Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კომპანია, სადაც ლიდერებად ყალიბდებიან

by Forbes.ge
February 28, 2021
in კომპანიები
0
კომპანია, სადაც ლიდერებად ყალიბდებიან
0
SHARES
0
VIEWS

აქ ინვესტიციებს, უპირველეს ყოვლისა, თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაში დებენ, შედეგად კი მოტივირებულ და პროფესიონალ გუნდს იღებენ. კომპანიის მენეჯმენტის მათემატიკური სიზუსტით გათვლილი სტრატეგიისა და მიზანდასახული თანამშრომლების დამსახურებაა ის, რომ კომპანია JTI (Japan Tobacco International) წარმატების კიბეზე მხოლოდ და მხოლოდ მაღლა მიიწევს.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ JTI-ის (Japan Tobacco International) ოფისში, გინახავთ ის გარემო, სადაც თანამშრომლები მუშაობენ, გისაუბრიათ რომელიმე მათგანთან ან უბრალოდ გსმენიათ იმ ღირებულებების შესახებ, რომლებსაც JTI-ს საქმიანობა ეფუძნება, თქვენთვის ცხადი გახდება, თუ რატომ იქცა ზედიზედ მეოთხედ Top Employer-ი ინსტიტუტის ფავორიტად.. JTI ერთადერთი კომპანიაა კავკასიაში, რომელსაც საქართველოს, ევროპის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მიენიჭა. თითქოს ტრადიციად ქცეული გამარჯვება გონივრულად დაგეგმილი შრომითი სტრატეგიისა და პროგრესული მენეჯმენტის დამსახურებაა, ბიზნესში წარმატებას კი კომპანია ნიჭიერი თანამშრომლების შერჩევისა და განვითარების გზით აღწევს. კარიერის მართვა და აღიარება, შრომითი რესურსების სწორი გადანაწილება, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, ე.წ. Onboarding-ი, სწავლება და განვითარება, ეფექტიანობის მართვა, ლიდერების განვითარება, კარიერის დაგეგმვა, ანაზღაურება და აღიარება – ეს იმ კომპონენტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც Top Employer-ის ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში აფასებს და რაც ასე გამოარჩევს JTI-ს საერთაშორისო დონეზეც კი.

JTI-ის კავკასიის ფილიალები 250-მდე თანამშრომელს აერთიანებს. აქ დასაქმებული ადამიანები კომპანიის მთავარი ენერგია და აქტივია. აქ ადამიანებს ლიდერებად და პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალებად აყალიბებენ და  განვითარების სხვადასხვა პერსპექტივას სთავაზობენ როგორც საქართველოში, ასევე კორპორაციის 367 ოფისში საზღვარგარეთ.

ანა ქერეჭაშვილი სწორედ ამის მაგალითია. მან ჯერ საქართველოს ოფისში იმუშავა, შემდეგ კი ჟენევაში, კომპანიის მთავარ ოფისში, გადაინაცვლა:

“ჩვენთან სწავლა მარტივია: მოითხოვე რთული დავალება, ჰკითხე რჩევა კოლეგებს, დაელაპარაკე კომპანიის ხელმძღვანელებს, გააანალიზე დაშვებული შეცდომები, მიიღე ობიექტური უკუკავშირი, დაესწარი ტრენინგს წამყვან ბიზნესსკოლებში. ყველაფერი შენს სურვილსა და მზაობაზეა დამოკიდებული. შენი ხელმძღვანელი, მთელი კომპანია ხელს გიწყობს, რომ ზუსტად განსაზღვრო, სად გჭირდება განვითარება. აქ ბუნებრივი პირობებია ლიდერობის გასავითარებლად, რაც ნათლად ჩანს ტალანტების მართვის ნებისმიერი პროცესიდან, დაწყებული მუშაობის ეფექტიანობის შეფასებით, კარიერული მართვით დასრულებული.  შედეგად, შარშანდელი მონაცემებით, გლობალურად კომპანიის მმართველი პოზიციების 80%-ზე სწორედ შიდა კადრები დაწინაურდნენ”.

