Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაუფასურებული ტოპ–ხუთეული

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in რეიტინგი
0
გაუფასურებული ტოპ–ხუთეული
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად ხუთი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. Forbes-მა მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძია.

ეროვნული ვალუტის სწრაფი ტემპით გაუფასურების პატივი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ხვდათ წილად და ამ მხრივ, გასულ პერიოდში, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ხელისუფლებას გაუჩნდა თავსატეხი. ლარის დასუსტების პარალელურად, თვალი მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს შევავლეთ და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ხუთი ყველაზე სწრაფად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა მოვიძიეთ. წარმოდგენილი მონაცემები 2015 წლის 15 ნოემბრიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

1. სურინამული დოლარი

სურინამი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰოლანდიის კოლონიას წარმოადგენდა. დღეს არსებული ეროვნული ვალუტა 2004 წელს შემოიღეს, რომელმაც სურინამული გულდენი ჩაანაცვლა. გაუფასურების მტკივნეული ტალღა ქვეყანაში გასულ წელს დაიწყო და არაერთი პრობლემა წარმოშვა. 2015 წლის ნოემბრის მონაცემით, ერთი აშშ დოლარის ფასი 3.2 სურინამული დოლარი იყო, დღეისთვის კი ეს მაჩვენებელი 7.73-ს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სურინამის ეროვნული ვალუტა დაახლოებით 53%-ით გაუფასურდა, რითაც ჩვენს ჩამონათვალში ლიდერობა არავის დაუთმო. სურინამული დოლარის კატასტროფული გაუფასურების კვალდაკვალ ქვეყანას ჰიპერინფლაციის პრობლემაც გადასაჭრელი აქვს. გასული ათი თვის მანძილზე ინფლაციის 4%-იანი მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა და, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ზრდა კვლავ გაგრძელდება. ქვეყანაში დაწყებული კრიზისი ოქროსა და ნავთობზე ფასების შემცირებით არის გამოწვეული. მაგალითისთვის, სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობკორპორაციის მოგება 2015 წელს ათჯერ შემცირდა და $400 მილიონის ნაცვლად მხოლოდ $40 მილიონი შეადგინა. მიმდინარე წლის აპრილში, ეკონომიკური რეფორმებისა და მკაცრი ცვლილებების სანაცვლოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყნის მთავრობას $478-მილიონიანი დახმარება გამოუყო. სურინამულმა დოლარმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს 2016 წლის სექტემბერში (7.74) მიაღწია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2005 წელს (2.72) დაფიქსირდა.

2) მოზამბიკური ნიუ

მეტიკალი მოზამბიკის ეროვნული ვალუტა გასული ერთი წლის განმავლობაში 45%-ით გაუფასურდა. მეტიკალის გაუფასურებამ საქონელსა და სერვისზე ფასები საგრძნობლად გაზარდა, ასევე პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა იმპორტზე და ის საგრძნობლად შეამცირა. გასული ათწლეულის განმავლობაში მოზამბიკი ინვესტორებისთვის ერთ- ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა აფრიკაში, რაც ნავთობისა და გაზის რესურსების არსებობით იყო გამოწვეული. სურინამის მსგავსად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ვარდნის გამო ქვეყნის ეკონომიკას კვლავ რთული დღეები დაუდგა. 2015 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში ერთი აშშ დოლარის ფასი 44.5 მოზამბიკური მეტიკალი იყო, დღეს კი ეს რიცხვი 75.4-ს შეადგენს. ვალუტის გაუფასურების გამო ქვეყანაში ინფლაციით გამოწვეულმა მტკივნეულმა პროცესებმა იჩინა თავი. მოზამბიკის ხელისუფლებას ხელახლა აქვს აღმოსაჩენი მეთოდი, რომელიც მათ სიღარიბის დამარცხებასა და სტაბილური ეკონომიკის შექმნაში დაეხმარებათ.

