Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქართული ფულის ისტორია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ისტორია
0
ქართული ფულის ისტორია
0
SHARES
0
VIEWS

ფული ყველაზე უტყუარი დოკუმენტი და ისტორიული ძეგლია, რომელიც მოგვითხრობს მისი მოჭრის მომენტისათვის ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ქართული ნუმიზმატიკის ისტორია ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია.

მონეტების შემოღებამდე გადახდის საშუალებას სხვადასხვა ნივთი თუ საქონელი წარმოადგენდა: ნიჟარები, ხორბალი, შინაური ცხოველები, მონები და სხვა. ბრინჯაოს ხანაში ფულის ეკვივალენტად მეტალი იქცა. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა მეტალის ნომინალიზაცია წონითა და ძვირფასი მეტალების შემადგენლობით, რასაც მოგვიანებით ზოდებზე დამღის დასმით ამტკიცებდნენ.

ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით VII საუკუნეში ერთდროულად მცირე აზიის ლიდიასა და ჩინეთში შემოიღეს მონეტები. მცირე ზომისა და წონის მაღალი ღირებულების მქონე მონეტებმა თანდათანობით ჩაანაცვლეს ზოდები და ანგარიშსწორების ძირითად ერთეულად იქცნენ.

მონეტებს გადახდის ადრეული ერთეულებისაგან განასხვავებდა მათი გარანტორი, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენდა. ამ დეტალმა ფული აქცია სახელმწიფო ფასიან ნიშნად ანუ სახელმწიფო სამონეტო რეგალიად და მის განუყოფელ ნაწილად.

ქართული ფულის დაბადების ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე, როდესაც კოლხეთის სამეფოში ბრუნვაში შევიდა კოლხური თეთრი. კოლხური თეთრი ძალიან ღირებული დეტალია საქართველოს ისტორიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. კოლხური თეთრის გავრცელების არეალზე მსჯელობა მისი აღმოჩენის ადგილების მიხედვით შეიძლება. სხვადასხვა დროს ის აღმოჩენილია ყირიმში – ნიმფეონის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლში – არმაზში და სხვა. თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნახევარდრაქმის II ტიპის კოლხური მონეტები ათასობითაა ნაპოვნი.

VI საუკუნის მიწურულს ქართლის სამეფო გაუქმებულია არაბების მიერ. ქართველები აწარმოებენ მძიმე განმათავისუფლებელ ბრძოლებს და ამ პერიოდში ქართლის ერისთავები გურგენი და სტეფანოზი ჭრიან ქართულ მონეტას, რითაც მთავრდება წყვეტა ქართული ფულის ისტორიაში.

ქართული ნუმიზმატიკის 26-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას.

ქართულ მონეტებში ხშირი იყო უცხოური ან ორენოვანი წარწერები (ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული), რაც პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით იყო ნაკარნახევი.

ქართული სახელმწიფოს ყველაზე ახლო და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, ბუნებრივია, ახლო სამეზობლოსთან ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ქართული მონეტები აღმოჩენილ იქნა საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ ადგილებში, რაც ადასტურებს ქვეყნის ძლიერ განვითარებულ სავაჭრო სტატუსს. ეს დიდწილად ალბათ ქვეყანაზე გამავალი სავაჭრო საქარავნო ქსელების დამსახურებაა.

წარწერები მონეტებზე ნათლად გადმოსცემენ ქვეყნის აღმავლობისა და დაცემის ისტორიას.

ასე მაგალითად:

დავით IV აღმაშენებლის უიშვიათეს სპილენძის მონეტას ამშვენებს ქართული ზედწერა – “ქრისტე, ადიდე დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”.

დავით VI ნარინის მონეტებზე დამამცირებელი სპარსული წარწერაა დატანილი – “მონა ყაენის, მეფე დავით”.

ზოგჯერ მონეტებს ერთობლივად ჭრიდნენ. ამის ნიმუშია დავით ნარინისა და დავით ულუს საერთო მონეტა.

