Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას მოიაზრებს ORS PAIR-ის მეთოდი? – ბაზარზე ბრენდისა და მარკეტინგის სტრატეგიული განვითარების ახალი სააგენტო გამოჩნდა

by იზა გვარამაძე
July 10, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რას მოიაზრებს ORS PAIR-ის მეთოდი? – ბაზარზე ბრენდისა და მარკეტინგის სტრატეგიული განვითარების ახალი სააგენტო გამოჩნდა
0
SHARES
0
VIEWS

ბრენდისა და მარკეტინგის ახალი სტრატეგიული სააგენტო ORS PAIR ბაზარზე ახლებური მიდგომებით გამოჩნდა. სააგენტოს მთავარი მიზანია, პარტნიორებს სტრატეგიული მიდგომებით დაეხმაროს კულტურულად მნიშვნელოვანი ბრენდების ჩამოყალიბებაში.

„ძირეული სტრატეგიის შექმნა ბრენდს აძლევს საშუალებას, მიიღოს ინტუიციური და გონიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც თანხვდენილი იქნება მის იდენტობასთან. ეს არის კარგად განსაზღვრული სტრატეგიის ძალა – ის აძლევს ბრენდებს საშუალებას, იყვნენ თანამიმდევრული, შინაარსიანი და გავლენიანი”, – ნათია ჩომახაშვილი, კომპანია ORS PAIR–ის დამფუძნებელი და CEO.

კომპანიებისთვის ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარება და შემდგომ მათი ნდობის შენარჩუნება ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, წარმატების მისაღწევად კი ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებას და მის ავთენტურ განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ბრენდებს შინაარსის შეძენასა და მის პრაქტიკულად იმპლემენტაციაში კონტექსტის გათვალისწინებით. დავანახოთ, სად შეუძლიათ ყველაზე შესამჩნევი გავლენის მოპოვება და რა გზით შეუძლიათ მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა გარესამყაროზე”, – ნათია ჩომახაშვილი.

ნათია ჩომახაშვილი, დამფუძნებელი და CEO

ORS PAIR-ის გუნდი კომპანიებს ეხმარება, რომ მათი ბრენდ-იდენტობა გავრცელდეს როგორც პროდუქტში, ასევე სერვისში, გამოცდილებაში, კულტურასა და მომხმარებელთან გადაკვეთის ყველა წერტილში.

„სტრატეგიის შედგენა ბრენდის შენების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ORS PAIR კი თავის პარტნიორებს ამ სტრატეგიის ხელშესახებად განხორციელებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს სთავაზობს. ჩვენთვის პარტნიორი ბრენდების ევოლუციის ყოველი ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანია – შექმნიდან დაწყებული, მისი კონტექსტური ადაპტაციით გაგრძელებული”, – თეა ჭანტურიძე, სააგენტოს დამფუძნებელი და არტდირექტორი. 

მიდგომა – სტრატეგიული PAIRING

კომპანიის სამუშაო მეთოდოლოგია სინერგიის პრინციპებს ეყრდნობა. Pairing, ანუ ე.წ. საქმიანი დაწყვილება, კომპანიის მიდგომებში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, სააგენტო აღნიშნული კონცეფციის სამ ძირითად ფორმას მიმართავს:

სააგენტოსა და პარტნიორის სინთეზი (PAIR I) – მათი კლიენტები ხდებიან ORS PAIR-ის გუნდის ნაწილი და ORS PAIR-ის გუნდი – პარტნიორი კომპანიის ნაწილი.

ტალანტების კოლაბორაცია (PAIR II) – ის ისეთ სპეციალისტებს აკავშირებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგებიან კონკრეტულ მოცემულობას, სფეროს და ინტერესის არეალს.

სტრატეგიისა და კრეატივის გადაკვეთა (PAIR III) – შემოქმედებითი მხარე მთლიანად დაფუძნებულია სტრატეგიულ გადაწყვეტებზე, შედეგად ORS PAIR-ში კრეატიული ქაოსიც კი სტრუქტურულია.

შესაძლებლობა – ძირითადი მომსახურებები

პროექტი სააგენტოსა და კლიენტის პირველივე შეხვედრიდან იწყება. ყოველ ურთიერთქმედებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამუშაოში. ORS PAIR-ის მიზანია, დაამყაროს ხანგრძლივი ურთიერთობები და გახდეს პარტნიორი კომპანიების მოგზაურობის ნაწილი.

