გამოხატავს ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრაზა – იგრძენი მომავალი, რაც თავის თავში ოპტიმიზმს, ენთუზიაზმს, შემოქმედებით მიდგომებსა და პოზიტიურ მოლოდინებს აერთიანებს. კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ „საქართველოს ბანკისთვის“ ამომავალი წერტილი მისი მომხმარებელია, რომელიც საქართველოს 2 მილიონ მოსახლეს აერთიანებს.

გამოწვევებისთვის მზად ხართ?

მე გამოწვევების არ მეშინია. საფინანსო სექტორში ყველაზე დიდი გამოწვევები კრიზისულ პერიოდზე მოდის ხოლმე. მე ოცწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ორი დიდი კრიზისის მომსწრე ვარ და მეამაყება, რომ ორივე წარმატებით გადავიტანეთ იმ კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი. პირველი იყო 1998 წელს განვითარებადი ბაზრებისა და რუსეთის საბანკო სისტემის დეფოლტის მიერ გამოწვეული კრიზისი და მეორე – 2008 წლის დიდი საერთაშორისო ფინანსური კრიზისი. „რიონი კაპიტალის“ მართვა 2008 წლის იანვარში, ლონდონში დავიწყეთ და პირველივე წელი კრიზისული აღმოჩნდა. ძალიან ძნელია კრიზისის შედეგად მიღებული გამოცდილების სხვა რამით კომპენსირება. კრიზისიდან გამოსვლის პერიოდი დიდი გაკვეთილია ყველა ფინანსისტისთვის და ამას მარტო თეორიული განათლებით ვერ შეცვლი.

პასუხისმგებლობის არ გეშინიათ?

იყო ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალური დირექტორი, მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. „საქართველოს ბანკი“ სისტემური ბანკია და ამიტომ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკური მდგრადობის- თვის. შესაბამისად, მე ამ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მთელი ქვეყნის, ჩვენი მომხმარებლების, ჩვენი თანამშრომლებისა და ბანკის აქციონერების მიმართ.

მოდი, ჩვენი მკითხველისთვის დავაკონკრეტოთ მთავარი გამოწვევები…

დღეს საბანკო სექტორში ორი ძირითადი გამოწვევაა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ეს გახლავთ რეგულაციები და ტექნოლოგიური განვითარება. 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამოწვევა, ფაქტობრივად, ბანკებს დაჰბრალდათ. უკვე რვა წელი გავიდა და დღესაც დასავლური ბანკები რამდენიმემილიარდდოლარიან ჯარიმებს იხდიან ამ კრიზისის შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისად გამკაცრდა რეგულაციები, რაც დღეს დასავლეთში ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ტექნოლოგიებს რაც შეეხება, ეს კონკურენციის არეალს აფართოებს: უკვე ვხედავთ, რომ არასაბანკო კომპანიებმაც დაიწყეს არა მხოლოდ გადახდების სეგმენტში შესვლა, არამედ კლიენტებისთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებაც. ვფიქრობ, მომსახურებების გაციფრულება ერთ- ერთი სერიოზული გამოწვევაა.

იმდენად სერიოზული, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში ბანკის, როგორც ფიზიკური ერთეულის, საჭიროება აღარ გვქონდეს?

მახსოვს, ამერიკაში ჩემი სტუდენტობის დროსაც იწერებოდა სტატიები, რომ ბანკების ფიზიკური ფილიალები აღარ იარსებებდნენ. ოცი წელი გავიდა და ეს ფილიალები საკმაოდ აქტიურად არსებობენ როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ჩვენთან. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ციფრული არხები და ციფრული მომსახურება ვითარდება და დღეს უკვე ინტერნეტის, კომპიუტერიზაციის განვითარებით, გაცილებით მეტი სერვისის შეთავაზება შეიძლება, ვიდრე ხუთი- ათი წლის წინ შეიძლებოდა: ჩვენთვისაც – ბანკებისთვისაც – მიმზიდველია, რომ ის მომსახურებები, რომელთა ავტომატიზებაც შეიძლება, ციფრულ არხებში გადავიდეს. თუმცა, ამისთვის საჭიროა, მომხმარებელიც გათვითცნობიერებული იყოს. ამ სიახლეების მათთვის ახსნა კი სწორედ ბანკის მოვალეობაა.

