Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ესპანეთის საყოველთაო არჩევნები 2023

by Salo Papalashvili
July 20, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ესპანეთის საყოველთაო არჩევნები 2023
0
SHARES
0
VIEWS

მიმდინარე წლის 23 ივლისს ესპანეთში საყოველთაო არჩევნები იმართება, სადაც ქვეყნის მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანიამ გამოკვეთილ ლიდერსა და პრემიერობის კანდიდატებს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ჩაიარა.

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პედრო სანჩესის მმართველ სოციალისტურ მუშათა პარტიას (PSOE) კონსერვატიული ოპოზიციური სახალხო პარტია (PP) ამარცხებს, რომელსაც სათავეში ალბერტო ნუნიეს ფეიხო უდგას. თუმცა, არსებული მონაცემებით, ოპოზიციური ძალა აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს.

შედეგად, 350 მანდატიდან, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობის მოსაპოვებლად, ნუნიესის სახალხო პარტიას (PP) დიდი ალბათობით ანტიიმიგრაციულ და ანტიფემინისტურ Vox-თან გაერთიანება დასჭირდება. სწორედ მათი საშუალებით, ულტრამემარჯვენეები 1975 წელს ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველად, შესაძლოა ესპანეთის მთავრობაში მთავარი ძალა გახდნენ.

ესპანეთში ეროვნული არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო თუმცა მაისში, რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციის ტრიუმფის შემდგომ, ესპანეთის სოციალისტმა პრემიერმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

PP-მ ესპანეთში გამართულ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებში ხმების 31.5% მოიპოვა, ხოლო PSOE-მ მხოლოდ 28.2%-ის მოპოვება შეძლო. სანჩესის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ (PSOE) 12 რეგიონიდან მხოლოდ სამში შეძლო გამარჯვების მოპოვება, მაშინ როდესაც არჩევნებამდე პარტია ათ რეგიონს მართავდა.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, მიმდინარე წლის არჩევნებში ნუნიესის სახალხო პარტია (PP) 140 ადგილის მოპოვებას შეძლებს, მაშინ როდესაც 2019 წლის არჩევნების შედეგებით, მხოლოდ 89 მანდატი დაიმსახურა. სანჩესის PSOE-ს მონაცემები კი, 2019 წლის 120 მოგებული ადგილიდან, არსებული პროგნოზით, 108-მდე შემცირდება. მესამე ადგილზე Vox-ია, რომელსაც ეგზიტპოლების შედეგები 36 მანდატის მოპოვებას უწინასწარმეტყველებს.

ესპანეთის კვლევითი კომპანიების – GAD3-ის, 40db-ის, Sigma Dos-ის, IMOP-ისა და Simple Logica-ს – ჩატარებული გამოკითხვებით, PP-ი და Vox-ი მიმდინარე არჩევნებში ჯამურად 176 მანდატის მიღებას შეძლებენ, რაც პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.

სოციალისტები და ვიცე-პრემიერ იოლანდა დიასის მემარცხენე ბლოკი, Sumar-ი კი ერთად 141 ადგილს მიიღებენ. საინტერესოა, რომ PSOE-ს მოლოდინების შესაბამისად, Vox-თან მოლაპარაკებებმა მოსახლეობაში PP-ის მხარდაჭერა ოდნავ შეარყია. Vox-ის ლიდერი სახალხო პარტიის (PP) ყოფილი წევრი სანტიაგო აბასკალია, რომელიც ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩევა. თავის მხრივ კი, Sumar-მა მემარცხენე პარტიებთან გააძლიერა ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, Sigma Dos-ის გამოკითხვით, სატელევიზიო დებატებისას ფეიხომ სანჩესი, 54%-ით, 46%-ის წინააღმდეგ დაამარცხა.

23 ივლისის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 37.4 მილიონი ესპანელია დარეგისტრირებული, მათ შორის 2.3 მილიონი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საყოველთაო არჩევნებისას, ქვედა პალატის 350 დეპუტატსა და 208 სენატორს აირჩევენ. პარტიული სია დახურულია, ამიტომ ამომრჩევლები არა უშუალოდ კანდიდატს, არამედ პარტიას აირჩევენ. ესპანეთის ახალი პარლამენტი 17 აგვისტოს უნდა ჩამოყალიბდეს.

მალევე, ესპანეთის მეფე ფილიპე VI პარტიების ლიდერებს შეხვდება, მათ პოზიციებს მოისმენს, შემდეგ კი პრემიერობის კანდიდატს წარადგენს. თუ კანდიდატი საპარლამენტო კენჭისყრაში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ხელახალი კენჭისყრა უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად, 48 საათის შემდეგ ჩატარდება. კვლავ დამარცხების შემთხვევაში, მეფე ახალ კანდიდატს აირჩევს.

თუ პირველი კენჭისყრიდან ორი თვის ვადაში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, ახალი არჩევნები ჩაინიშნება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არჩევნები ოთხჯერ გაიმართა, რადგან პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმებები ვერ შედგა. ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ PP-სა და Vox-ს შორის კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება, კიდევ ერთი არჩევნების შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია.

Previous Post

ჯო გებიამ Airbnb-ის $1 მილიარდის აქციები გაყიდა

Next Post

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტი DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

Salo Papalashvili

Next Post
თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტი DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტი DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result