Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკური სარგებელი

by Forbes.ge
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკური სარგებელი
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო თვეებში აშშ–ის კოლორადოს შტატში კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკურ ეფექტებზე არაერთი სტატია დაიწერა საერთაშორისო პრესაში. 2016 წლის მონაცემებით, ლეგალური კანაფის გაყიდვებმა ამ შტატში 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ ახლად შექმნილი ბაზრიდან მიღებულ შემოსავლებს შტატი ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებზე ხარჯავს, იქნება ეს სკოლების მშენებლობა თუ ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო პროგრამები.

საქართველოში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნის კონტექსტში, ძირითადად დისკუსია მოიცავს ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა მნიშვნელოვანია, და ქვეყნის არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ძალზე აქტუალურიც, კანაფის ლეგალიზაციის შესაძლო ეკონომიკურ ეფექტზეც გამახვილდეს ყურადღება.

წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ მოახდინა რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის კულტივაცია–რეალიზაცია–მოხმარების ლეგალიზაცია ამ ბაზრის დაახლოებით ისეთივე რეგულაციურ ჩარჩოში მოქცევით, როგორითაც ეს კოლორადოს შტატში მოხდა და ვნახოთ, რა ეკონომიკური ხასიათის შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ნაბიჯმა. შედარებისთვის და პარალელების გასავლებად გამოვიყენებ კოლორადოს შტატის შემოსავლების სამსახურის 2014 წლის ანგარიშს.

გავაკეთოთ რამდენიმე დაშვება ქართული რეალობის გათვალისწინებით:

• მოქალაქეების წილი მოსახლეობაში, რომლებიც მოიხმარენ კანაფს რეკრეაციული მიზნით – 9% (ზუსტი რიცხვი არ არსებობს, თუმცა მოქმედი ნარკოლოგების ზოგადი გათვლებით ეს მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში მერყეობს. იგივე მაჩვენებელია კოლორადოშიც).

• 1 გრამი კანაფის სარეალიზაციო ფასი – 25 ლარი (კოლორადოში 10 დოლარია).

• საგადასახადო ტვირთი კანაფის ბიზნესზე – 60% (დარეგულირდება აქციზის განაკვეთით).

• არსებულ ტურისტებში კანაფის მომხმარებლების წილი – 30% (დაშვება პირობითია).

• ერთი მომხმარებლის საშუალო დღიური დოზა – 0.43 გრ (კოლორადოში 0.9 გრამია, მაგრამ გავაკეთოთ კონსერვატიული გათვლა). • უშუალოდ ლეგალიზაციის შედეგად მოზიდული ტურისტების რაოდენობა გავთვალოთ 1, 2 და 4 მილიონზე. 1 მილიონი ტურისტის შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი იქნება შემდეგი:

• გაჩნდება სრულიად ახალი ბაზარი, რომელიც დღევანდელი ნარკოპოლიტიკის პირობებში უბრალოდ არ არსებობს.

• ამ ბაზრის ზომა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაახლოებით იქნება 1,318,000,000 ლარი – 25 ლარი (სარეალიზაციო ფასი) X 337,824 (მომხმარებლების რაოდენობა) X 52 (კვირების რაოდენობა წელიწადში) X 3 (მოხმარებული გრამების რაოდენობა კვირაში ერთი მომხმარებლის მიერ).

• ბაზრის ზომა ტურისტებისთვის იქნება 420,000,000 ლარი (თუ დავუშვებთ, რომ არსებული ტურისტების 30% 3 დღეს გაჩერდება საქართველოში და დღეში საშუალოდ 2 გრამს მოიხმარს და ამას დავუმატებთ 1 მილიონ ახალ ტურისტს, რომლებიც 2 დღეს გაჩერდებიან საქართველოში და საშუალოდ დღეში 2 გრამს მოიხმარენ).

• ჯამში შეიქმნება დაახლოებით 2,138,000,000 ლარის ახალი ეკონომიკა (1,738,000,000 ლარი უშუალოდ კანაფთან დაკავშირებული + 400,000,000 ლარი ლეგალიზაციის შედეგად მოზიდული ტურისტების მიერ შექმნილი (თუ ჩამოსული ერთი ტურისტის საშუალო ხარჯი ვიზიტის დროს იქნება 400 ლარი).

• საგადასახადო შემოსავლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 1,143,000,000 ლარს (თუ უშუალოდ კანაფთან დაკავშირებული ეკონომიკა დაიბეგრება 60%-ით, ხოლო ახალი ტურისტების მიერ სხვა სექტორებში შექმნილი ეკონომიკა დაიბეგრება საშუალოდ 25%-ით).

• შეიქმნება 42,750 ახალი სამუშაო ადგილი (თუ ჩავთვლით, რომ საშუალოდ ჩვენი ეკონომიკის ყოველი 50,000 ლარი ქმნის ერთ სამუშაო ადგილს).

ეს გათვლები, ცხადია, პირობითია და ბევრ ცვლადზეა დამოკიდებული. თუმცა ნათლად ჩანს, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური სარგებელი საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო გახდება პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც მოახდენს კანაფის ლეგალიზაციას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი პოლიტიკა ჩვენს რეგიონში არც ერთ სხვა ქვეყანას არა აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, არამედ ზოგადად პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზეც.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად შენელდა. პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი წლიდან წლამდე უარესდება. ეროვნული ვალუტა არასტაბილურია – ისე როგორც არასდროს. ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა რთულად მოიძებნება რეფორმა, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს. ამ რეალობაში კანაფის ლეგალიზაცია შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს. 

 

Previous Post

რომელი ქვეყნებიდან იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა

Next Post

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5 პროცენტით გაიზარდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5 პროცენტით გაიზარდა

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5 პროცენტით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result