Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes

დაკვირვებები მეტად ფაქიზ საკითხზე

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes
0
დაკვირვებები მეტად ფაქიზ საკითხზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ იმიგრანტთა ერი ვართ – ისტორიულად უნიკალური ქვეყანა, რომელმაც საკუთარი თავი ცნობიერად გამოიგონა, ნაცვლად იმისა, რომ მითური წარსულიდან აღმოცენებულიყო. ხალხი აქ დედასამშობლოსთვის ახალი მიწების დასაპყრობად კი არ ჩამოვიდა, არამედ მათ ძველი კავშირების გაწყვეტა და ცხოვრების ახლიდან დაწყება სურდათ (აფრიკელი ამერიკელები, რომლებიც აქ ძალით ჩამოიყვანეს, აშკარა გამონაკლისს წარმოადგენდნენ). პილიგრიმები პლიმუთ-როკის ნაპირზე გადმოვიდნენ, რათა ინგლისური წნეხისაგან თავისუფალი თემი დაეარსებინათ. წარსულის ამგვარმა კოლექტიურმა მიტოვებამ, გაწყვილებულმა იმ ექსტრაორდინარულ თავისუფლებებთან, რაც დანარჩენ მსოფლიოში არ არსებობდა, საშუალება მოგვცა, თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულიდან მოგვეზიდა ხალხი და მათი ასიმილირება მოგვეხდინა, თანაც ისეთი წარმატებით, ისტორიის მანძილზე ვერც ერთმა ქვეყანამ რომ ვერ მოახერხა (არაერთ მკვლევარს დღეს მიაჩნია, რომ ადგილობრივი ამერიკელები, საბოლოოდ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, ძალმომრეობით რომ განედევნათ და არ მომხდარიყო მათი იზოლაცია საგანგებო მიწებზე, რაც, რეალურად, მოხდა).

ჩვენი ისტორიის უმეტესი ნაწილი არ ცნობდა სიტყვათა ისეთ შეთანხმებას, როგორიცაა უკანონო უცხოელი, რადგანაც საიმიგრაციო კანონები პრაქტიკულად არ არსებობდა. მხოლოდ ერთმა იჩინა თავი: მე-19 საუკუნის ბოლოს იმიგრანტებს ელის- აილენდსა და სხვა ადგილებში იღებდნენ, მაგრამ ეს უმთავრესად ჯანმრთელობის საკითხებით იყო განპირობებული. თუ ავად არ იყავი, ქვეყანაშიც შეხვიდოდი (ამ პერიოდში, მახინჯი სტერეოტიპების გაფურჩქვნის ფონზე, ბარიერებიც კი აღმართეს, ჩინელები და იაპონელები რომ არ შემოეშვათ).

1920-იანებამდე აშშ-ს იმიგრანტებისთვის სერიოზული დაბრკოლება არ შეუქმნია. აი, 1920-იანებში კი იმიგრაციული ტალღა, ფაქტობრივად, შეჩერდა. მაგრამ ეს ერთგვარი გამონაკლისი იყო. 1965-ში ბარიერები დრამატულად შესუსტდა და მას მერე შემომსვლელთა რიცხვიც მკვეთრად იზრდება.

ამერიკული უნიკალურობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ბრიტანული კოლონიზატორული გამოცდილება ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილებისგან განსხვავდებოდა. ლათინურ ამერიკაში იმიგრირებულ ესპანელებსა და პორტუგალიელებს ხშირად გამდიდრების იდეა ამოძრავებდათ, რომ მერე შინ დაბრუნებულიყვნენ ან რომელიმე ურბანულ ცენტრში თავის გემოზე, უქმად გაელიათ დარჩენილი დღეები. ფესვების ღრმად გადგმას ისინი არ განიზრახავდნენ, როგორც ამას ახალ ინგლისში ჩასული ხალხი აკეთებდა.

კიდევ ერთი დიდი სხვაობა მმართველობის ფორმებში იყო. საფრანგეთი ხისტად აკონტროლებდა, ვინ მიდიოდა ფრანგულ ჩრდილო ამერიკაში და მათ მხოლოდ მცირე ავტონომიას თუ აძლევდა. საპირისპიროდ, ინგლისური კოლონიები ადგილობრივი მმართველობის თვალში საცემი დოზებით გამოირჩეოდნენ, მათ შორის იყო ,,ღირსეული” მოქალაქეების მიერ არჩეული კოლონიური საკანონმდებლო ხელისუფლებები. ეს ნამდვილად ძალიან შორს გახლდათ იმ დემოკრატიებისგან, დღეს რომ ვსარგებლობთ, მაგრამ უაღრესად განსხვავდებოდა იმ ყველაფრისგან, რაც თითქმის მთელ დანარჩენ სამყაროში ხდებოდა. მსგავსი ორგანოები ფლობდნენ ძალაუფლებას, რომლისთვისაც მონარქის მიერ დანიშნულ კოლონიურ გუბერნატორებს პატივი უნდა ეცათ. კიდევ ერთი ფაქტორი ამ თვითმმართველობის ფენომენში იყო ის, რომ თავად ბრიტანეთს არასდროს ჰყოლია სრული ძალაუფლებით აღჭურვილი ცენტრალური მთავრობა, განსხვავებით საფრანგეთის, ესპანეთისა და ავსტრიის მსგავსი კონტინენტური ხელისუფლებებისგან, სადაც ეს ჩვეული ამბავი გახლდათ. გარდა ამისა, ლონდონს არ ჰქონდა მდგრადი კოლონიური პოლიტიკა. ეს საქმე უფრო ალალბედზე იყო მიშვებული და ხანდახან მიკრომენეჯმენტით უფროინებივრებდა თავს, ვიდრე უგულებელყოფის ხანგრძლივი პერიოდებისკენ კურსის შეცვლით.