3) არგენტინული პესო

სამხრეთ ამერიკის რიგით მეორე ყველაზე დიდი ქვეყნის ეროვული ვალუტა უკვე ხუთი წელია, რაც სტაბილურად უფასურდება, თუმცა ამ პერიოდის ერთ- ერთი ყველაზე დიდი ვარდნა გასულ წელს დაფიქსირდა. 2015 წლის 15 ნოემბრის მონაცემთან შედარებით, პესო დღეს 38.5%-ით არის გაუფასურებელი, რაც კრიტიკულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. გასულ წელს დაწყებული დევალვაციის ძირითადი მიზეზი ახლად არჩეული პრეზიდენტის, მაურისიო მაკრისა და მისი ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ვალუტაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული კონტროლი შემსუბუქდა, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით დაწყებული დერეგულაციის პოლიტიკის ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილია. არგენტინის ფინანსთა მინისტრ ალფონსო პრატ-გაის განცხადებით, გაუფასურების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ცვლილებები დაწყებულია, რაც სამომავლოდ დადებით შედეგს გამოიღებს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს ერთი აშშ დოლარის შეძენა 8.5 არგენტინულ პესოდ იყო შესაძლებელი, დღეს კი იგივე ფინანსური ოპერაცია 15.1 პესო ღირს.

4) ვენესუელური ბოლივარი

ვენესუელის ეკონომიკური მდგომარეობის საილუსტრაციოდ გასულ წელს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოგვადგება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში გამეფებული მწვავე ენერგოკრიზისის გამო საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობა კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და ოთხშაბათს ევალებოდათ. ცხადია, კრიტიკული მდგომარეობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არ გვხვდება და ის პირველ რიგში ეროვნულ ვალუტაზე აისახება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვენესუელური ბოლივარი 38%-ით არის გაუფასურებული, რამაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ვალუტის გაუფასურებას ჯაჭვურად მოჰყვა ჰიპერინფლაცია, ფასების მკვეთრი ზრდა და პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტი. ციფრებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ 2015 წლის ნოემბერში დოლართან მიმართებით ბოლივარის მაჩვენებელი 6.2-ს შეადგენდა, დღეს კი ეს ციფრი 9.96-ზეა ასული. ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა სახელდება, რაც პირდაპირ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. ვენესუელის ეკონომიკის სტაბილურობას სწორედ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები განაპირობებს. კრიზისის მეორე მიზეზად მთავრობის სოციალისტური პოლიტიკა მიიჩნევა, რაც თანხების დიდი ნაწილის არამიზნობრივად ხარჯვის გარდა ფართოდ გავრცელებული კორუფციის ძირითადი წყაროა. სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში დამაიმედებელი ტენდენციის ნიშნები ჯერ არ ჩანს.

5) ნიგერიული ნაირა

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად, ეკონომიკური კრიზისის მიზეზად კვლავ ნავთობის დასახელება მოგვიწევს. საერთაშორისო ბაზარზე ნიგერიული დაუმუშავებელი ნავთობის შემცირებული მოთხოვნა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახა. ვენესუელური ბოლივარის მსგავსად, ნიგერიის ეროვნული ვალუტაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში თითქმის 38%-ით არის გაუფასურებული. ერთი აშშ დოლარის ფასი დღეს 315.7 ნაირაა, რეკორდულ ნიშნულს კი მიმდინარე წლის აგვისტოში მიაღწია, როდესაც იგივე მაჩვენებელი 349-ს უდრიდა. ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის პარალელურად, ვალუტის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება – ნიგერიული ნაირას თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაშვება სახელდება. არსებული პრობლემების გადასაჭრელად და დეფიციტის შესამცირებლად ქვეყნის მთავრობა სოლიდური მოცულობის საგარეო ვალების აღებას გეგმავს. სახელმწიფოს წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მკვეთრი ეკონომიკური რეფორმების გატარებაც, რაც, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე რყევებს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს, თუმცა სამომავლო სტაბილურობის მიღწევისთვის ერთადერთი სწორი გზა არის.

Previous Post

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4 პროცენტით შემცირდა

Next Post

არჩევნები 2016: სიმართლისშემდგომი ეპოქის მდუმარე ამომრჩეველი

მაგდა დოლიძე

Next Post
არჩევნები 2016: სიმართლისშემდგომი ეპოქის მდუმარე ამომრჩეველი

არჩევნები 2016: სიმართლისშემდგომი ეპოქის მდუმარე ამომრჩეველი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result