Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შეიცვლება მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის?

by Salo Papalashvili
July 13, 2023
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
როგორ შეიცვლება მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის?
0
SHARES
0
VIEWS

ყოველი წლის 11 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოსახლეობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს მოსახლეობისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის გარემოსთან ურთიერთობაზე, ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება.

გასული თორმეტი თვის განმავლობაში, მსოფლიო მოსახლეობამ ორი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. პირველი 2022 წლის ნოემბერში, როდესაც გლობალურმა მოსახლეობამ პირველად, 8-მილიარდიანი ნიშნული გადალახა, მეორე კი მიმდინარე წლის აპრილში – გაეროს შეფასებით, ინდოეთმა ჩინეთს გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე დასახლებული ქვეყანა გახდა.

მსოფლიოს მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, თუმცა რეალურად ზრდის ტემპი ნელდება. მაგალითად, წლის დასაწყისში, სამხრეთ კორეამ ყველაზე დაბალი შობადობით საკუთარივე რეკორდი მოხსნა, ხოლო აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიაში, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

1955 წელს დედამიწის მოსახლეობა მხოლოდ 2.8 მილიარდ ადამიანს აღწევდა. დღეს ადამიანთა ეს რაოდენობა მხოლოდ ინდოეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. გაეროს შეფასებით, 2050 წლისთვის გლობალურად მოსახლეობა 9.7 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. ამავე პერიოდისთვის მოსალოდნელია, რომ, ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ, მესამე ყველაზე დასახლებული ქვეყანა ნიგერია გახდება, ათეულში კი დარჩენილი პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდება: ამერიკის შეერთებული შტატები, პაკისტანი, ინდონეზია, ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია და ბანგლადეში.

ქვეყნის მოსახლეობა ოთხ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით ითვლება: დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი, იმიგრაცია და ემიგრაცია. თუ შობადობა და იმიგრაცია აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობას და ემიგრაციას, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში – მცირდება. 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 13 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც საშუალოდ დღეში 367,000 ახალშობილს უდრის და 2001 წლის შემდეგ შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდში იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც და თუ 1990-იან წლებამდე წლიურად 50 მილიონზე ნაკლები იყო, 2019 წელს 58 მილიონამდე გაიზარდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა პანდემიის პერიოდშიც – 2020 წელს 63 მილიონს მიაღწია, 2021 წელს 69 მილიონს, ხოლო 2022 წელს გარდაცვალების 67 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

შედეგად, მოსახლეობის ზრდის ტემპმა 0.8% შეადგინა. როგორც აღმოჩნდა, აფრიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი კონტინენტია. მაგალითად, უგანდაში, მალიში, ჩადში, სომალისა და ანგოლაში ზრდის წლიური ტემპი 3%-ს უტოლდება. მეორე მხრივ, იმ სახელმწიფოთა უმრავლესობა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე სწრაფად მცირდება, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ქვეყანათა მთავრობები მშობელთა ფინანსურ წახალისებასა და მხარდაჭერას მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველად, მას შემდეგ, რაც მონაცემების აღრიცხვა დაიწყეს, გლობალური საშუალო ასაკი 30 წელს აჭარბებს. საშუალო ასაკი ყველაზე მაღალი მონაკოშია (54.5 წელი), შემდეგ მოდის იაპონია (48.4 წელი), მესამე ადგილზე კი იტალიაა (46.8 წელი). გაეროს მონაცემებით, საქართველოში საშუალო ასაკი 36.4 წელია, შობადობის მაჩვენებელი 2.08%-ის უდრის, ხოლო მოსახლეობის მატება -0.25%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მოსახლეობა მატებას განაგრძობს, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა შეფასებით, წლიური ზრდის ტემპი მუდმივად მცირდება და 1%-ს ქვემოთაა შენარჩუნებული. ამ პროგნოზით, მსოფლიო მოსახლეობა პიკს – 10.4 მილიარდ ადამიანს – 2080-იან წლებში მიაღწევს და ამ დონეზე 2100 წლამდე შენარჩუნდება.

მსოფლიოს ყველაზე დასახლებული სახელმწიფოები 2050 წლისთვის:

  1. ინდოეთი – 1.67 მილიარდი
  2. ჩინეთი – 1.31 მილიარდი
  3. ნიგერია – 377 მილიონი
  4. ამერიკის შეერთებული შტატები – 375 მილიონი
  5. პაკისტანი – 376 მილიონი
  6. ინდონეზია – 317 მილიონი
  7. ბრაზილია – 230 მილიონი
  8. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 217 მილიონი
  9. ეთიოპია – 214 მილიონი
  10. ბანგლადეში – 203 მილიონი
Previous Post

აშშ-ის უძველესი ლუდსახარში 127 წლის შემდეგ წარმოებას წყვეტს

Next Post

Icon of the Seas – რა ჯდება მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემით მოგზაურობა?

Salo Papalashvili

Next Post
Icon of the Seas – რა ჯდება მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემით მოგზაურობა?

Icon of the Seas - რა ჯდება მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემით მოგზაურობა?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result