გიორგი მესამემ ქალიშვილის თანამესაყდრედ გამოცხადების შემდეგ მოჭრა მონეტა ქართული წარწერებით – “მეფეთ-მეფე გიორგი” “მეფე დედოფალი თამარი”

ერთი მეფის მეფობის პერიოდშიც ხშირად მონეტების მოჭრას უკავშირებდნენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენას. ასე, მაგალითად, თამარმა დავით სოსლანთან დაქორწინებას მიუძღვნა ულამაზესი წესიერი ჭრის ბაგრატოვანთა ღერბით დამშვენებული თამარ-დავითიანი მონეტა.

ასევე ხშირი იყო წინა მმართველის მონეტების გადადამღვაც, რასაც ყველაზე ხშირად დედოფალი რუსუდანი მიმართავდა.

ხშირი იყო დამპყრობლების მიერ ქართული მონეტების გადაჭედვა და პირიქით, ქართველი მეფეების მიერ საოკუპაციო მონეტების ქართულ მონეტებად გადაჭედვა. ამ მეთოდსაც ყველაზე ხშირად რუსუდანი იყენებდა.

გარდა ქართველი მეფეებისა, საქართველოში ადგილობრივ ზარაფხანებში ფულს ჭრიდნენ დამპყრობლებიც და ეს მატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც წარმოდგენილია საოკუპაციო მონეტებით, ნათლად და ზუსტად აღწერს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას მონეტის მოჭრის მომენტისათვის. ამას აადვილებს მონეტებზე მითითებული მმართველის სახელი, მოჭრის თარიღი, ზარაფხანა და ლეგენდა.

ქართულ ნუმიზმატიკაში გხვდება ე.წ ანონიმური მონეტებიც. მართალია, ამ მონეტებზე მოჭრის თარიღები დარტყმულია, მაგრამ ამ თარიღებში ხშირად რამდენიმე მმართველი ჭრიდა მონეტებს და მათი იდენტიფიცირება გართულებულია.

ძალიან საინტერესოა მეფე ერეკლე II-ის მონეტები – როგორც მხატვრული, ისე პოლიტიკური ნიშნით. ყველაზე საინტერესოდ მაინც ერეკლეს ორთავიანი და ერთთავიანი არწივებით მოჭრილი მონეტებია. ორთავიანი მონეტა ერეკლე მეორემ 1781 წელს მოჭრა რუსეთთან სამხედრო პოლიტიკური დაახლოების ნიშნად. მონეტის მოჭრიდან ორ წელიწადში გაფორმდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის ცნობილი შემოსევისას რუსეთმა არ შეასრულა სამოკავშირეო ვალდებულება და საქართველო სამხედრო დახმარების გარეშე დატოვა ძლიერი მტრის პირისპირ. ამ ღალატის პასუხად 1796 წელს ერეკლე ჭრის ახალ მონეტას, სადაც ორთავიანის ნაცვლად ერთთავიანი არწივია გამოსახული.

რუსეთის მიერ საქართველოს სრულ ოკუპაციამდე ბოლო მონეტა ერეკლე მეორის მემკვიდრემ, გიორგი მეთორმეტემ მოჭრა.

1804 წლიდან თბილისში იწყება რუსულ-ქართული მონეტების მოჭრა. მონეტებს ავერსზე ქართული ასოებით დატანილი ჰქონდა ზარაფხანა “თბილისი”, რევერსზე – ნომინალი, თარიღი და მონეტის მომჭრელის რუსული ინიციალები.

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნაზე და უკვე 1919 წლიდან ბრუნვაში შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები. ბონებზე წარწერები ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე იყო დაბეჭდილი. მზადდებოდა ახალი ქართული ვალუტის გამოშვებაც, ცნობილია ამ ფულის რამდენიმე საკონკურსო ესკიზიც. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამ ეს ემისია 74 წლით გადადო.

ახალი ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი – ბრუნვაში 1995 წელს შევიდა და დღემდე აგრძელებს ქართული ფულის ისტორიას. 

Previous Post

2016 წელს ფულადი გზავნილები 71 მლნ დოლარით გაიზარდა

Next Post

შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშების მილიარდერი კოლექციონერები

მაგდა დოლიძე

Next Post
შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშების მილიარდერი კოლექციონერები

შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშების მილიარდერი კოლექციონერები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result