Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ილონ მასკი: Tesla ინდოეთში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

by Salo Papalashvili
ივნისი 22, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ილონ მასკი: Tesla ინდოეთში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
0
SHARES
0
VIEWS

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ელექტრომობილების გიგანტი ინდოეთში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. განცხადება მილიარდერმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ილონ მასკი და ნარენდრა მოდი ერთმანეთს შეერთებულ შტატებში, ინდოეთის ლიდერის სახელმწიფო ვიზიტის დროს შეხვდნენ. შეხვედრამდე, Reuters-თან ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ მასკი პრემიერს ინდოეთში საწარმოო ბაზის შექმნის გეგმებს გააცნობდა. მილიარდერის განცხადებით, ინდოეთს მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის ძლიერი პოტენციალი აქვს, რომელიც მოიცავს როგორც მზის ენერგიის წარმოებას, ასევე სტაციონარული ბატარეებისა და ელექტრომობილების განვითარებას.

„მოდი ნამდვილად ზრუნავს ინდოეთზე და ჩვენ გვიბიძგებს, ინდოეთში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელოთ – Tesla კი უახლოეს მომავალში ამას ნამდვილად გეგმავს“, – განუცხადა ელექტრომობილების გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდგომ. საინტერესოა, რომ ინდოეთში მასკის გეგმები მხოლოდ Tesla-თი არ შემოიფარგლება და მილიარდერი ქვეყანაში SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის გაშვებასაც იმედოვნებს.

მოგვიანებით, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პრემიერმა ილონ მასკი „ინდოეთში ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციების შესაძლებლობებისა და სწრაფად მზარდი კომერციული კოსმოსური სექტორის შესახებ“ სასაუბროდ მიიწვია. ცნობისთვის, თავად Tesla-ს აღმასრულებლები ინდოეთს გასულ თვეში ეწვივნენ და ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და მინისტრებთან ინდოეთში მანქანებისა და ბატარეების საწარმოო ბაზის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.

Previous Post

ენდრიუ ტეიტს ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით გაასამართლებენ

Next Post

NATO: რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება უცვლელია

Salo Papalashvili

Next Post
NATO: რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება უცვლელია

NATO: რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება უცვლელია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result