საკითხი, თუ როგორ უნდა მოარგო ძალიან განსხვავებული წარსულის მქონე ხალხი ამერიკულ ქსოვილს, დიდი ხანია, დამკვირვებლებისა და ლიდერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. უცხოელთა შემოდინებას მშვიდ პერიოდებშიც კი შერეული ემოციები აღუძრავს. ამერიკის რევოლუციამდე, ბენ ფრანკლინი პენსილვანიას მოდებული გერმანელების თაობაზე წუწუნებდა, რომლებიც ბრიტანეთიდან შემოსულ ხალხს არ ჰგავდნენ. ღელავდა, ვაითუ საერთოდ მოერგებიან აქაურობასო.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან წამოსული მილიონობით იმიგრანტის ,,ამერიკანიზების” პროგრამები და პროექტები გვიანდელ 1800-იანებში და ადრეულ 1900-იანებში გაიფურჩქნა. ამერიკელები შფოთავდნენ, რომ ეს ხალხი ვერასდროს იქცეოდა ჭეშმარიტ ამერიკელად. რამდენი კათოლიკე! რამდენი ებრაელი! რა უცნაური საჭმელები და ადათები შემოიტანეს! ხალხი ამ იმიგრანტთა პროფესიულ კავშირებში შესვლას უპირისპირდებოდა – იმ მოტივით, რომ მშრომელთა რაოდენობის ზრდა ხელფასებს დააკნინებდა.

ნახევარი საუკუნით ადრე ამერიკელი პოლიტიკოსები მგზნებარედ საუბრობდნენ ჩვენს ნაპირებს მომწყდარი ირლანდიელებისა და გერმანელების შესახებ. ,,უკან გაამგზავრეთ!” – ასეთი გახლდათ ჩვეული მოწოდება. იყო პერიოდი, იმიგრაცია მეტი სკანდალის მიზეზი გამხდარა, ვიდრე მონობა.

აყვავებულმა ეკონომიკამ და ასიმილაციისკენ მიმართულმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. იმიგრანტების ასიმილირებას ხელი ნალანძღმა, კორუფციულმა ურბანულმა პოლიტიკურმა მექანიზმებმაც კი შეუწყო, რომლებიც 1800-იანების ბოლოსკენ აღმოცენდა. 1870-იდან 1914-მდე ანაზღაურებები, სულ მცირე, გაორმაგდა, ცხოვრების სტანდარტი კი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ბოლო პერიოდში აქტივისტთა ჯგუფები უცხოელთა ასიმილაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ – ცდილობდნენ, იზოლირებული საზოგადოებები შეექმნათ, რომელთათვისაც ინგლისური, თუნდაც მეორე თაობისთვის, შორეული ენა იქნებოდა. მიზანი პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური იყო. ამ რადიკალებს არ მოსწონდათ ამერიკული ,,საერთო ქვაბის” იდეა და სურდათ, ქვეყანა დაპირისპირებულ ჯგუფებად დაეყოთ. მიაჩნდათ, რომ ასეთი ჯგუფების საარჩევნო ხმებს უფრო ადვილად გააკონტროლებდნენ. შედეგად, ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე, ხმებს დახარბებული პოლიტიკოსების ძალაუფლებას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. ამ დესტრუქციული ნონსენსის შესაჩერებლად კალიფორნიამ შეიტანა წვლილი, როცა 1988 წელს მისმა ამომრჩეველმა რეფერენდუმზე ლამის ერთხმად დაუჭირა მხარი იმიგრანტი ბავშვებისთვის ინგლისურის აქტიურ სწავლებას. გასაკვირი არაა, რომ ამ ახალმა თაობამ სწრაფად აითვისა ინგლისური.

მაგრამ ამ ანტიასიმილაციონისტების დამსახურებით, იმიგრაცია ცუდ კონტექსტში წარმოჩნდა. ამერიკელებს არ მოსწონდათ ახალჩამოსულთა მუდმივ იზოლაციაში დარჩენის იდეა.

