Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორ იცვლებოდა კვარაცხელიას ღირებულება წლების განმავლობაში?

by იზა გვარამაძე
July 5, 2023
in მსოფლიო, საქართველო, სპორტი, ყველა სიახლე
0
როგორ იცვლებოდა კვარაცხელიას ღირებულება წლების განმავლობაში?
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონი წარმატებით დაასრულა. 22 წლის ქართველმა „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. კვარაცხელიას 2022-2023 წლების სეზონში საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე მთლიანობაში 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული.

ქართველის წარმატების შესახებ მთელი სეზონის განმავლობაში არაერთი გამოცემა წერდა. მის მიმართ ინტერესი ევროპის ტოპ-ლიგების კლუბებიდან კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებაზეც აისახა, რომელიც ამ დროისთვის 85 მილიონ ევროს შეადგენს. საინტერესოა, როგორ იცვლებოდა ხვიჩას ფასი წლების განმავლობაში?

ხვიჩას კარიერა დინამოს აკადემიიდან დაიწყო, საიდანაც ის, 2017 წელს, „დინამო თბილისში“ მოხვდა. 2018 წლის მარტში კვარაცხელია 180,000 ევროდ „რუსთავმა“ შეიძინა. ამ კლუბში კვარაცხელიამ ერთი წელი გაატარა და 2019 წლის თებერვალში იჯარის წესით კარიერა რუსეთში, კერძოდ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გააგრძელა. ამ დროისათვის ხვიჩას საბაზრო ღირებულება 350,000 ევროს შეადგენდა. ქართველ ფეხბურთელის იჯარის თანხა კი 100,000 ევროს შეადგენდა.

2019 წლის ზაფხულში იჯარის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულებამ უკვე 900,000 ევროს მიაღწია. „რუსთავში“ დაბრუნებიდან მალევე, ხვიჩა რუსეთში, ამჯერად ყაზანის „რუბინში“ გადასვლას დასთანხმდა. კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 600,000 ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ქართველის საბაზრო ღირებულებამ 18 მილიონ ევროს მიაღწია.

კვარაცხელიამ „რუბინი“ 2022 წლის მარტში, კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ადრე დატოვა. ამის მიზეზი ამავე წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენებია. აღნიშნული მიზეზით რუსეთში კარიერის გაგრძელებაზე უარი არაერთმა სპორტსმენმა განაცხადა.

ხვიჩა „რუბინიდან“ კვლავ საქართველოში დაბრუნდა და თამაში ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა. ამ დროს მისი საბაზრო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენდა. ჯერ კიდევ რუსეთში თამაშის დროს კვარაცხელიას შეძენით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, ამიტომ ხვიჩასა და ბათუმის „დინამოს“ გზები მალევე გაიყარა, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელმა შეთანხმებას იტალიის სერია A-ს კლუბთან მიაღწია და 2022 წლის ივლისში სათამაშოდ „ნაპოლიში“ გადავიდა. ტრანსფერის განხორციელების დროს ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა იტალიელებმა მის სანაცვლოდ 11.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

იტალიის სერია A-ში გამორჩეული სადებიუტო სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება არაერთხელ გაიზარდა. Transfermarkt-ზე ხვიჩას ფასმა გასული წლის სექტემბერში ჯერ 35 მილიონ ევრომდე მოიმატა, ნოემბერში კი თითქმის გაორმაგდა და 60 მილიონ ევროს მიაღწია. მიმდინარე წლის მარტში კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე, ეს მონაცემი კვლავ უცვლელი დარჩა ივნისის თვეში განახლებისას.

€85-მილიონიანი საბაზრო ფასით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალში მოცემული დროისთვის მე-18 პოზიციას ოთხ მოთამაშესთან ერთად იყოფს. ქართველ ფეხბურთელებს შორის კი ხვიჩა საბაზრო ღირებულებით პირველ ადგილს იკავებს.

(მონაცემები აღებულია Transfermarkt.com-იდან)

Previous Post

საბერძნეთი მზადაა, თურქეთთან საზღვაო საზღვრებზე დავის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები დაიწყოს

Next Post

„ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთში $220-მილიონიანი პროექტი დაანონსა

იზა გვარამაძე

Next Post
„ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთში $220-მილიონიანი პროექტი დაანონსა

„ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთში $220-მილიონიანი პროექტი დაანონსა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result