რეგულირება ახსენეთ, ზოგადად რა ჯობია ფინანსური ბაზრის სიჯანსაღისთვის – რეგულირება თუ ბაზრის ლიბერალიზაცია?

ისტორიას თუ შევხედავთ, რეგულირების დონეს, ეკონომიკის მსგავსად, ციკლური ხასიათი აქვს. კრიზისის შემდეგ რეგულირება, როგორც წესი, მკაცრდება: კაპიტალისა და ლიკვიდურობის მოთხოვნები იზრდება, წესდება შეზღუდვები სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებაზე და ეს ეკონომიკის განვითარებაზეც ახდენს გავლენას. როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად ნელდება, მთავრობა და მარეგულირებელი ხვდება, რომ ზედმეტი რეგულირება ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. ამის შემდეგ დერეგულაციისა და ლიბერალიზაციის პროცესი იწყება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთაშორისო საბანკო სისტემაში სწორედ ამ სტადიაზე ვიმყოფებით.

საქართველოს რეალობას რომ შევხედოთ, როგორია, თქვენი შეფასებით, რეგულირების ხარისხი?

საბანკო სექტორმა საქართველოში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. თვითონ საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობა, მე მგონი, სამაგალითო უნდა იყოს არა მარტო რეგიონში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც. ისეთი კრიზისები, როგორიც 2008 წელს იყო, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ომსაც დაემთხვა, საბანკო სექტორმა, ფაქტობრივად, უმტკივნეულოდ გადაიტანა. განვითარებადი ქვეყნების სავალუტო კრიზისს თუ შევხედავთ, რომელიც შარშან მოხდა, საქართველომ ეკონომიკურად გაცილებით ადვილად გაუძლო ამ შოკს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკამ. საბანკო სექტორი საკმაოდ სტაბილურია და მე ვიტყოდი, რომ ეს როგორც ბანკების, ასევე რეგულატორის დამსახურებაა.

თუმცა, საბანკო ზედამხედველობის თემა ერთ- ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო ბოლო პერიოდში. ყველა მსხვილი დონორის საკმაოდ მკაცრი პოზიცია გვახსოვს იმასთან დაკავშირებით, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შიგნით დარჩენილიყო. თქვენი პოზიცია როგორია?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკონსტიტუციო მოვალეობა, საბანკო სექტორის სტაბილურობა უზრუნველყოს, მაშინ ლოგიკურია, რომ ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკში დარჩენილიყო. მოხარული ვარ, რომ ასეც მოხდა. საერთაშორისო ტენდენციაც სწორედ ზედამხედველობის ცენტრალური ბანკის შემადგენლობაში თავმოყრისკენ მიუთითებს. ამ კუთხით, საუკეთესო მაგალითია ევროპის ცენტრალური ბანკი.

საქართველოს საბანკო ბაზრის უდიდესი წილი ორ კომერციულ ბანკს უჭირავს. რამდენად კონკურენტულია დღეს ეს ბაზარი და თქვენ თუ გრძნობთ ამ კონკურენციას?