  • სტრატეგია

ბრენდის სტრატეგია, მარკეტინგული სტრატეგია, კომუნიკაციების სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგული სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, კონტენტ-სტრატეგია და ბრენდის გამოცდილების სტრატეგია

  • ბრენდის იდენტობა და გამოხატვა

ბრენდის დიზაინი, ვიზუალური იდენტობა, ბრენდის სახელი და დასახელებების სტრუქტურა, საკომუნიკაციო ენა და ტონი

  • დიზაინი და კრეატიული კომპლიმენტები

Art Direction-ი, გრაფიკული და 3D-დიზაინი, დიზაინის სისტემები და გაიდლაინები, პროდუქტის დიზაინი, გამოცდილების დიზაინი, კონტენტის შექმნა

  • სტრატეგიული მხარდაჭერა და კონსულტაცია

მარკეტინგული კონსულტაცია, CMO-ტრანსფორმაცია

ORS PAIR–ის ეტიმოლოგია

კომპანიის სახელწოდების შთაგონება წამოვიდა „pairing”-იდან, რომელიც სააგენტოს ცენტრალური მიდგომების სათავესა და ბრენდის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. კომპანიის მიზნებს კი პირდაპირ ეხმიანება ტერმინი Hors Pair, რაც რაიმე განუმეორებლის, ანალოგის არმქონეს აღსაწერად გამოიყენება. მოდიფიკაციის შედეგად კი სახელწოდება და ტერმინი ORS PAIR ჩამოყალიბდა.

ORS PAIR განმარტება — განსხვავებული ელემენტების გაერთიანებით რაღაც ნამდვილად განუმეორებლის შექმნა
თეა ჭანტურიძე დამფუძნებელი და Art Director
ORS PAIR-ის შექმნა

კომპანიის შექმნის იდეა ნათია ჩომახაშვილსა და თეა ჭანტურიძეს ეკუთვნით. კორპორაციულ სივრცეებში ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელება ბრენდისა და მარკეტინგის ახლებური სტრატეგიული სააგენტოს დაარსება აღმოჩნდა.ORS PAIR-ის დაფუძნებამდე კორპორაციულ სივრცეში ბოლო გადაკვეთის ადგილი იყო MEAMA, სადაც ნათია – CMO-ს, თეა კი  არტდირექტორის პოზიციას იკავებდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტზე ერთობლივი მუშაობა როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე.

„არაერთ ბრენდსა და პროექტზე წარმატებულად მუშაობამ და მოთხოვნის გაზრდამ მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ ეს ყველაფერი ისეთ სააგენტოდ გარდაგვექმნა, სადაც იმავე ღირებულებებით, მსგავსი მიდგომებით და ინოვაციურ ბრენდებზე მუშაობის სურვილით გავაერთიანებდით ადამიანებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”, – ნათია ჩომახაშვილი.

ORS PAIR-ს დამკვეთები და პარტნიორები ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის, კანადისა და შუა აზიის ბაზრებზე.

ინკლუზიური სამუშაო კულტურა 

ადამიანებზე ორიენტირებული კულტურით, ORS PAIR მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ურთიერთპატივისცემასა და ადამიანურ კავშირს.

„ჩვენ გვჯერა თითოეული ადამიანის პოტენციალის, – ამბობს თეა ჭანტურიძე. – ჩვენი მიდგომა კარს უღებს ამ პოტენციალს, ხელს უწყობს კულტურას, სადაც ყველას ყურადღებით ვუსმენთ, პატივს ვცემთ და ვაფასებთ. შინაგანი რესურსის მაქსიმალური გამოთავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობდე. ORS PAIR სწორედ ასეთ გარემოს ქმნის – ციფრული და ფიზიკური სივრცეების ჰიბრიდულ სინთეზს, სადაც წახალისებულია ინოვაციურ იდეებზე ფიქრი და შემოქმედებითი საქმიანობა”, – თეა ჭანტურიძე.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას ვებგვერდზე orspair.com გაეცნობით. S

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა

Next Post

გიორგი ჩაკვეტაძე „მეცში“ ითამაშებს

იზა გვარამაძე

Next Post
გიორგი ჩაკვეტაძე „მეცში“ ითამაშებს

გიორგი ჩაკვეტაძე „მეცში“ ითამაშებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Работает в 2026: актуальная кракен даркнет ссылка

June 16, 2026

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

Recent News

Работает в 2026: актуальная кракен даркнет ссылка

June 16, 2026

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result