Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თემატური პარკების რეიტინგი

by Salo Papalashvili
June 20, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes: მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თემატური პარკების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

როდესაც საქმე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თემატური პარკების ჩამონათვალის შექმნას შეეხება, უპირობო ლიდერი ყოველთვის Disney-ია, თუმცა ყველაზე მონახულებადი თემატური პარკების გასული წლის რეიტინგში საპატიო ადგილის დაკავება, როგორც ჩანს, Universal-მაც მოახერხა.

2022 წლის TEA/AECOM Theme Index-ის ანგარიშით, მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ათი თემატური პარკიდან შვიდი სწორედ Disney-ის ეკუთვნის – სტატისტიკა, რომელიც გარკვეულწილად ხსნის იმ ფაქტს, რომ კომპანიის საოპერაციო მოგებამ გასულ წელს $7.9 მილიარდი შეადგინა. მათგან ვიზიტორებში ყველაზე დიდი პოპულარობით კვლავ Disney World-ის პარკი Magic Kingdom-ი სარგებლობს, რომელმაც გასულ წელს 17.1 მილიონი სტუმარი (2021 წელთან შედარებით 35%-ით მეტი) მოიზიდა.

TEA/AECOM-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული თემატური პარკების რეიტინგში მეორე ადგილს კალიფორნიაში მდებარე Disneyland Park-ი იკავებს, რომელსაც გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით 97%-ით მეტი, 16.9 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა. 2021 წლის ჩავარდნა კალიფორნიის კოვიდრეგულაციების დამსახურებაა, რის შედეგადაც პარკი რამდენიმე თვით დაიკეტა, შემდგომ კი მხოლოდ მცირე რაოდენობის სტუმრების მიღების უფლება ჰქონდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 2022 წელს Disneyland-ის ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წელს დაფიქსირებული მონაცემების 90% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ Disney-ის ბევრი პარკის მნახველთა რაოდენობა პანდემიამდელს მიუახლოვდა, 2019 წლის მონაცემების გაუმჯობესება მხოლოდ Universal-ის ერთ-ერთმა თემატურმა პარკმა მოახერხა. Orlando Resort-ის Islands of Adventure-ი რეიტინგში 2019 წელთან შედარებით შვიდი პოზიციით დაწინაურდა და 11 მილიონი ვიზიტორით, მეხუთე ადგილი დაიკავა. შედეგად, Islands of Adventure-ი, Disney-ის უკვე ნახსენები ორი პარკის შემდეგ, აშშ-ის მესამე ყველაზე ხშირად მონახულებადი თემატური პარკი გახდა. საერთო ჯამში, Universal-ის თემატური პარკების განყოფილებამ გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით ორჯერ მეტი, $7.5 მილიარდი გამოიმუშავა, ხოლო კორექტირებულმა შემოსავალმა $2.7 მილიარდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ფლორიდის შემდგომ, მსოფლიოში სიდიდით მეორე გასართობი ჰაბის ტიტულს იაპონია ისაკუთრებს. ქვეყნის თემატურმა პარკებმა გასულ წელს ჯამში 38.7 მილიონი ვიზიტორი მოიზიდეს, სამი მათგანი კი (ერთი Universal-ის და ორი Disney-ის) წარმოდგენილი რეიტინგის ათეულშიც მოხვდა. მათგან ყველაზე პოპულარული Universal Studios Japan-ია, 12.4 მილიონი ვიზიტორით, შემდგომ მოდის Tokyo Disneyland (12 მილიონი ვიზიტორი) და DisneySea (10.1 მილიონი ვიზიტორი).

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თემატური პარკების ათეული:

  1. Magic Kingdom: Walt Disney World Resort – ორლანდო, ფლორიდა: 17.1 მილიონი ვიზიტორი
  2. Disneyland Park: Disneyland Resort – ანაჰაიმი, კალიფორნია: 16.9 მილიონი ვიზიტორი
  3. Universal Studios Japan: Universal Studios Japan – ოსაკა, იაპონია: 12.4 მილიონი ვიზიტორი
  4. Tokyo Disney: Tokyo Disney Resort – ტოკიო, იაპონია: 12 მილიონი ვიზიტორი
  5. Islands of Adventure: Universal Studios Orlando – ორლანდო, ფლორიდა: 11 მილიონი ვიზიტორი
  6. Hollywood Studios: Walt Disney World Resort – ორლანდო, ფლორიდა: 10.9 მილიონი ვიზიტორი
  7. Universal Studios Florida: Universal Orlando Resort – ორლანდო, ფლორიდა: 10.8 მილიონი ვიზიტორი
  8. Tokyo DisneySea: Tokyo Disney Resort – ტოკიო, იაპონია: 10.1 მილიონი ვიზიტორი
  9. Epcot: Walt Disney World Resort – ორლანდო, ფლორიდა: 10 მილიონი ვიზიტორი
  10. Disneyland Park: Disneyland Paris – მარნ-ლა-ვალე, საფრანგეთი: 9.9 მილიონი ვიზიტორი
Previous Post

რა არის საურავი?

Next Post

ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები

Salo Papalashvili

Next Post
ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები

ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result