კონკურენციას ვგრძნობთ. საბანკო სექტორი საქართველოში დღეს ერთ- ერთი ყველაზე კონკურენტულია. სწორედ ამ კონკურენციამ განაპირობა საბანკო სექტორის განვითარება. მე ვფიქრობ, რომ ფინანსური მომსახურების სექტორი თავისი განვითარების დონით დღეს სხვა სექტორებს წინ უსწრებს. ბაზარზე ნამდვილად არსებობს ორი ბანკი, რომელთა ბაზრის წილი მაღალია, მაგრამ თუ შევხედავთ შეთავაზებებს, როგორც დეპოზიტების, ასევე დაკრედიტების მხრივ, დავინახავთ, რომ კონკურენცია გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ამ ორ ბანკს შორის. ბანკების გარდა არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სულ უფრო და უფრო აქტიურობენ კორპორაციულ ბაზარზე დაკრედიტების სფეროში. ამასთან ორი მსხვილი მოთამაშის არსებობა გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ ბაზარი არაკონკურენტულია. სხვა სექტორებს რომ შევხედოთ, ყველაზე ნათელი მაგალითია კოკა- კოლას და პეპსი- კოლას კონკურენცია – ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის, რომლებიც ერთმანეთის უდიდესი კონკურენტები არიან. ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ სესხის საშუალო განაკვეთი 4-5%-ით შემცირდა. მე მგონი, ეს ნათელი მაგალითია, რომ ბაზარზე კონკურენციაა და კრედიტები იაფდება.

რა არის ამ ბაზარზე „საქართველოს ბანკის“ კონკურენტული უპირატესობა?

ორი მთავარი კონკურენტული უპირატესობა გვაქვს: ერთიანი შეკრული გუნდი, რომელიც ერთი მიზნისკენ მიიწევს და შეულახავი რეპუტაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფორმირდებოდა და საშუალებას აძლევს „საქართველოს ბანკს“, მოიზიდოს კაპიტალი როგორც საქართველოში, ასევე უცხოური ბაზრებიდან. „საქართველოს ბანკი“ იყო პიონერი – პირველი ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს როგორც სააქციო, ასევე ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე.

ზოგადად ეკონომიკისთვის რა დატვირთვა აქვს “საქართველოს ბანკის” ლონდონის ბირჟაზე გასვლას?

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან ადგილობრივი დაგროვილი კაპიტალის დეფიციტია და გვჭირდება უცხოური კაპიტალის მოზიდვა, რათა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს მივაღწიოთ. ჩვენი მრავალწლიანი რეპუტაცია აადვილებს როგორც უცხოური პორტფელური, ისე პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას: ძალიან ბევრი უცხოური კომპანია გვიკავშირდება, რომელთაც აინტერესებთ ჩვენთან პარტნიორობა და საქართველოში ბაზრის სხვადასხვა დარგში ინვესტირება.

ბიზნესგარემო საქართველოში ინვესტირებისთვის მიმზიდველია?

მე ვიტყოდი, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემოა. გადასახადების თუ ბიუროკრატიის დაბალი დონით არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ. ალბათ ყველაზე ობიექტური საზომი მაინც მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიადვილის ინდექსია: ამ ინდექსის მიხედვით, საქართველო 24-ე ადგილზეა. არის კომპონენტები, სადაც წინ ვართ – მაგალითად, ახალი ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების რეგისტრაციის ან თუნდაც კრედიტების გაცემის სიმარტივით. არის კომპონენტები, სადაც ჩამოვრჩებით – მაგალითად, გაკოტრების პროცესის სიმარტივის ან სავაჭრო ლოგისტიკისა და რეგულირების მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ დიდი ნახტომი გააკეთა, ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებით შეგვიძლია წინ წავიწიოთ.

არაპროფილური აქტივები გასამიჯნი იყო?

აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ბანკი დეპოზიტარების დანაზოგებს განკარგავს და რეგულირებადი კომპანიაა. ამდენად, გამიჯვნა სწორი გადაწყვეტილება იყო როგორც მარეგულირებლის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი გადმოსახედიდან. ამ ცვლილების შედეგად არაპროფილური აქტივები ჯგუფის დონეზეა გატანილი. ზოგადად არაპროფილური აქტივების არსებობას რაც შეეხება, ზოგიერთი სექტორი ბანკმა შეიძლება ინვესტირებისთვის მიმზიდველად ჩათვალოს, მაგრამ ეს სექტორი თვითონ არ იყოს კარგად განვითარებული – კარგი მაგალითია ჯანდაცვის სფერო, რომელიც ჯგუფმა პერსპექტიულ დარგად მიიჩნია, შევიდა ამ სექტორში და შედეგად კიდევ ერთი წარმატებული კომპანია მივიღეთ GHG-ის სახით, რომელიც გასულ წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და ქვეყანაში 100 მილიონი დოლარი მოიზიდა. ამ დონის უცხოური ინვესტიციები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო.

ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია?

განათლება, შრომისმოყვარეობა და დაგროვების კულტურა – ეს სამი ფაქტორი, ჩემი აზრით, ეკონომიკური განვითარებისა და დოვლათის შექმნის საწინდარია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ინდივიდუალურ დონეზე. ჯერ უნდა მივიღოთ განათლება, რომ ჩვენი პროდუქტიულობა გავზარდოთ, უნდა გვიყვარდეს შრომა, რომ დოვლათი შევქმნათ, დაბოლოს, დაზოგვის კულტურა უნდა ვისწავლოთ. მე უფრო ნაკლებად სკეპტიკურად ვარ განწყობილი განათლების დონის შეფასებისას ბევრ ექსპერტთან შედარებით, ვისი შეხედულებაც მომისმენია. ვფიქრობ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში განათლების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. დღეს, როცა ინტერნეტის, ავტომატიზაციის ამ დონეს მივაღწიეთ, შრომით ბაზარზე კონკურენტულობის შენარჩუნება განათლების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენს ბანკში ფინანსურ განათლებას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც სამსახურში მიღების დროს, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისას ყველა საფეხურზე, მათ შორის, ჩემი ჩათვლით. განათლების მიღება დიპლომით არ მთავრდება და ეს არის მუდმივი პროცესი.

რას ნიშნავს თქვენი სლოგანი – იგრძენი მომავალი?

ადამიანების უმრავლესობა ბუნებით ოპტიმისტია და უკეთესი მომავლის სჯერა. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, მონაწილეობა მიიღოს ჩვენი მომხმარებლებისთვის სასურველი და უკეთესი მომავლის შექმნაში. მაგალითად, ჩვენმა იპოთეკურმა პროდუქტებმა ათიათასობით ადამიანს შესაძლებლობა მისცა, შეეძინათ სანატრელი საცხოვრებელი და საკუთარი სახლის სითბო ეგრძნოთ, რასაც საკუთარი სახსრებით, სავარაუდოდ, 10-15 წელს მოანდომებდნენ.

ფინანსების ხელმისაწვდომობა დღეს პრობლემაა?

როგორც აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უცხოური კაპიტალის მოზიდვაზეა დამოკიდებული. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ციკლები უფრო გამოხატულია და, შესაბამისად, როგორც ინვესტირება, ასევე დაკრედიტება უფრო მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საქართველოში კაპიტალი შედარებით ძვირია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, სესხები საქართველოში იაფდება. კიდევ ერთხელ მოვიყვან ამ მაგალითს: „საქართველოს ბანკი“ დღეს საშუალოდ 4-5%-ით ნაკლებად გასცემს სესხს, ვიდრე ეს ხუთი წლის წინათ იყო.

დეპოზიტების დაზღვევის მომხრე ხართ?

დეპოზიტების დაზღვევის მომხრე არ ვარ. მე მგონი, აქ ასაწონია სარგებლისა და ხარჯების შეფარდება. დავიწყოთ იმით, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1933 წელს, დიდი დეპრესიის კრიზისის შემდეგ შემოვიდა. ამ დროს ამერიკის საბანკო სექტორი ფრაგმენტული იყო და ერთი ბანკის გაკოტრება დომინოს ეფექტს იწვევდა. დღეს საქართველოში ორი სისტემური ბანკია, ამიტომ დომინოს ეფექტის მიღება ნაკლებსავარაუდოა. ჩვენ, გვესმის რა „საქართველოს ბანკის“ სისტემური მნიშვნელობა, საკმაოდ მაღალი ლიკვიდურობის რეზერვი გვაქვს. ამის ნათელი მაგალითი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩვენი დეპოზიტების 17%-ით შემცირება. მე დარწმუნებული ვარ, ასეთ მოკლე პერიოდში ამ მასშტაბის შემცირება ბევრ დასავლურ ბანკს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დეპოზიტების დაახლოებით 70% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. მათი დაზღვევა საკმაოდ ძვირი დაუჯდება სახელმწიფოსა და საბანკო სისტემას, რაც საბოლოო ჯამში კრედიტის ღირებულებაზეც აისახება. ამ ყველაფრის მიღმა კიდევ ერთი რისკია – მორალური საფრთხე, ე.წ. moral hazard: რადგან ფიქრობენ, რომ მათი დეპოზიტები დაზღვეულია, დეპოზიტარები უფრო სარისკო ბანკებში დებენ ფულს. ასეთ ვითარებაში, ფაქტობრივად, აღარ ასხვავებენ, რომელი ბანკია უფრო მეტად დაცული. თავის მხრივ, ბანკებიც უფრო ადვილად გასცემენ მაღალრისკიან სესხებს. ამიტომაც ამ ვითომ სტაბილურობას შეიძლება სერიოზული უკუეფექტიც ჰქონდეს.