Top Employer-ის ინსტიტუტს  ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ახალი თანამშრომლის ადაპტაციის, ე.წ. Onboarding-ის პროგრამა. ქეთი ხუნდაძე წარმატებული მენეჯერია. მან ბევრი ახალი თანამშრომელი განავითარა, თავადაც რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია და ქვეყანა. პირადი გამოცდილებით იცის, როგორ  ხდება თანამშრომლების სიახლეებთან ადაპტაციის პროცესი კომპანიაში:

“გამორჩეული კორპორაციული კულტურით, გარემოთი და დამოკიდებულებით JTI ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. პირველივე დღეს იწყება ე.წ. Induction-ის პროგრამა – შეხვედრები სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან კომპანიის გასაცნობად. ეს ახალი თანამშრომლის ადაპტაციის, ე.წ. Onboarding-ის, პროგრამის ნაწილია და ძალიან კარგი მეთოდია ახალი თანამშრომლების სწრაფი ინტეგრირებისთვის. თუ ჩვენთან დაიწყებთ მუშაობას, პირველივე დღეს აუცილებლად დაგხვდებათ “მეგობარი” (Buddy) და მენტორი – ისინი პირველი სირთულეების გადალახვაშიც დაგეხმარებიან და თქვენი ნიჭის სრულად გამოვლენაშიც”.

გიორგი ჯინჭარაძესაც აქვს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება:

“საქართველოს იურიდიული მენეჯერი ვიყავი, ექვსი თვით JTI-ის სომხეთის ოფისში რომ გადავედი სამუშაოდ, საინტერესო პროგრამის – Move2Develop-ის – ფარგლებში, რომელიც თანამშრომლის სხვა ქვეყანაში გადაყვანით მის პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად. იურისტობა სხვა ქვეყანაში კარგი ბიძგი აღმოჩნდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. რეგულირებად ინდუსტრიასთან ერთად ცხოვრება იურისტისთვის გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც, მართო ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის სამართლებრივი პოლიტიკა. რა მომწონს ყველაზე ძალიან? ალბათ ის, რომ ამ კომპანიის ყველა თანამშრომელი მონაწილეობს კომპანიის მართვაში, ახორციელებს იდეას –  სიახლის სიყვარულსა და ინოვაციების დანერგვისთვის მზადყოფნას”.

JTI-ში თანამშრომლის მონდომება და შრომა განსაკუთრებულად ფასდება. ნინო ბალიაშვილი რამდენიმე წლის წინ საქართველოდან  ჯერ დანიის ოფისში გადავიდა, შემდეგ კი – სათავო ოფისში:

“თანამშრომლების მუშაობის შეფასება გახსნილი, ორმხრივი უკუკავშირის საფუძველზე ხდება და ყოველთვის ობიექტურ შედეგებს ემყარება. თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და წვლილის აღიარება მუდმივად ხდება. წარმატების მიღწევის უნივერსალური ფორმულა ალბათ არ არსებობს. ვფიქრობ, ამისათვის მხოლოდ ცოდნა არ კმარა. მნიშვნელოვანია კომპანიის ჩართულობა და ზრუნვა თანამშრომლების განვითარებაზე. მე საოცარი პირადი და პროფესიული გამოცდილება მივიღე, ახალ ქვეყნებში ახალ პოზიციებს ადვილად ავუღე ალღო, რადგან აქ  არ არსებობს გეოგრაფიული საზღვრები”.                                                                             

ივა ხასია იდეალური მაგალითია იმისა, რომ კომპანიაში მუშაობა ძალიან საინტერესო და სტაბილურია:

“ყოველწლიურად ბევრ საერთაშორისო კვლევაში ვმონაწილეობთ იმისათვის, რომ ზუსტად დავინახოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და მუდმივი აქცენტი გავაკეთოთ გაუმჯობესებაზე. JTI-ში სტაბილურობა განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. როდესაც ამ კომპანიაში მოდიხარ, უბრალოდ უნდა იცოდე, რომ შენი ნიჭი საუკეთესო გარემოში მოხვდა, სადაც კომპანია ყველაფერზე ზრუნავს: შენს განწყობაზე, მომავალზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, წარმატებასა და კარიერულ წინსვლაზე”.

პროფესიული განვითარება, ამბიციური კარიერული სურვილების შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე  გასვლა JTI-ს კორპორაციული კულტურისა და სტრატეგიის  ძირითადი პრიორიტეტებია. ეს ის ადგილია, სადაც განვითარებას არა აქვს საზღვარი, სადაც ყოველი დღე განსხვავებულია. ალბათ ამიტომ ელიან ახალ შესაძლებლობებს, ბევრს სწავლობენ, ბევრს მუშაობენ და ერთად მიდიან – წარმატებისკენ, წინსვლისკენ. 

Previous Post

Увеличен Размер Минимального Надзорного Капитала Для Коммерческих Банков

Next Post

A “Viral” Startup

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
A “Viral” Startup

A “Viral” Startup

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result