Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

20 მილიონი ლარის ემისია – „თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ეროვნულ ვალუტაში ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა

by იზა გვარამაძე
ივლისი 4, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
20 მილიონი ლარის ემისია – „თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ეროვნულ ვალუტაში ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა – „თეგეტა ჰოლდინგმა”, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციების განთავსებაა.

ობლიგაციების სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა – მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო მანქანების 70 დასატენი სადგურის მოწყობას მოხმარდება.

2.5-წლიანი ობლიგაციების ფასი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

განთავსების სტრატეგიული ინვესტორების იურიდიული მრჩეველია – Dentons. მწვანე ობლიგაციების ჩარჩოზე მეორე მხარის მოსაზრება კი, Sustainalytics-მა წარმოადგინა.

აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ლარის რესურსის მოსაზიდად, ბონდების სტრატეგიულმა ინვესტორმა – აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ასევე თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოინდუსტრიაში თეგეტა პრეცედენტს ქმნის – ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო ბიზნესში მწვანე ობლიგაციები გამოუშვა და ამასთანავე, პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა. მწვანე ბონდების გამოშვება ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან. არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. ეს დივერსიფიცირებული ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ფართო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი თეგეტას სამომავლო პარტნიორად განიხილავს.“

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ როგორც რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ისე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ბონდები სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია „თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის – მე-3 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების მე-5 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილსა და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ამ ტენდენციის მონაწილეები ვიყოთ იმისთვის, რომ მომავალში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო აქტიურად დავაინტერესოთ ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით.“

სიუზან გაბური, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი: „აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია ADB-ის იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს. ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას.“ S

Previous Post

რა არის ურთიერთდახმარების ფონდი?

Next Post

2023 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაშები

იზა გვარამაძე

Next Post
2023 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაშები

2023 წლის ყველაზე გაყიდვადი თამაშები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Recent News

20Bet Casino: The Ultimate High‑Intensity Slot Experience

ივლისი 27, 2026

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result