დოლარიზაციის მაღალი ხარისხი პრობლემაა ეკონომიკისთვის და თქვენი დამოკიდებულება როგორია – უნდა გატარდეს თუ არა რაიმე სპეციალური ღონისძიებები დედოლარიზაციის, ე.წ. ლარიზაციის წასახალისებლად?

ბუნებრივია, მომხრე ვარ, რომ დაგროვებაშიც და დაკრედიტებაშიც ლარის კომპონენტი გაიზარდოს. მაგრამ მგონია, რომ ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და რეგულირებით ამის ფორსირება არასწორი იქნება.

მაღალი დოლარიზაციის მიზეზი რა არის?

ხალხის მეხსიერებაში ჯერ კიდევ არის საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად გამოწვეული ჰიპერინფლაცია და კუპონის გაუფასურება. დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ასეთი მასშტაბის რყევებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს. რა თქმა უნდა, ლარი, როგორც განვითარებადი ქვეყნის კუპიურა, უფრო მერყევია, ვიდრე, მაგალითად, დოლარი, თუმცა მაღალია სარგებელიც ლარში განთავსებულ დეპოზიტზე და ამიტომ მე თვითონ ლარში მაქვს ანაბარი. ვფიქრობ, მხოლოდ ბუნებრივად უნდა მოხდეს ლარის სტაბილური დაგროვების წყაროდ გარდაქმნა. ხელოვნური ჩარევა ამ მხრივ კონტრპროდუქტიულიც შეიძლება იყოს.

საპენსიო რეფორმას თუ ემხრობით?

საქართველოში უნდა დაინერგოს დაგროვებისა და შენახვის პრაქტიკა. თუ საპენსიო რეფორმა ამისკენ გადადგმული ნაბიჯია, მივესალმები.

‘თუ’-ს ამბობთ…

უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ეს 6%-იანი კონტრიბუცია არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დამგროვებელს ღირსეული პენსია ჰქონდეს. ეს უფრო წახალისებაა, რის შემდეგაც დასაქმებულმა თავის პენსიაზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს. მოკლედ რომ ვთქვა, ამ რეფორმის მომხრე ვარ, მაგრამ… ორი მაგრამ არსებობს: პირველი – აკუმულირებული თანხები არ იქნება საკმარისი და მეორე – ჩნდება რისკები, მათ შორის, როგორი იქნება ამ თანხების მართვა. ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფომ მსგავსი საპენსიო ფონდების ან ნაციონალიზება მოახდინა, ან აიძულა სახელმწიფოსთვის გაეცა კრედიტები. ორივე შემთხვევაში საპენსიო ფული სახელმწიფოს მიმართულებით წავიდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რისკები მინიმალური იყოს.

„საქართველოს ბანკი“ დაინტერესდება საპენსიო ფონდის მართვით? და თუ – კი, მაშინ რა უპირატესობა ექნება, დავუშვათ, საერთაშორისო ფონდებთან შედარებით?

