Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

შეძლებს Threads-ი მასკის Twitter-ზე მეტი ფულის გამომუშავებას?

by Salo Papalashvili
July 11, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Twitter-მა შესაძლოა Meta-ს უჩივლოს
0
SHARES
0
VIEWS

ოფიციალურად გაშვებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, მარკ ცუკერბერგის ახალმა სოციალურმა პლატფორმამ, რომელიც Twitter-ის ალტერნატივას წარმოადგენს, 30 მილიონი მომხმარებელი მიიზიდა. თითქმის ერთი კვირის გასვლის შემდეგ კი Threads-ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს.

Threads-ის უმსხვილეს კონკურენტ Twitter-ს, რომელიც გასულ წელს ილონ მასკმა შეიძინა, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, Meta-ს პლატფორმაზე შედარებით მეტი, 237.8 მილიონი აქტიური დღიური მომხმარებელი ჰყავდა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, საკმაოდ წარმატებული სტარტის პირობებში Threads-ს აქვს პოტენციალი, 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი Facebook-იდან, Instagram-იდან და WhatsApp-იდან ახალ პლატფორმაზე გადაიყვანოს.

ცუკერბერგის ტექნოლოგიურმა გიგანტმა გასულ წელს $117 მილიარდი გამოიმუშავა – ძირითადი ნაწილი სწორედ რეკლამირებიდან. მასკი საკუთარი ელექტრომობილების ბრენდის, Tesla-ს პოპულარიზაციისთვის რეკლამების გამოყენებაზე უარს აცხადებს, Twitter-ის დასაფინანსებლად კი ალტერნატივებს ეძებს. ცუკერბერგის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე რეკლამები არ განთავსდება Threads-ზეც: „ჩვენი მიდგომა Threads-ის მიმართ Meta-ს სხვა პროდუქტებისადმი დამოკიდებულების მსგავსი იქნება: საწყის ეტაპზე პროდუქტის კარგად მუშაობაზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, ერთ მილიარდ მომხმარებლამდე ასვლის შემთხვევაში კი მის მონეტიზაციაზე ვიფიქრებთ“.

თუმცა Threads-ის რეკლამას Meta-ს მთლიანი შემოსავლისთვის 1%-5%-ის დამატება შეუძლია, რაც ყველაზე ოპტიმალურ შემთხვევაში $6 მილიარდია. Twitter-მა, ილონ მასკის მიერ მის შესყიდვამდე, 2021 წელს რეკლამებიდან $4.5 მილიარდი გამოიმუშავა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ილონ მასკი Meta-ს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა და კომპანია „კომერციული საიდუმლოების მოპარვაში“ დაადანაშაულა. თუმცა მასკის მიერ სოციალური ქსელის შესყიდვის შემდეგ Twitter-ის ალტერნატივას ბევრი ადამიანი ეძებდა, ცუკერბერგის ნაბიჯი კი ამ მხრივ საკმაოდ გონივრულია.

თუმცა მოდისა და ცხოვრების სტილის კონტენტისთვის წამყვანი პლატფორმა Instagram-ია, ანალიტიკოსთა შეფასებით კი, მსგავსი ტიპის შინაარსისთვის ახალი სოციალური ქსელის არსებობა საჭირო არაა. თავის მხრივ, ცუკერბერგის Meta-ს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ახალი ამბების სექტორთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კანადური საინფორმაციო საშუალებების გამოჩენა დაიბლოკა Facebook–სა და Instagram-ზე – მიზეზი კანადის კანონმდებლობის ცვლილებაა, რომელიც ისეთ კომპანიებს, როგორიც Google-ი და Meta არიან, თავიანთ საძიებო ველსა და „ფიდში“ ახალი ამბების განსათავსებლად, შესაბამისი ღირებულების გადახდას ავალდებულებს.

თავის მხრივ, რეკლამის განმთავსებლებიც სიფრთხილეს იჩენენ, რადგან არ სურთ, მათი თანხა ისეთ პლატფორმებზე დაიხარჯოს, რომლებიც დეზინფორმაციისა და კონფიდენციალურობის რისკს შეიცავს. ანალიტიკოსების შეფასებით, Meta უკვე იყო ერთ-ერთი, ვინც Twitter-ის დაკარგული ბიზნესიდან სარგებელს იღებდა. თუმცა სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები ცუკერბერგის კომპანიის მიმართაც ხშირად ჩნდება.

წლების განმავლობაში მარკეტოლოგები Meta-ს მონაცემების გამჭვირვალობასა და სიზუსტეს ედავებოდნენ, გარდა ამისა, კომპანიამ კრიტიკა მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებისა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების გამოც დაიმსახურა. უნდა ითქვას, რომ ოთხშაბათს, ახალი აპლიკაციის ოფიციალურად გაშვებამდე, Meta-ს აქციები 4%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორების ნდობის ნიშანია. მაგრამ ანალიტიკოსების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ახალი ამბების კონტენტის მიმართულებით, Twitter-ის ჩანაცვლება საკმაოდ რთული პროცესი იქნება.

Previous Post

Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატბოტის მომსახურებას სთავაზობს

Next Post

Statista: მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოები 2023 წლისთვის

Salo Papalashvili

Next Post
Statista: მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოები 2023 წლისთვის

Statista: მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოები 2023 წლისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result