Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა – ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია

by იზა გვარამაძე
July 4, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა – ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია
0
SHARES
0
VIEWS
  • თეგეტა პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში რეგიონის მასშტაბით, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა
  • აზიის განვითარების ბანკი მწვანე ობლიგაციების მთავარი ინვესტორია
  • ემისიის მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო
  • ემისიის შედეგად მობილიზებული 20 000 000 ლარი ჰოლდინგის მწვანე ინიციატივებს მოხმარდება

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა” ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველად ლარის „მწვანე ობლიგაციები“ წარმატებით განათავსა. ემიტირებულია 20 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რაც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე ლარში განთავსებული მწვანე ბონდების ყველაზე მსხვილი გარიგება და ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციების პირველი პრეცედენტია. ობლიგაციების ფასი კი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების ძირი თანხის სრულად დაფარვა გათვალისწინებულია 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ჰოლდინგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოინდუსტრიაში თეგეტა პრეცედენტს ქმნის – ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ბიზნესში მწვანე ობლიგაციები გამოუშვა და ამასთანავე, პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა. 

მწვანე ბონდების გამოშვება ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან. არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. ეს დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ფართო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი თეგეტას სამომავლო პარტნიორად განიხილავს“.

ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე „თეგეტა ჰოლდინგმა“ მწვანე ობლიგაციების ჩარჩო შეიმუშავა, რაც მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ. ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე თეგეტამ მოიპოვა წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიის Sustainalytics-ის მეორე მხარის მოსაზრება. ჩარჩო დოკუმენტშია გაწერილი ის ვალდებულებები, რაც კომპანიამ პროსპექტით გათვალისწინებულ ვადაში უნდა შეასრულოს:

  • მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია.
  • ქვეყნის მასშტაბით დასატენი სადგურების ფართო ქსელის მოწყობა (ჯამში, 70 დასამუხტი სადგური), რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ელექტრო ეკოსისტემა ადეკვატური დასატენი ინფრასტრუქტურით, რითაც ელექტრომობილების მფლობელობა გამარტივდება.

პროცესების მეტი გამჭვირვალობისათვის ჰოლდინგი ვალდებულებების შესრულების შესახებ ობლიგაციების ინვესტორს, აზიის განვითარების ბანკს, ანგარიშს წარუდგენს.

სიუზან გაბური, ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი: „აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია ADB-ს იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს. ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას“.

სტრატეგიული ინვესტორების იურიდიული მრჩეველია Dentons. მწვანე ობლიგაციების ტრანზაქციის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი იყო.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ როგორც რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ისე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ბონდები სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ემისია „თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის რიგით მე-3 წარმატებული განთავსებაა, თიბისი კაპიტალისთვის კი – მწვანე ობლიგაციების რიგით მე-5 განთავსება, რაც ხაზს უსვამს ჩვენსა და, ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილსა და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ამ ტენდენციის მონაწილეები ვიყოთ იმისთვის, რომ მომავალში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო აქტიურად დავაინტერესოთ ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით“.

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია თეგეტამ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

გასული წლის ბოლოს კომპანიამ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.

რამდენიმე თვის წინ კი 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები განათავსა. აღნიშნული ემისიის ფარგლებში თეგეტამ ობლიგაციები ფიზიკურ პირებსაც შესთავაზა. S

Previous Post

საფრანგეთის დემონსტრაციებმა ბიზნესი $1.1 მილიარდით დააზარალა

Next Post

Tegeta Holding Issued Green Bonds Worth 20,000,000 GEL – the First Green Emission Issued in the Georgian National Currency

იზა გვარამაძე

Next Post
წელს ამერიკელები ფეიერვერკებზე $100 მილიონით მეტს დახარჯავენ

წელს ამერიკელები ფეიერვერკებზე $100 მილიონით მეტს დახარჯავენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result