დღეს ბრაზი და დაპირისპირება ქვეყანაში უკანონო შემოსვლის ირგვლივ ტრიალებს; ამავე რანგში გადის უსაფრთხოება (როგორც ტერორიზმის, ისე კრიმინალის საფრთხე), კანონიერი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების წართმევა და ხელფასების შემცირება (განსაკუთრებით არაკვალიფიციური მომუშავეებისთვის).

მოდი, თითოეული ეს საკითხი განვიხილოთ.

• უკანონო შემოსვლა. გასაოცარია, მაგრამ ჩვენი ლიდერები ათწლეულების მანძილზე თვალს ხუჭავდნენ იმ მილიონობით ადამიანზე, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად შემოდიოდნენ. ამის ძირეული მიზეზიც არასდროს განუხილავთ: აშშ-ის ეკონომიკაში კონკრეტულ სამუშაო ადგილებზე იყო მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდებოდა, დაწყებული დაბალანზღაურებული სამუშაოებით სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაზე, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ ბაღებში, დამთავრებული უფრო რთული და კვალიფიციური მაღალტექნოლოგიური სამუშაოებით. ნაცვლად იმისა, დროებითი სამუშაო ნებართვის მქონეთათვის პოლიტიკოსებს ამომწურავი პროგრამები (როგორიც 1960-იანების შუა პერიოდში, სოფლის მეურნეობის დარგში არსებობდა) შეექმნათ, მათ ბაზრის მოთხოვნები უგულებელყვეს. მართალია, კონგრესმა სპეციალური სავიზო პროგრამა შექმნა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავეთათვის, მაგრამ სამუშაოს ნებართვამინიჭებულთა რიცხვი მაინც სავალალოდ არასაკმარისი იყო.

სასაზღვრო პატრულთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდეს, დაპატიმრებათა რაოდენობა კი თითქმის 90%-ით შემცირდა (ამის მიზეზი, ნაწილობრივ, შეიძლება, დაძაბუნებულ ეკონომიკას მივაწეროთ).

• უსაფრთხოება. 9/11-ის მერეც კი არ ვიცით, ვინ არის ის სავარაუდო 11 მილიონი ,,აღურიცხავი მომუშავე”. რაც შეეხება ახლოაღმოსავლელ ლტოლვილებს, დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ შემოწმების უკეთესი პროცედურები გვჭირდება. გერმანიაც კი, რომელიც ყველაზე ლიბერალურად იღებს ლტოლვილებს, უსაფრთხოების საკითხების გამო უკან იხევს.

• ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების წართმევა. ამერიკელთა უმეტესობა თავს არიდებს იმ სამუშაოთა უმეტესობას, რომელთაც არალეგალები ასრულებენ, განსაკუთრებით – სასოფლო- სამეურნეო სფეროში. კვლევების მიხედვით, მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში სულ რამდენიმე შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა, როცა ამერიკელთა ხარჯზე იაფი იმიგრანტი მუშახელი დაიქირავეს.

არაკვალიფიციური მომუშავეებისთვის სამსახურის მთავარი წამრთმევები ჩვენი სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკა და ის შტატები არიან, რომელთაც მინიმალური გასამრჯელოს ზღურბლი ასწიეს. ხოლო შესუსტებულ ხელფასებთან მიმართებით მთავარ დამნაშავეთა როლში შემდეგი ფაქტორები გვევლინება: ზედმეტად მაღალი გადასახადები (ტრამპს მათი შემცირება უნდა, კლინტონს კი აწევა); არასტაბილური დოლარი; და ჰიპერრეგულაციები, როგორიცაა ObamaCare-ის საშუალებით აღმოცენებული წესების ცუნამი, ბიზნესს რომ ჭყლეტს.

ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გაჩენილი სამუშაო მოთხოვნების დაკმაყოფილება თუ გვინდა, სისტემის რაციონალიზაცია უნდა მოვახდინოთ. გარკვეული საღი წინადადებებიც არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ არალეგალებს ისე, რომ მოქალაქეობა არ მივცეთ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ადგილი იმ ადამიანებისთვის, თუნდაც არაკვალიფიციურთათვის, რომლებიც გულანთებულნი არიან, რომ – როგორც აბრაამ ლინკოლნმა აღნიშნა – თავისი წილი ცხოვრება გაიუმჯობესონ.

ჩვენი ისტორია აჩვენებს, რომ სწორედ ჩვენი უნარი, მივიღოთ იმიგრანტები და მოვახდინოთ მათი ასიმილირება, გახლავთ საკვანძო ფაქტორი გასაოცარი რაოდენობის შესაძლებლობების, ზრდისა და დოვლათის შესაქმნელად. იმიგრანტთა ამერიკული წარმატება ყველა ამერიკელის წარმატებას ნიშნავს. 

Previous Post

Forbes Georgia. 2016 წლის დეკემბრის ნომერი

Next Post

“გრძელი ლარის” პრობლემა

მაგდა დოლიძე

Next Post
“გრძელი ლარის” პრობლემა

“გრძელი ლარის” პრობლემა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result