„საქართველოს ბანკი“ ცალსახად იქნება დაინტერესებული, რომ მართვაში მონაწილეობა მიიღოს. დღესდღეობით არ არის დადგენილი, რა რეგულაციები იქნება ან რა ინსტრუმენტებში და რა წონებით უნდა ჩაიდოს ეს ფული – იქნება ეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე და რა პროპორციებით. „საქართველოს ბანკში“ არის გუნდი, რომელსაც დაგროვილი თანხების მართვის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის – საერთაშორისო ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციებს რაც შეეხება, „საქართველოს ბანკი“ გაცილებით უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე ნებისმიერი უცხოური ფონდი.

ხელისუფლება საპენსიო რეფორმას კაპიტალის ბაზრებისა და საფონდო ბირჟის განვითარებას უკავშირებს...

კავშირი არსებობს. თუმცა აქაც მეტი კონკრეტიკაა საჭირო: რამდენად მოცულობითი იქნება ფონდი ან ფონდები, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება ინვესტირება თუ საერთაშორისო ბაზრებზე, რა პროპორციებით და ასე შემდეგ.

ბირჟა გვჭირდება?

გვჭირდება. ჩვენც ვავითარებთ. ჩვენი შვილობილი კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს, რომ ბირჟაზე კიდევ უფრო გახშირდეს ქართული ემიტენტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა კომპანიას არა აქვს საშუალება, საერთაშორისო ბირჟებზე გავიდეს, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ დაფინანსების წყარო ჰქონდეთ. ერთია ბანკები, მაგრამ თუ ლარის ობლიგაციების ბაზარი განვითარდება, ეს კარგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ინვესტორებისთვის, ასევე საპენსიო ფონდებისთვისაც, რომელთაც გრძელვადიანი ლარის რესურსი გაუჩნდებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ ბირჟა, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო, საქართველოში სწორედ იმიტომ ვერ განვითარდა, რომ ინტერესთა კონფლიქტია კომერციული ბანკების მხრიდან…

პირიქით ვფიქრობ. დღეს ბანკები არიან მთავარი მონაწილეები და მთავარი დაინტერესებული პირები, რომ ბირჟა განვითარდეს. თუ შევხედავთ „გალტ ენდ თაგარტის“ ბოლო წლების საქმიანობას, ჩვენ უკვე რამდენიმე კომპანია წარმოვადგინეთ, რომლებმაც ობლიგაციები გამოუშვეს როგორც დოლარში, ისე ადგილობრივ ვალუტაში და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.

დაბოლოს, მითია თუ რეალობა, რომ ლარის გაუფასურება ბანკების მოგებას ზრდის?

ეს არის მითი. ვთქვი და გავიმეორებ: „საქართველოს ბანკი“ არის სისტემური ბანკი. მისი წინსვლა მიბმულია ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ჩემთვის წარმოუდგენელია სცენარი, სადაც საქართველოს ეკონომიკას უჭირს და „საქართველოს ბანკი” სწრაფად იზრდება და მაღალმოგებიანია. ჩვენი ვალდებულებების დიდი ნაწილი მყარ ვალუტაში, ხოლო კრედიტების დაფარვის წყარო ლარშია დენომინირებული. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ლარის დევალვაციამ ჩვენს კლიენტებს ზიანი მიაყენოს და ბანკი ამით მოგებული დარჩეს.

Forbes Georgia-სთან „საქართველოს ბანკის“ ახალი გენერალური დირექტორის პირველი და საკმაოდ ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ დასრულდა. კახა კიკნაველიძის მთავარი გზავნილი თავისი გუნდის და 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის ერთია – ოპტიმიზმით, ენთუზიაზმით და შემოქმედებითი მიდგომით განაგრძოს ბანკმა მომსახურება. „საქართველოს ბანკი“ კი მთელ საქართველოს ემსახურება.

Previous Post

მთავარი ბანკირი

Next Post

რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ვალუტის გადამცვლელი პუნქტია საქართველოში

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ვალუტის გადამცვლელი პუნქტია საქართველოში

რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ვალუტის გადამცვლელი პუნქტია საქართველოში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result